ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
„ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის ძალიან დიდი ნაწილის მიმართ ნდობა დაკარგა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყება მუშაობა, რომელიც ბევრ გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.
„ნაცმოძრაობიდან" წასვლის შესახებ, რომელიც თითქმის ორი წელია, ორ ბანაკად არის გაყოფილი, მელიამ გუშინ განაცხადა. ნოემბრის ბოლოს ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მან მელია პარტიის რიგებიდან გარიცხა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო გაფორმებული. ხაბეიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მელიამ და მისმა არცთუ ცოტა მომხრეებმა პარტიაში უარი თქვეს ხელი მოეწერათ ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინციატივა იყო.

„ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის... ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება", - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გუშინ ღამით.

მანამდე ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის ძალიან დიდი ნაწილის მიმართ ნდობა დაკარგა. ქვეყნის მთელ პოლიტიკურ სისტემას მან მანკიერი უწოდა და ამაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან დაახლოებით ორი წლის წავიდა, ოპოზიცია მაინც აცხადებს, რომ ის ოლიგარქია და ქვეყანას კულისებიდან მართავს.
კონფლიქტმა „ნაცმოძრაობაში" პიკს მიაღწია - დეპუტატი
„მართალი ხალხი არ იყიდება, ჩვენ კი პოლიტიკაში მათთვის სივრცე უნდა გავაჩინოთ", - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში მასთან უკვე ასობით ათასი ადამიანია და მათი რაოდენობა გაიზრდება.
ხანგრძლივი კონფლიქტი
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
„ნაცმოძრაობას" აპოკალიფსი დაუდგა - დეპუტატი>>
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0