პრემიერმა პრეზიდენტს „ოცნების" მხარდაჭერის გარეშე „ერთპროცენტიანი რეიტინგი“ შეახსენა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ბანერი
სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება".
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, როდესაც ის ოპოზიციაში იყო, შეადგენდა 1%-ს, ის პრეზიდენტი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წყალობით გახდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა ის, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციაში გადავა. ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადგინა, რომ მან დაარღვია ქვეყნის მთავარი კანონი. პრეზიდენტმა ოპოზიციას ქუჩაში გასვლისა და ამ „ანტიევროპული იმპიჩმენტის" წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

„გვეტყობა ჩვენ, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის? შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ" მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად, „ქართული ოცნების" რეიტინგის დამსახურებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი პრეზიდენტი გახდა, ამჟამად ძალიან დაძაბულია.
იმის თაობაზე, რომ ურთიერთობები დაიძაბა, ცნობილი ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ გახდა. პირველი, ჯერ ფრთხილი მცდელობები მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 2021 წელს გამოხატა. ახლა პრეზიდენტი „ოცნებას" უკვე მკაცრად აკრიტიკებს.
კულმინაცია გახდა, როდესაც მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო>>
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
ქადაგიშვილი: პრეზიდენტი გასულია საკონსტიტუციო სივრციდან>>
სასამართლო კოლეგიამ უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
ახლა მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტში გატანას გეგმავს, მაგრამ იმპიჩმენტისთვის საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0