https://sputnik-georgia.com/20231207/nika-meliam-sabolood-gasca-pasuxi-kitxvaze-tovebs-tu-ara-is-nacmozraobas-284783005.html
ნიკა მელიამ საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვაზე: ტოვებს თუ არა ის „ნაცმოძრაობას“?
ნიკა მელიამ საბოლოოდ გასცა პასუხი კითხვაზე: ტოვებს თუ არა ის „ნაცმოძრაობას“?
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაარღვია დუმილი და... 07.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-07T22:13+0400
2023-12-07T22:13+0400
2023-12-07T22:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_11f9a4b6eee28dd026e4833c7ea7b0a7.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაარღვია დუმილი და პირდაპირ განაცხადა, რომ ტოვებს ამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თითქმის ორი წელია ორ ბანაკად არის დაყოფილი.ნოემბრის ბოლოს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გამოაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ გაფორმებულა. ხაბეიშვილის განცხადებას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ დაშლა შემთხვევით არ ხდება >>უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262049192_94:0:1233:854_1920x0_80_0_0_be456e1c55e82941ebe415983e3660de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დაარღვია დუმილი და პირდაპირ განაცხადა, რომ ტოვებს ამ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თითქმის ორი წელია ორ ბანაკად არის დაყოფილი.
ნოემბრის ბოლოს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გამოაცხადა, რომ ნიკა მელია პარტიიდან გარიცხა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ გაფორმებულა. ხაბეიშვილის განცხადებას წინ უძღოდა მელიასა და მისი არცთუ მცირერიცხოვანი მომხრეების უარი, ხელი მოეწერათ „ერთიანობის მანიფესტზე", რომელის სააკაშვილის მიერ იყო ინიცირებული 23 ნოემბერს.
„შეიქმნა მოჯადოებული წრე, რომელიც ითვალისწინებს ყველას ინტერესს, გარდა ხალხის ინტერესისა. ამ მანკიერ წრეში დარჩენა ნიშნავს უარის თქმას სიმართლეზე, ღირსებაზე, მორალზე და საქართველოს მომავალზე... მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში“, - განაცხადა მელიამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.