https://sputnik-georgia.com/20231130/shesazlebloba-studentebistvis-ganatlebis-saministrom-sagranto-programa-daiwyo-284595664.html
შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - განათლების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო
შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - განათლების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო
Sputnik საქართველო
საგრანტო პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან დამსაქმებლებიც. 30.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-30T10:42+0400
2023-11-30T10:42+0400
2023-11-30T10:42+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_0:142:2993:1825_1920x0_80_0_0_84a5c396c45a7d956d788c9f29045670.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" (CIF) დაიწყო, რომლის დახმარებითაც სტუდენტები ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მიღებას შეძლებენ, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.პროექტი ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანი სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებაა.მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით.მისი თქმით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. ამილახვარის განცხადებით, უკვე გამოცხადდა ორი საგრანტო კონკურსი - პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი კი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში.პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიზნით შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/12/260663432_90:0:2757:2000_1920x0_80_0_0_3731b354c4725a090cc2b7cd44ff0e9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
შესაძლებლობა სტუდენტებისთვის - განათლების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყო
საგრანტო პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან დამსაქმებლებიც.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი საგრანტო პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" (CIF) დაიწყო, რომლის დახმარებითაც სტუდენტები ორმაგი საერთაშორისო ხარისხის მიღებას შეძლებენ, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
პროექტი ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი" საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებს დააფინანსებს. საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანი სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებაა.
მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით.
„კონკურენტული ინოვაციების ფონდი" მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შეიქმნას რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც, პირველ რიგში, დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს", - განაცხადა ამილახვარმა.
მისი თქმით, ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.
ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. ამილახვარის განცხადებით, უკვე გამოცხადდა ორი საგრანტო კონკურსი - პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი კი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიზნით შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.