https://sputnik-georgia.com/20231017/sasamartlom-prezidentis-saqmeze-ertaderti-swori-gadawyvetileba-miiro-283340956.html
მერაბ ტურავა: სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
მერაბ ტურავა: სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik საქართველო
სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკისა და ემოციების გარეშე იქნა მიღებული, აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T12:48+0400
2023-10-17T12:48+0400
2023-10-17T17:48+0400
საკონსტიტუციო სასამართლო
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305700_0:0:1728:972_1920x0_80_0_0_19b00d3bd1c668256f2ed45aefca9fbc.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო სამართლებრივი თვალსაზრისით, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. სასამართლოს კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად დემოკრატიულია, აღნიშნა ტურავამ. „ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, ჩვენ მხოლოდ იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციურია თუ არა ის", – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის>>მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის. საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს>>სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. სასამართლო განხილვა სამი დღე მიმდინარეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/10/283305700_216:0:1512:972_1920x0_80_0_0_17cdb2c455a7f2329665394792daf647.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
მერაბ ტურავა: სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო
12:48 17.10.2023 (განახლებულია: 17:48 17.10.2023) სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკისა და ემოციების გარეშე იქნა მიღებული, აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელმაც დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო სამართლებრივი თვალსაზრისით, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებდით ან ემოციით იქნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება დატვირთული, შეიძლება სხვაგვარი გადაწყვეტილება მიგვეღო", – განაცხადა ტურავამ.
სასამართლოს კოლეგიამ გადაწყვეტილება მიიღო ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად დემოკრატიულია, აღნიშნა ტურავამ.
„ჩვენ არ გვჭირდება არავის ზეწოლა, არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, ჩვენ მხოლოდ იმის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას, კონსტიტუციურია თუ არა ის", – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
სასამართლო განხილვა სამი დღე მიმდინარეობდა.