https://sputnik-georgia.com/20231018/prezidentis-impicmentis-ganxilva-parlamentsi-usafrtxoebis-zomebi-gamkacrdeba-283390679.html
პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა - პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება
პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა - პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T10:11+0400
2023-10-18T10:11+0400
2023-10-18T15:16+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322213_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_998c99d091caca89811716d17565032a.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ, ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციის თანახმად, იმპიჩმენტის განხილვის დღეს პარლამენტში შეიზღუდება ვიზიტორების შესვლა, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება. იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა იქნება. იმპიჩმენტის საბაბია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების განხორციელების დროს. იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" ხმებთან ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს. შედგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი? მოსაზრებები და პოზიციები>>საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება მას შემდეგ, თუ დადგენილებას მხარს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს. ამ დროისათვის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა" განაცხადა. იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას. თავად პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს დაესწრება. მანამდე მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება. დეპუტატების ვინაობა, ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილის გადადგომას, კენჭისყრის შემდეგ ცნობილი არ გახდება. მერაბ ტურავა: სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო>>კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას მიიღებენ. რა იქნება შემდეგ თუ პარლამენტი ჩააგდებს იმპიჩმენტის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას. თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტს, 45 დღის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ამჯერად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს ექვსი წლის ვადით.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის, პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ>>კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დღეისთვის მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია. ის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა და ამ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა. ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა მას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ". პრემიერმა პრეზიდენტს „ოცნების" მხარდაჭერის გარეშე „ერთპროცენტიანი რეიტინგი“ შეახსენა>>პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 38,64% აიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მძლავრი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, მეორე ტურში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე" გრიგოლ ვაშაძეზე. „ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობა ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია. გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია. ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა. 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. „გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს>>მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250322213_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5d0af97a931a981adde05b5f37461fcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ქართული ოცნება
პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა - პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება
10:11 18.10.2023 (განახლებულია: 15:16 18.10.2023) საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებენ, ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, იმპიჩმენტის განხილვის დღეს პარლამენტში შეიზღუდება ვიზიტორების შესვლა, თუმცა მასმედიის წარმომადგენლებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება.
იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში 12:00 საათზე დაიწყება. ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პირველი პროცედურა იქნება.
იმპიჩმენტის საბაბია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების განხორციელების დროს.
იმპიჩმენტის ინიციატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რომელსაც მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალის" ხმებთან ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება მას შემდეგ, თუ დადგენილებას მხარს პარლამენტის მინიმუმ 100 დეპუტატი დაუჭერს.
ამ დროისათვის იმპიჩმენტის მხარდაჭერის შესახებ ღიად მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროპელმა სოციალისტებმა" განაცხადა.
იმპიჩმენტის წინააღმდეგ გამოდიან ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „ევროოპტიმისტები", „საქართველოსთვის" და „რეფორმების ჯგუფი". ამ დროისათვის საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ პოლიტიკური ჯგუფების „გირჩისა" და „თავისუფლების", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობას.
თავად პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს დაესწრება. მანამდე მან ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში.
კენჭისყრის პროცედურა ფარული იქნება. დეპუტატების ვინაობა, ვინც ხმას მისცემს ზურაბიშვილის გადადგომას, კენჭისყრის შემდეგ ცნობილი არ გახდება.
კენჭისყრის პროცედურამდე დეპუტატებს წარუდგენენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და პარლამენტის დადგენილების პროექტს, რის შემდეგაც პოლიტიკური ჯგუფები თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას მიიღებენ.
თუ პარლამენტი ჩააგდებს იმპიჩმენტის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას.
თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტს, 45 დღის შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. ამჯერად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს ექვსი წლის ვადით.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრია, მათ შორის, პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.
საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებიდან წარადგენენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების მიხედვით.
კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით და პროპორციული წესით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პროპორციის თანახმად. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
დღეისთვის მმართველ პარტიას უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში.
საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია.
ის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა და ამ თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა.
ზურაბიშვილმა არჩევნები მოიგო, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა მას მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ".
პირველ ტურში მან მხოლოდ ხმების 38,64% აიღო, მაგრამ „ქართული ოცნების“ მძლავრი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომელშიც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, მეორე ტურში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერზე" გრიგოლ ვაშაძეზე.
„ქართული ოცნებისა" და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.