სააკაშვილის სასამართლო: ექს–პრეზიდენტი ხამაღალი პოლიტიკური განცხადებებით გამოვიდა

© AFP 2024 / IRAKLI GEDENIDZEმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავის თავზე იღებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა სახელმწიფო სახსრების პირადი საჭიროებისთვის გაფლანგვის საქმეზე, რომელიც ექს–პრეზიდენტმა ტრადიციულად, ხმამაღალი განცხადებებისთვის გამოიყენა.
საქმე ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო ხარჯების მანამდე გასაიდუმლოებულ ნაწილს. სააკაშვილს ბრალად ედება 8,8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვა.
როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, დაცვის მხარემ მოწმის სახით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ მრებრიშვილი გამოიძახა, თუმცა მან სხდომაზე მისვლა სამსახურებრივი მიზეზების გამო ვერ მოახერხა.
სხდომის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა მთავარ ფიგურანტს სხდომაში დისტანციურად ჩართვა შესთავაზა კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის 2022 წლის მაისიდან იმყოფება.
თავისი სიტყვა სააკაშვილმა პოლიტიკურ განცხადებებს მიუძღვნა. თავის გამოსვლაში მან მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი განცხადებების გამო შეაქო. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილს ჰყოფნის გამბედაობა აქტიური ქმედებებისთვის და ის დიდი საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.
„რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილის შემცვლელი უკვე მოამზადეს პრეზიდენტის პოსტზე – კულტურის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ–მინისტრის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
„წულუკიანი სჭირდებათ, რათა არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით“, – განაცხადა სააკაშვილმა.
გახდება თუ არა კალაძე პრემიერ-მინისტრი: თბილისის მერის კომენტარი>>
ის ასევე შეეხო მისი ოპოზიციიდან პრემიერობის კანდიდატად წარდგენის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა, საპატიო მეორე ადგილისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ თავის თავზე იღებს მის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას. მისი თქმით, აუცილებელია საერთო ენის გამონახვა და სწრაფი ტემპებით წინსვლა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე ჯერ კიდევ 2021 წელს ალაპარაკდნენ, როდესაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა და ის დააპატიმრეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები მოიგო ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მელიას სააკაშვილის გასათავისუფლებლად პასიურ ბრძოლაში ადანაშაულებდა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი ძალოვნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის ხელში მარიონეტს უწოდებს.
„მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან და დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემ თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
„ნაციონალურიმოძრაობის“ ცნობილმა წევრებმა, მათ შორის ეკა ხერხეულიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ, მანამდე უარი თქვეს პარტიის ახალ პოლიტსაბჭოში გაწევრიანებაზე და მისი ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენეს. საქმე ისაა, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება მარტში იწურებოდა, მაგრამ პარტიის ახალი პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში აირჩიეს და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, ხერხეულიძის თქმით, გამოიგონეს კვოტები საკუთარი სურვილით.
თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, მისი ამორალურობის თანაზიარი გახდება - კობახიძე>>
მაშინ პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, რათა პარტიას შეძლებოდა ფუნქციონირების გაგრძელება და, მათ შორის, ბიუროკრატიული პრობლემები არ შექმნილიყო.
როდესაც სააკაშვილი განცხადებებით გამოდიოდა, სასამართლო დარბაზში მას „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი უსმენდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ყველა განცხადება, რაც „ნაცმოძრაობის მხრიდან კეთდება, სააკაშვილთან შეთანხმებულია.
„ამ პარტიის მთავარილიდერი არისპრეზიდენტი სააკაშვილი. როდესაც თავმჯდომარისარჩევნებში მონაწილეობასვიღებდი, მხოლოდიმ პირობებში, როდესაც სააკაშვილიტყვეობაშია. ამადამიანმა დღესხაზი კიდევერთხელ გაუსვა, რომ ერთობამნიშვნელოვანია. სააკაშვილმაღიად თქვა, რომ ისუხელმძღვანელებს პოლიტიკურსაბჭოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.
როდის დააბრუნებენ სააკაშვილს ციხეში - იუსტიციის მინისტრს მისი გამოჯანმრთელება ახარებს>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
გარდა სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმის, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო გადმოლახვა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა.
საქმის დეტალები
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები.
„სააკაშვილს, უბრალოდ, ციხეში ჯდომა არ უნდა" - დეპუტატი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე>>
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე განსასჯელთა სკამზეა.
პროკურატურამ თვალსაჩინოებისთვის დეტალურად წარმოადგინა სააკაშვილის ხარჯების ნაწილი:
ნახატის შესყიდვა ლონდონში - მერედიტ ოსტრომის ნამუშევარი, რომელიც მკერდით ხატავს - 15.989 ლარი.
სააკაშვილის მიერ დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერხიო კალდერონ ლატასის შრომის, საცხოვრებელი ადგილისა და ესპანეთში დაბრუნების ხარჯები, ასევე მისი თარჯიმნის შრომის ანაზღაურება - 191.643 ლარი.
სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროსა და ბილეთების თანხა - 75.181 ლარი.
სასტუმრო მომსახურება და სამკურნალო გახდომის პროცედურები ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის - 26.388 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ბათუმში მარიამ საჯაიასთვის (დეპუტატი) – 6.342 ლარი.
სასტუმრო მომსახურება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალანა გაგლოევასთვის (პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი) – 6.401 ლარი.
ბილეთების ყიდვა ვერა ქობალიას (ეკონომიკის ყოფილი მინისტრი) მშობლებისა და დისთვის, ნინა ქობალიასთვის - 38.247 ლარი.
ავიალაინერის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის - 503.383 ლარი.
Porsche-ს, Mercedes-ის და Audi-ს დაქირავება ავსტრიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავასთვის - 58.876 ლარი.
ლიმუზინისა და მინივენის დაქირავება მიხეილ სააკაშვილისთვის ვერონაში ვიზიტის დროს - 45.214 ლარი.
ვერტმფრენის დაქირავება პერუში - 33.204 ლარი.
იახტის დაქირავება პიზაში - 25.237 ლარი.
შვიდი პიჯაკისა და ქაშმირის პალტოს შეძენა მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში - 49.499 ლარი.
ორი კოსტიუმის (ხელით შეკერილი) შეძენა - 7.994,84 ლარი.
ათი მაჯის საათის შეძენა საქართველოსა და ინგლისში - 53.283 ლარი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდება.
ყველა ახალი ამბავი
0