სააკაშვილის გეგმა ჩაიშალა - „ნაცმოძრაობა" მარტივ მამრავლებად იშლება

© courtesy of Grigol Vashadze„ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი
„ნაცმოძრაობის მხარდამჭერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
მელიას არ აპატიეს ის, რომ მან სააკაშვილის გათავისუფლება პარტიის პირველხარისხოვან ამოცანად არ გახადა
რთული პერიოდი საქართველოს უდიდეს ოპოზიციურ ძალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, 2023 წლის ბოლოსთვის ერთგვარ ჭექა-ქუხილში გადაიზარდა, რომელიც ქვეყანაში ერთ დროს ყველაზე წარმატებულ პოლიტიკურ ძალას საბოლოო ჩაძირვით ემუქრება.
ახლა პარტია რეალურად განხეთქილების ზღვარს მიუახლოვდა და დაიწყო ყველაზე ღირებულის დაკარგვა, რაც შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას - ადამიანური აქტივი. რღვევა ბათუმის ორგანიზაციით დაიწყო და ნელ-ნელა ვრცელდება, როგორც ეროზია. საქმე იქამდე მივიდა, რომ პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფიგურამ, მისმა ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ არაფორმალური მმართველობის გამო თანამდებობა დატოვა.
თავად პარტიის რეიტინგი, ისევე როგორც მისი წევრების რაოდენობა, ყოველდღიურად ეცემა. ბოლო გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, მომავალ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა" თავის ისტორიულ მინიმუმს აჩვენებს.
მოვლენების ასეთი განვითარების მიზეზს კონკრეტული სახელი აქვს - პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
არშემდგარი ტრიუმფი
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა 10 წლის წინ დასრულდა და მოსახლეობას, რომელსაც ერთ დროს ეშინოდა ან კერპად აქცევდა „მიშას“, როგორც ხალხში სააკაშვილს ეძახიან, საკმარისი დრო ჰქონდა, რათა გადაეფასებინა მოვლენები და მისი როლი.
ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილმა თავად დაკარგა ქვეყანაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.
როგორც უკრაინის მოქალაქეს, სააკაშვილს არ აქვს უფლება საქართველოში რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივობაში ჩაერთოს, გაწევრიანდეს ან ხელმძღვანელობდეს პარტიას, ასევე დააფინანსოს იგი, მაგრამ იგი მაინც მჭიდროდ ასოცირდება „ნაცმოძრაობასთან". ამასთან, მისი რეიტინგი, ავტორიტეტული ორგანიზაციების გამოკითხვების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად დაეცა.
ნიკა მელიამ საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვაზე: ტოვებს თუ არა ის „ნაცმოძრაობას“?>>>
სწორედ ამიტომაც საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებამ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე, მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები წააგო.
და მისი საქართველოში დაბრუნებიდან ორი დღის შემდეგ დაკავებამ, რასაც მოჰყვა შიმშილობა, ასევე არ გამოიღო რაიმე ხელშესახები შედეგი - ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში სააკაშვილის დასაცავად და იგი ციხეში დარჩა.
წარუმატებლობის პასუხისმგებელი პირი სწრაფად იპოვეს - იგი ნიკა მელია გახდა, მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე და თითქმის ყველაზე პოპულარული ფიგურა ოპოზიციაში.
მელია სააკაშვილის დაბრუნებას სიფრთხილით მოეკიდა - მისთვის მერის არჩევნების მეორე ტურში რბოლა უფრო პრიორიტეტული იყო. პარტიის ლიდერმა მთელი ყურადღება მომავალ ალიანსებზე გაამახვილა და სააკაშვილის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა - პარტიამ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მხოლოდ რამდენიმე აქცია გამართა.
მოგვიანებით, პარტიის ყურადღება მთლიანად გადავიდა სხვა ოპოზიციურ ძალებთან უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე გაერთიანებაზე და ამგვარად, სააკაშვილის საკითხმა აქტუალობა დაკარგა.
ახალი რუხი კარდინალი
სააკაშვილი რეიტინგის დაცემას ყველანაირად ებრძოდა, ხან შიმშილობის განახლებით, ხან წერილებით, ხან სასამართლოში ხმაურიანი გამოსვლებით, ამის ფონზე კი „ნაცმოძრაობაში" ფართომასშტაბიანი კულუარული თამაში დაიწყო საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის ხელმძღვანელობით.
კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" პერიოდშიც დიდხანს ჩრდილში იყო. იგი სააკაშვილის ერთ-ერთი ძველი თანამოაზრეა - მას თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.
© photo: Sputnik / Stringerდავით კეზერაშვილი
Давид Кезерашвили - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2023
დავით კეზერაშვილი
2019 წელს კეზერაშვილმა პოლიტიკის თამაში კვლავ გადაწყვიტა და დააარსა ტელეკომპანია „ფორმულა", სადაც დაასაქმა ის ჟურნალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დაშლაში.
ამასთან, კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან მილიონების გაფლანგვისთვის იძებნება, „ნაცმოძრაობით“ დაკავდა. აღარავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დღეს სწორედ იგი აკონტროლებს ამ პარტიას კულუარებიდან. ამას ადასტურებს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხვა წევრების მასთან ვიზიტები.
თუმცა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიზნები პოლიტიკის მცოდნე ექსპერტებისთვისაც კი საიდუმლო რჩება.
დასასრულის დასაწყისი თუ უცნაური სიმბოლიზმი
რაც შეეხება „ნაცმოძრაობის" შიდა სამზარეულოს, იქ ვნებები თითქმის ორი წელია ფეთქავს. ტემპერატურა განსაკუთრებით მაშინ აიწია, როცა 2023 წლის თებერვალში შიდაპარტიული არჩევნებში გაიმარჯვა დავით კეზერაშვილის მიერ მხარდაჭერილმა ლევან ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი, ისევე როგორც კეზერაშვილი, სააკაშვილის კაცია და თავისი პოლიტიკური და სამსახურებრივი კარიერა სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო.
გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ხაბეიშვილმა შეასრულა მელიას წინააღმდეგ რუპორის როლი, რომელიც მას სააკაშვილის საკითხში პასიურობაში ადანაშაულებდა.
ხაბეიშვილს მხარს უჭერდა თითქმის მთელი „ძველი გვარდია“, მათ შორის, კეზერაშვილი და მისი ძველი კოლეგები მთავრობიდან - გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და სხვები, რომელთა სახელები საზოგადოებაში სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას უკავშირდება.
ახლა ფასი აღარ აქვს: კობახიძემ მელიას „ნაცმოძრაობიდან“ წასვლა შეაფასა>>>
თავმჯდომარედ გახდომისთანავე ხაბეიშვილმა დაიწყო პარტიული წმენდა ქვედა დონეზე, რამაც გამოიწვია ღია დაპირისპირება ორ ბანაკს შორის.
მელიამ თავისი თამაში დაიწყო: მან ჩუმად, სატელევიზიო კამერების გარეშე დაიწყო შეხვედრები რეგიონებში აქტივისტებთან და მისი შემდგომი ქმედებების განხილვა.
მაშინ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და პარტიას მანიფესტის მიღება შესთავაზა. თავად დოკუმენტი უწყინარი და საარჩევნო დეკლარაციის მსგავსი იყო, რომ არა ერთი პუნქტი, რომელიც უფრო ჰგავდა მელიასადმი ფარულ გზავნილს, რომელსაც არ სურდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ამ პუნქტში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება მისი წევრების უშუალო მონაწილეობით, მათ შორის, კენჭისყრის გზით პარტიული სიების და მთავრობის წევრობის კანდიდატების ფორმირება.
ასევე მანიფესტში იყო მინიშნება ულტიმატუმზე, რომელზეც ხელმომწერები უნდა დათანხმებოდნენ - პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის და მის მიერ შექმნილი პოლიტსაბჭოს ავტორიტეტის უპირობო აღიარება, ასევე სააკაშვილის ხელმძღვანელობა.
სააკაშვილის მანიფესტის ხელმოწერის ცერემონიის დრო და ატმოსფერო ერთდროულად სიმბოლურიც იყო და უცნაურიც. ღონისძიების ჩატარება „ვარდების რევოლუციის“ (2003 წლის 23 ნოემბერი) წლისთავზე გადაწყდა.
მანიფესტის ხელმოწერაზე, რომელიც ხაბეიშვილისთვის ბოლო წვეთი იყო, მელია და მისი გუნდი არ მისულან. რამდენიმე დღის შემდეგ ხაბეიშვილმა თავისი მთავარი პარტიული ოპონენტის პარტიიდან გარიცხვის შესახებ განაცხადა.
რამდენიმე დღის შემდეგ ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს გაფართოებული შემადგენლობა წარადგინა, რომელშიც ბევრი სააკაშვილისა და „ძველი გვარდიის“ ერთგული ხალხი იყო.
მთელი ამ შიდაპოლიტიკური ბრძოლის კულმინაცია იყო ნიკა მელიას 7 დეკემბრის განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. მან საქართველოს მთელ პოლიტიკურ სისტემას ხარვეზი უწოდა და კულისებიდან მართვაში ქვეყნის ორი უდიდესი პარტია (მმართველი და „ნაციონალური მოძრაობა") დაადანაშაულა.
მალე, როგორც თავად მელიამ განაცხადა, იგი ახალ პარტიას შექმნის და მასთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უკვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კეზერაშვილი შეგნებულად თამაშობს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის დაწევაზე, რათა მომავალი ოპოზიციური ძალის პოპულარიზაცია მოახდინოს. ამ ორგანიზაციაში შევლენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია.
რას გამოიწვევს ყველა ეს მოვლენა, ცნობილი გახდება მომავალი წლის ზაფხულისთვის, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0