https://sputnik-georgia.com/20231018/prezidentis-impicmenti-safrangetis-saelcom-gancxadeba-gaavrcela-283397899.html
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საფრანგეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საფრანგეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
ფრანგულმა დიპლომატიურმა მისიამ საქართველოს შეახსენა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T12:44+0400
2023-10-18T12:44+0400
2023-10-18T17:03+0400
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
საქართველო
საფრანგეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283289240_0:499:2754:2048_1920x0_80_0_0_06931c4ea69d689ba7c52383635add8b.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია პირობების შესრულება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის. პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა - პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება>>როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ. იმპიჩმენტის პროცედურა იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყო. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა იქნება. იმპიჩმენტის საბაბია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების განხორციელების დროს. იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" ხმებთან ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს. საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად იქნება მიჩნეული მას შემდეგ, თუ დადგენილებას მხარს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს. ამ დროისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა" განაცხადა. იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას. იმპიჩმენტის განხილვა პარლამენტში დიპკორპუსის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება>>თავად პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს ესწრება. მანამდე მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება – დეპუტატების ვინაობა, ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილის გადადგომას, კენჭისყრის შემდეგ ცნობილი არ გახდება. კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას მიიღებენ.რა იქნება შემდეგთუ პარლამენტი ჩააგდებს იმპიჩმენტის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას.თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტს, 45 დღის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ამჯერად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს ექვსი წლის ვადით.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის, პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ>>კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.ამჟამად მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.სალომე ზურაბიშვილისაფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია.ის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა და ამ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა.ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა მას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ".პრემიერმა პრეზიდენტს „ოცნების" მხარდაჭერის გარეშე „ერთპროცენტიანი რეიტინგი“ შეახსენა>>პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 38,64% აიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მძლავრი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, მეორე ტურში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე" გრიგოლ ვაშაძეზე.„ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობაურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ამჟამად ძალიან დაძაბულია.გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.„გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს>>მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283289240_317:401:2513:2048_1920x0_80_0_0_1088b524180c53360a41865f30bb9a61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საქართველო, საფრანგეთი , ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საქართველო, საფრანგეთი , ახალი ამბები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საფრანგეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა
12:44 18.10.2023 (განახლებულია: 17:03 18.10.2023) ფრანგულმა დიპლომატიურმა მისიამ საქართველოს შეახსენა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მნიშვნელოვანია პირობების შესრულება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
„ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელოდება საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან", – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყო. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა იქნება.
იმპიჩმენტის საბაბია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების განხორციელების დროს.
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" ხმებთან ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად იქნება მიჩნეული მას შემდეგ, თუ დადგენილებას მხარს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
ამ დროისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა" განაცხადა.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ჯგუფები: „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
თავად პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს ესწრება. მანამდე მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში.
კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება – დეპუტატების ვინაობა, ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილის გადადგომას, კენჭისყრის შემდეგ ცნობილი არ გახდება.
კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას მიიღებენ.
თუ პარლამენტი ჩააგდებს იმპიჩმენტის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას.
თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტს, 45 დღის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ამჯერად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს ექვსი წლის ვადით.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის, პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.
კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
ამჟამად მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია.
ის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა და ამ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა.
ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა მას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ".
პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 38,64% აიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მძლავრი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, მეორე ტურში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე" გრიგოლ ვაშაძეზე.
„ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ამჟამად ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.