https://sputnik-georgia.com/20230917/2023-wlis-biujeti-izrdeba-rogor-gadnawildeba-tanxebi-282325774.html
2023 წლის ბიუჯეტი იზრდება: როგორ გადანაწილდება თანხები
2023 წლის ბიუჯეტი იზრდება: როგორ გადანაწილდება თანხები
Sputnik საქართველო
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 500 მილიონი ლარით გაიზრდება. 17.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-17T10:52+0400
2023-09-17T10:52+0400
2023-10-18T17:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა და თანხების გადანაწილება - ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 500 მილიონი ლარით გაიზრდება. დღეისათვის 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 21,9 მილიარდი ლარია, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები მოსალოდნელია დაახლოებით 17,9 მილიარდი ლარის ოდენობით, საიდანაც 16,3 მილიარდი საგადასახადო შემოსულობებია.მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით გაიზრდება და 7,05 მილიარდს შეადგენს. შემოსული თანხიდან 120 მილიონი ლარი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარით გაიზრდება და 2,07 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი სამთავრობო პროგრამით სკოლების შეკეთებასა და მშენებლობას მოხმარდება.ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება >>რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 3,35 მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით 20 მილიონს მიიღებს, რაც რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბური სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებზე და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით ასევე გამოყენებული იქნება სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან.დამატებით თანხას 23 მილიონის ოდენობით მიიღებს ეკონომიკის სამინისტროც, რომლის ბიუჯეტი 580 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და სისტემების განახლებისთვის 40 მილიონ ლარს მიიღებს. უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,15 მილიარდი ლარს შეადგენს.საჭირო შესყიდვებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდ ლარს მიაღწევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, საქართველოს მთავრობა
2023 წლის ბიუჯეტი იზრდება: როგორ გადანაწილდება თანხები
10:52 17.09.2023 (განახლებულია: 17:55 18.10.2023) 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 500 მილიონი ლარით გაიზრდება.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდა და თანხების გადანაწილება - ყველაზე დიდ დაფინანსებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 500 მილიონი ლარით გაიზრდება. დღეისათვის 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 21,9 მილიარდი ლარია, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები მოსალოდნელია დაახლოებით 17,9 მილიარდი ლარის ოდენობით, საიდანაც 16,3 მილიარდი საგადასახადო შემოსულობებია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით გაიზრდება და 7,05 მილიარდს შეადგენს. შემოსული თანხიდან 120 მილიონი ლარი ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას მოხმარდება.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 47 მლნ ლარით გაიზრდება და 2,07 მლრდ ლარს შეადგენს. დამატებითი თანხის უმეტესი ნაწილი სამთავრობო პროგრამით სკოლების შეკეთებასა და მშენებლობას მოხმარდება.
რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 3,35 მილიარდ ლარს შეადგენს, დამატებით 20 მილიონს მიიღებს, რაც რაჭისა და გურიის რეგიონებში მასშტაბური სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციებზე და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით ასევე გამოყენებული იქნება სახსრები მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და რეგიონების განვითარების ფონდიდან.
დამატებით თანხას 23 მილიონის ოდენობით მიიღებს ეკონომიკის სამინისტროც, რომლის ბიუჯეტი 580 მილიონ ლარს შეადგენს. თანხის უმეტესი ნაწილი მოხმარდება ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და სისტემების განახლებისთვის 40 მილიონ ლარს მიიღებს. უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,15 მილიარდი ლარს შეადგენს.
საჭირო შესყიდვებისთვის დამატებით 10 მილიონ ლარს მიიღებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდ ლარს მიაღწევს.