სააკაშვილმა აღიარა, რისთვის ასამართლებენ მას - 7 ნოემბრის საქმის სხდომის დეტალები

© photo: Sputnik / Rukhkyan / გადასვლა მედიაბანკში2007 წლის 7 ნოემბერი. აქციის დარბევა
2007 წლის 7 ნოემბერი. აქციის დარბევა - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2023
გამოწერა
სააკაშვილის თქმით, ის პირადად უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს პოლიტსაბჭოს მუშაობას
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის საქმის მორიგ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლიეს, ხოლო მთავარმა ბრალდებულმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა გამოიყენა.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხება. სააკაშვილის გარდა, საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა. 2015 წლიდან სააკაშვილის საქმე ცალკე განიხილება.
ამჯერად სასამართლო სხდომაზე მოწმეები დაიკითხნენ და განიხილეს პროკურატურის მტკიცებულებები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები პოლიტიკური დევნის მასალებია.
„ის, რაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას განხორციელდა, ამას თავის დროზეც ჰქონდა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი შეფასება მიცემული და დღესაც ვაცხადებთ, სისხლის სამართლებრივი გადაცდომა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არ ყოფილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბასილაიამ.
რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ადვოკატის თქმით, სააკაშვილმა ის საკუთარ თავზე აიღო და თანამდებობა დატოვა. ამასთან, ბასილაიამ აღნიშნა, რომ ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილია.
„7 ნოემბერს თავისი წინაპირობები ჰქონდა და ეს მომდინარეობდა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით... შესაბამისად, 7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა", - განაცხადა ბასილაიამ.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მთავარ განსასჯელსაც. სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო „ვივამედის“ კლინიკიდან, სადაც ოს 2022 წლის მაისიდან იმყოფება.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილმა დღემდე ვერ გაიაზრა რომ 7 ნოემბერს დანაშაული ჩაიდინა >>
„მე მასამართლებენ იმისთვის, რომ შევცვალე უიმედობა იმედით, მასამართლებენ იმისთვის, რომ ჩაბნელებული ქვეყანა გავანათეთ, მასამართლებენ იმისთვის, რომ განათლების სისტემაში რაც კორუფცია, იყო აღმოვფხვერით და იმ ხალხს, ვინც მაშინ უამრავ ფულს აკეთებდა, ვეზიზღები და აქვს ჩემზე ბოღმა. მაგრამ მე ამას არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ამ ხალხს ვყავარ დამწყვდეული, მაწამებს ამ პატიმრობით და საქართველოს თავს ჭრიან“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ექს-პრეზიდენტი ასევე შეეხო მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს, რომელიც საქართველოში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება და აღნიშნა, რომ მის მიერ დაარსებული ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთვის ემზადება. სააკაშვილის თქმით, სწორედ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა ის საქართველოში და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
„ჩვენ არ ვემზადებით საპატიო მეორე ადგილისთვის, ჩვენ ვემზადებით პირველი ადგილზე გასასვლელად და ჩვენ ვემზადებით გასამარჯვებლად“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამარჯვებისთვის გაერთიანება აუცილებელია, ამიტომ მან „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ პოლიტიკოსებს პოლიტსაბჭოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს მუშაობას ის პირადად უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს.
„მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისა და ინიციატივის ნაწილი იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამე გასაკეთებელი!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილმა წევრებმა, მათ შორის ეკა ხერხეულიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ, მანამდე უარი თქვეს პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში გაწევრიანებაზე და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენეს. საქმე ისაა, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში იწურებოდა, მაგრამ პარტიის ახალი პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში აირჩიეს და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, ხერხეულიძის თქმით, გამოიგონეს კვოტები საკუთარი სურვილით.
სააკაშვილის სასამართლო: ექს–პრეზიდენტი ხამაღალი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა >>
მაშინ პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რათა პარტიას შეძლებოდა ფუნქციონირების გაგრძელება და, მათ შორის, ბიუროკრატიული პრობლემები არ შექმნილიყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს>>
გარდა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმის, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო გადმოლახვა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
7 ნოემბრის საქმის მორიგი სასამართლო სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება.
საქმის დეტალები
საქმეში რამდენიმე ეპიზოდია: 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისება. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დავალებით შსს-ს შენობაში, მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და გუბერნატორები.
შეხვედრაზე მერაბიშვილმა პროტესტის ტალღის ჩასახშობად მომიტინგეთა დარბევის და აკრძალული ნივთიერებების გამოყენების შესახებ უკანონო ბრძანება გასცა.
სააკაშვილის შეწყვეტილი გამოსვლა და უკმაყოფილო ადვოკატები - დეტალები სასამართლო დარბაზიდან >>
2007 წლის 7 ნოემბერს დილით პარლამენტის შენობასთან, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები შიმშილობდნენ, ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდნენ და მომიტინგეები დაარბიეს. ამან პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია - რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იმატა.
გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა - მათი მხრიდან მოხდა ოპოზიციონერი მომიტინგეების დარბევა (სახალხო დამცველის, პოლიტიკური პარტიების წევრების და ჟურნალისტების ჩათვლით) და არალეტალური იარაღის უკანონო გამოყენება.
მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, კონსტიტუციის დარღვევით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დავალებით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მინისტრ დავით კეზერაშვილის მეთაურობით რუსთაველის გამზირზე გადაისროლეს.
გახდება თუ არა კალაძე პრემიერ-მინისტრი: თბილისის მერის კომენტარი>>
მერაბიშვილის დავალებით შეიარაღებული სპეცრაზმი უკანონოდ შეიჭრა მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, დაიკავა ის და თანამშრომლები გაყარა.
სააკაშვილმა ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და იმ დროს ოპოზიციურ „იმედზე“ რეიდის მოწყობა გადაწყვიტა, რათა მაუწყებლობა გაეთიშათ.
იმავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მერაბიშვილისა და ადეიშვილის დავალებით უკანონოდ შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც გაანადგურა პირდაპირი ჩართვის აპარატურა, გამორთო ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის" თანამშრომლები ცემა-ტყეპით შენობიდან გამოყარა.
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე>>
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის დავალებითა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და სხვების უშუალო ჩარევით პატარკაციშვილის ოჯახს ზეწოლითა და დაშინებით წაართვეს ტელეკომპანია „იმედი" და რადიო „იმედი“, მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. მაუწყებლები კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდა.
ყველა ახალი ამბავი
0