https://sputnik-georgia.com/20231120/tu-prezidenti-saakasvils-seiwyalebs-misi-amoralurobis-tanaziari-gaxdeba-kobaxize-284357724.html
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე
Sputnik საქართველო
პრეზიდენტს ერთი ხელმოწერით შეუძლია დაუბრუნებს ბავშვებს მამა, და მთავარია - აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში, განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოზე. 20.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-20T17:03+0400
2023-11-20T17:03+0400
2023-11-20T17:03+0400
ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283831506_0:0:1179:663_1920x0_80_0_0_c857849e05c10950a9a3ab6d014be3d1.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია მისი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შესახებ საქმეზე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილს „შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი". ექს-პრეზიდენტის თქმით, მმართველ პარტიას ერთი სული აქვს, როდის ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა ზურაბიშვილს, და მის ადგილზე ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ხილვა სურთ. მისი თქმით, სააკაშვილის გამო ბევრი მამა ვერ დაბრუნდა თავის შვილებთან, ახლა კი ის პრეზიდენტს თავის შვილებთან დაბრუნებას ახსენებს. 2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში". ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს>>ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ. „სააკაშვილს, უბრალოდ, ციხეში ჯდომა არ უნდა" - დეპუტატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე>>სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა. სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283831506_72:0:1120:786_1920x0_80_0_0_e3d0dde5c2553e004ad561878d285c04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ირაკლი კობახიძე, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე
პრეზიდენტს ერთი ხელმოწერით შეუძლია დაუბრუნებს ბავშვებს მამა, და მთავარია - აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში, განაცხადა სააკაშვილმა სასამართლოზე.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია მისი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის შესახებ საქმეზე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილს „შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი". ექს-პრეზიდენტის თქმით, მმართველ პარტიას ერთი სული აქვს, როდის ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა ზურაბიშვილს, და მის ადგილზე ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ხილვა სურთ.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილის გამო ბევრი მამა ვერ დაბრუნდა თავის შვილებთან, ახლა კი ის პრეზიდენტს თავის შვილებთან დაბრუნებას ახსენებს.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, ანუ დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.