https://sputnik-georgia.com/20230916/2023-wels-saqartvelos-ekonomika-6-5-procentamde-gaizardeba-lasa-xucisvili-282316653.html
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. 16.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-16T09:35+0400
2023-09-16T09:35+0400
2023-09-16T17:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_0:58:1500:902_1920x0_80_0_0_ff9f22ef375c511a2ac7ff92e65253e5.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6,5-მდე ზრდის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.2023 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა - მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა.აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.ეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე გადახედვაა. 11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097813_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_8bdce87e5ad36fa6ae255c16926b9247.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება
09:35 16.09.2023 (განახლებულია: 17:07 16.09.2023) საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6,5-მდე ზრდის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2023 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა - მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა.
„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 6,5%-მდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.
აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.
ეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე გადახედვაა. 11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.