https://sputnik-georgia.com/20231124/maswavleblebis-xelfasi-500-larit-izrdeba-284483914.html
განათლების მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა
განათლების მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა
Sputnik საქართველო
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას დეკემბერში მიაწვდის, განაცხადა ამილახვარმა. 24.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-24T16:53+0400
2023-11-24T16:53+0400
2023-11-24T16:53+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_39:310:1859:1334_1920x0_80_0_0_a8553695fea11aa93b69687d13ff548c.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა, ამის თაობაზე მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი სახელფასო პოლიტიკა ამოქმედდება, რუმელიც პედაგოგების ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ კამპანია, თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლის სექტემბრამდე პედაგოგების ხელფასების გაზრდას არ გეგმავს, რაც დეზინფორმაციაა. ფაქტობრივად, ყალიბდება ახალი სახელფასო პოლიტიკა, დასძინა ამილახვარმა.უფრო დაწვრილებით ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას დეკემბერში მიაწვდის, განაცხადა ამილახვარმა.მისი თქმით, 2012 წლამდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით კი პედაგოგების საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1.230 ლარს.„მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს", - განაცხადა ამილახვარმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს განათლების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ მასწავლებელთა ხელფასების გაზრდაზეა მიმართული.მან პედაგოგთა ხელფასების ზრდის რეფორმას ისტორიული და უპრეცედენტო უწოდა.„ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.მიმდინარე წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პედაგოგების ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_224:269:1685:1365_1920x0_80_0_0_8ea8fa719fb3786dfddae3b60db60bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების მინისტრმა მასწავლებლების ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას დეკემბერში მიაწვდის, განაცხადა ამილახვარმა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2024 წლის 1-ლი ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა დააანონსა, ამის თაობაზე მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი სახელფასო პოლიტიკა ამოქმედდება, რუმელიც პედაგოგების ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.
„ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით, 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა", - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ კამპანია, თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლის სექტემბრამდე პედაგოგების ხელფასების გაზრდას არ გეგმავს, რაც დეზინფორმაციაა. ფაქტობრივად, ყალიბდება ახალი სახელფასო პოლიტიკა, დასძინა ამილახვარმა.
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას სამინისტრო საზოგადოებას დეკემბერში მიაწვდის, განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, 2012 წლამდე მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით კი პედაგოგების საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1.230 ლარს.
„მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს", - განაცხადა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2024 წელს განათლების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ მასწავლებელთა ხელფასების გაზრდაზეა მიმართული.
„ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ", - განაცხადა ამილახვარმა.
მან პედაგოგთა ხელფასების ზრდის რეფორმას ისტორიული და უპრეცედენტო უწოდა.
„ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა მინისტრმა.
მიმდინარე წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან პედაგოგების ხელფასები 500 ლარით გაიზრდება.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს.