https://sputnik-georgia.com/20231130/ra-elodeba-saqartvelos-ganatlebis-sistemas-284617252.html
რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას?
რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას?
Sputnik საქართველო
განათლების სამინისტროს გეგმებს შორისაა სტუდენტებისთვის სტიპენდიის, მასწავლებლებისთვის კი ხელფასების გაზრდა 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T15:47+0400
2023-11-30T15:47+0400
2023-11-30T15:47+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_39:310:1859:1334_1920x0_80_0_0_a8553695fea11aa93b69687d13ff548c.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს პერიოდში ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, შეფასების სისტემას, გრანტებს, პედაგოგებისთვის ხელფასების მატებას და სხვა სიახლეებს აანონსებს - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.უპრეცედენტო ბიუჯეტიგანათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 2,5 მლრდ ლარი იქნება - 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626,8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზრდება.განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებამ 2023 წელს 2,08 მლრდ ლარი შეადგინა.ახალი სკოლებიბოლო წლებში საქართველოს 271 სკოლაში სამშენებლო და სარემონტო სამშაოები ჩატარდა. 2022-2023 წლებში მთლიანობაში 71 საჯარო სკოლის სრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 200 საჯარო სკოლაში კი ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.დღეისთვის საქართველოში 150 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 2024 წელს კი დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება - ჯამში დაიხარჯება 700 მლნ ლარი.შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - განათლების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო>>>პროექტის წყალობით 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.გარდა ამისა, 2023 წლისთვის დასრულდა ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და სამი ახალი სახელოსნოს მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა2022-2023 წლებში პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 36 მლნ ლარი გამოიყო.პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომლითაც 230 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარის.სტუდენტების წახალისება - მომატებული სტიპენდიაახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან წარმატებული სტუდენტები გაზრდილ სტიპენდიას მიიღებენ. ამილახვარის თქმით, სტუდენტები ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ.მინისტრის განცხადებით, ორჯერ გაიზრდება სტიპენდიანტების რიცხვი. ამ ეტაპზე სტიპენდიას 2,5 ათასი სტუდენტი იღებს. ახალი სასწავლო წლიდან კი სტიპენდიას 5 ათასი წარმატებული სტუდენტი მიიღებს.საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს?>>>ამილახვარის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, შრომისმოყვარე და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება.მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების 27 ათას სტუდენტს შეეხო.ყველა ახალგაზრდას შეუძლია აღიდგინოს სტატუსი და გააგრძელოს სწავლა, დასძინა მინისტრმა.„საქსტატის" ცნობით, 2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლეობლი დაწესებულებებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი ირიცხება.ახალი საგრანტო პროგრამაგანათლების სამინისტრო წარმატებით ახორციელებს ახალ საგრანტო პროგრამას „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" (CIF), რომლის დახმარებითაც სტუდენტები ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მიღებას შეძლებენ.პროექტი ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანი სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებაა.საქართველოში წარჩინებული სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდა>>>ამილახვარის თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შეიქმნას რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც, პირველ რიგში, დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს.ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. ამილახვარის განცხადებით, უკვე გამოცხადდა ორი საგრანტო კონკურსი - პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი კი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით.პედაგოგების ხელფასების ზრდასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა,მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი სახელფასო პოლიტიკა ამოქმედდება, რუმელიც პედაგოგების ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით, 35%-იანი მატება, დასძინა ამილახვარმა.განათლების მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა>>>როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით კი პედაგოგების საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1.230 ლარს. მიმდინარე წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პედაგოგების ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები2014 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტების დაფინანსებაზე ჯამში 42 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.აღნიშნული ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე უკვე 1,2 ათასამდე სტიპენდიატი ჰყავს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად ცენტრი 14 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.2023 წელს ცენტრმა 179 სტიპენდია გასცა.პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობებიგანათლების სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს პროფესიული განათლების ხარისხი. მათ შორისაა საჯარო შეთავაზება კერძო სექტორისთვის, პროფკოლეჯების მართვა, პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება, პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება, პროფესიული განათლება სკოლებში და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.მინისტრის თქმით, ახალი ხედვის წყალობით, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_224:269:1685:1365_1920x0_80_0_0_8ea8fa719fb3786dfddae3b60db60bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას?
განათლების სამინისტროს გეგმებს შორისაა სტუდენტებისთვის სტიპენდიის, მასწავლებლებისთვის კი ხელფასების გაზრდა
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უახლოეს პერიოდში ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, შეფასების სისტემას, გრანტებს, პედაგოგებისთვის ხელფასების მატებას და სხვა სიახლეებს აანონსებს - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.
განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 2,5 მლრდ ლარი იქნება - 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626,8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი 300%-ით გაიზრდება.
განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებამ 2023 წელს 2,08 მლრდ ლარი შეადგინა.
ბოლო წლებში საქართველოს 271 სკოლაში სამშენებლო და სარემონტო სამშაოები ჩატარდა. 2022-2023 წლებში მთლიანობაში 71 საჯარო სკოლის სრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 200 საჯარო სკოლაში კი ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
დღეისთვის საქართველოში 150 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. 2024 წელს კი დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება - ჯამში დაიხარჯება 700 მლნ ლარი.
პროექტის წყალობით 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
გარდა ამისა, 2023 წლისთვის დასრულდა ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და სამი ახალი სახელოსნოს მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი ახალი პროფესიული კოლეჯის და ოთხი ახალი სახელოსნოს მშენებლობა
2022-2023 წლებში პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 36 მლნ ლარი გამოიყო.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომლითაც 230 ათასზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარის.
სტუდენტების წახალისება - მომატებული სტიპენდია
ახალი 2023-2024 სასწავლო წლიდან წარმატებული სტუდენტები გაზრდილ სტიპენდიას მიიღებენ. ამილახვარის თქმით, სტუდენტები ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ.
მინისტრის განცხადებით, ორჯერ გაიზრდება სტიპენდიანტების რიცხვი. ამ ეტაპზე სტიპენდიას 2,5 ათასი სტუდენტი იღებს. ახალი სასწავლო წლიდან კი სტიპენდიას 5 ათასი წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
ამილახვარის განმარტებით, საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია მოტივირებული, შრომისმოყვარე და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების 27 ათას სტუდენტს შეეხო.
ყველა ახალგაზრდას შეუძლია აღიდგინოს სტატუსი და გააგრძელოს სწავლა, დასძინა მინისტრმა.
„საქსტატის" ცნობით, 2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლეობლი დაწესებულებებში 160 ათასზე მეტი სტუდენტი ირიცხება.
განათლების სამინისტრო წარმატებით ახორციელებს ახალ საგრანტო პროგრამას „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" (CIF), რომლის დახმარებითაც სტუდენტები ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მიღებას შეძლებენ.
პროექტი ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანი სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებაა.
ამილახვარის თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შეიქმნას რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც, პირველ რიგში, დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს.
ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. ამილახვარის განცხადებით, უკვე გამოცხადდა ორი საგრანტო კონკურსი - პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი კი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით.
პედაგოგების ხელფასების ზრდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა,
მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი სახელფასო პოლიტიკა ამოქმედდება, რუმელიც პედაგოგების ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით, 35%-იანი მატება, დასძინა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლამდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით კი პედაგოგების საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1.230 ლარს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პედაგოგების ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები
2014 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტების დაფინანსებაზე ჯამში 42 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
აღნიშნული ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე უკვე 1,2 ათასამდე სტიპენდიატი ჰყავს, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში. ამჟამად ცენტრი 14 საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.
2023 წელს ცენტრმა 179 სტიპენდია გასცა.
პროფესიული განათლების ახალი შესაძლებლობები
განათლების სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს პროფესიული განათლების ხარისხი. მათ შორისაა საჯარო შეთავაზება კერძო სექტორისთვის, პროფკოლეჯების მართვა, პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება, პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება, პროფესიული განათლება სკოლებში და მასწავლებელთა მომზადება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
მინისტრის თქმით, ახალი ხედვის წყალობით, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა.