https://sputnik-georgia.com/20231017/girci-prezidentis-mititebebs-impicmentze-ar-miirebs-283377211.html
„გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს
„გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს
Sputnik საქართველო
პარტიის ლიდერებმა მანამდე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T18:21+0400
2023-10-17T18:21+0400
2023-10-17T22:01+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:215:1135:853_1920x0_80_0_0_bc15fe36997e61c8d3b4bec1b956a61c.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი" არ აპირებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირდაპირი მითითებების გათვალისწინებას პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარისას, რომელმაც დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ მივა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დღეს და ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა. ამასთან, საბომ აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, ამიტომ მათი სიტყვების ეჭვქვეშ დაყენება შეურაცხმყოფელია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირის ბოლომდე უყრის>>მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. სასამართლოში ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის. სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. სასამართლომ პრეზიდენტის საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო>>საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გადადგება და საკითხის განხილვის დროს მივა პარლამენტში. მან ოპოზიციას ურჩია, თუ უნდათ, რომ ძლიერი იმიჯი ჰქონდეთ, გარეთ დადგნენ, ხოლო ის შენობაში იქნება. თავდაცვის განახლებული კოდექსი 2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად. თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს. საქართველოს პარლამენტმა თავდაცვის კოდექსის ძირითადი განხილვა დაასრულა - მთავარი სიახლე>>ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250968040_0:197:822:813_1920x0_80_0_0_60d9a96854468eba2abdb28cf2016f4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , პრეზიდენტის იმპიჩმენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი ამბები, საქართველო
„გირჩი" იმპიჩმენტის საკითხზე პრეზიდენტის მითითებების მიღებას არ აპირებს
18:21 17.10.2023 (განახლებულია: 22:01 17.10.2023) პარტიის ლიდერებმა მანამდე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და განაცხადეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი" არ აპირებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირდაპირი მითითებების გათვალისწინებას პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ჰერმან საბომ.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტარისას, რომელმაც დაადგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ მივა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის დღეს და ოპოზიციას მოუწოდა, არ მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო მართლაც პრობლემურ „თავდაცვის კოდექსს", ჩვენ არ ვართ იმ განწყობაზე, რომ მისგან პირდაპირ მითითებები მივიღოთ. პროცესს დავაკვირდებით, დარბაზში ვიქნებით და ჩვენს სათქმელს ვიტყვით", – განაცხადა საბომ.
ამასთან, საბომ აღნიშნა, რომ პარტიის ლიდერებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, ამიტომ მათი სიტყვების ეჭვქვეშ დაყენება შეურაცხმყოფელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
სასამართლოში ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ გადადგება და საკითხის განხილვის დროს მივა პარლამენტში. მან ოპოზიციას ურჩია, თუ უნდათ, რომ ძლიერი იმიჯი ჰქონდეთ, გარეთ დადგნენ, ხოლო ის შენობაში იქნება.
თავდაცვის განახლებული კოდექსი
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
სიახლის მიხედვით, პროექტის ფარგლებში ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.