https://sputnik-georgia.com/20231016/saqartvelos-prezidenti-sasamartlos-gadawyvetilebis-miuxedavad-gadadgomas-ar-apirebs-283327744.html
საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს
Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დღეს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T21:37+0400
2023-10-16T21:37+0400
2023-10-16T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:49:869:538_1920x0_80_0_0_a70387d3981413e908c55f7d6fcfbf24.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დაადასტურა, გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მეტს მოელოდა.„მქონდა რწმენა, რომ ის დადგებოდა იმაზე მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა>>მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1f/273592040_0:0:869:653_1920x0_80_0_0_1a6e8e5d0ec529c08cf6b9f03d917b27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის იმპიჩმენტი
საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს
21:37 16.10.2023 (განახლებულია: 22:12 16.10.2023) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დღეს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დაადასტურა, გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
„მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, მე არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება, რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი და ქუჩაში ვიდექი ამ ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მეტს მოელოდა.
„მქონდა რწმენა, რომ ის დადგებოდა იმაზე მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, სწორედ კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.