https://sputnik-georgia.com/20230823/dipak-copra-miti-da-realoba-gacvetili-sxeulis-sesaxeb-281554392.html
„გაცვეთილი" სხეული: მითი და რეალობა
„გაცვეთილი" სხეული: მითი და რეალობა
Sputnik საქართველო
თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ სმენია, რომ ადამიანის სხეული და გონება, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო „ცვდება", ხდება ნაკლებად მოძრავი, ხოლო ჯანმრთელობის... 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T12:20+0400
2023-08-23T12:20+0400
2023-08-23T18:52+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23668/23/236682340_0:270:5184:3186_1920x0_80_0_0_ef0604d8ce5694ed6844a890220bc8d3.jpg
ამ ფაქტს ყველა ვიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას და მშვიდად ვეგუებით სიბერის მოსვლას.თუმცა თანამედროვე მეცნიერება ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს უფრო მითს ჰგავს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკელ ექიმ-ენდოკრინოლოგს, წარმოშობით ინდოელ დიპაკ ჩოპრას, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ტრადიციულ ინდურ მედიცინაში.მითი პირველი: ადამიანის ჯანმრთელობა მთლიანად გენეტიკაზეა დამოკიდებულიეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გენების ნაკრებით ვიბადებით, მათი განვითარება და რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ წესს ავირჩევთ.უცნაური და საინტერესო ფაქტები: იცოდით, რომ...>>მეცნიერები უკვე ახლოს არიან გენების ექსპრესიის – ინფორმაციის გენომიდან ცილებში გარდაქმნის გაგებასთან. ამ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი:შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ძალებს შესწევს უნარი, აამოქმედოს დადებითი გენები და დათრგუნოს უარყოფითი. ეს ეხება ახალი მეცნიერების — ეპიგენეტიკის შესწავლის სფეროს. ბოლოს და ბოლოს, მალე გადაიჭრება ჩვენი უჯრედების განვითარებისა და დაბერების კონტროლის ამოცანა.მითი მეორე: რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო დაბერებულად გრძნობ თავსეს ასე არაა.თითოეულ ადამიანს ორი ასაკი აქვს — ბიოლოგიური და ქრონოლოგიური.ქრონოლოგიური ასაკი — ესაა ასაკი პასპორტით, ხოლო ბიოლოგიური აჩვენებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრს — არტერიულ წნევას, ქოლესტერინს… ყველა ეს ფაქტორი განპირობებულია სხვადასხვა მაჩვენებლით, რომელთა შორის რეალურ ასაკს არცთუ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.კარმის კანონები, ანუ რაც ადამიანის ბედს აყალიბებს>>სხეულის დაბერების პროცესი დამოკიდებულია ჩვენ დამოკიდებულებაზე დაბერებისადმი, ჩვენ მოლოდინებსა და რწმენაზე, დროის აღქმასა და ენერგიის დონეზე.50 წლის ადამიანმა საკუთარი თავი შეიძლება აღიქვას, როგორც 35 წლისა, ხოლო 35 წლის ხელჩაქნეულმა — 15 წლით უფროსად.მითი მესამე: სხეული წლებთან ერთად ბერდება, „ცვდება"ეს ასე არ არის.არ არის აუცილებელი, რომ სოლიდური ასაკი სისუსტესა და ავადმყოფობაზე მეტყველებდეს.უცნაური და საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ>>არავინ დაგიშლით ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტულ აქტიურობას.გამოცდილებით ცნობილია, რომ 60 წელს გადაცილებული მამაკაცები როდესაც სპორტულ აქტიურობას იწყებენ, თვე-ნახევარში ძალის გაორმაგებულ მოზღვავებას გრძნობენ, ხოლო ნახევარსაათიანი სეირნობა თუნდაც კვირაში ერთხელ სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს.მითი მეოთხე: სიბერეში ტვინი აუცილებლად დეგრადირებული ხდებაეს ასე არ არის.თუ ფიქრობთ, რომ ტვინის უჯრედები თანდათანობით კვდება, არცთუ მთლად მართალი ბრძანდებით. ბოლო კვლევების თანახმად, ტვინის ცალკეულ მონაკვეთებში ახალი უჯრედების გამომუშავება არ ჩერდება. რა თქმა უნდა, უჯრედები იღუპება, მაგრამ მათ ახალი უჯრედები ანაცვლებს.უარყოფითი ემოციები - ეს მთავარი ბარიერია ცხოვრებაში>>ტვინის განვითარებისა და აქტიურობისთვის ვარჯიშია საჭირო. ამისთვის ყველაზე ეფექტურია უცხო ენების შესწავლა.აღსანიშნავია, რომ გენეტიკით დაავადებების მხოლოდ მცირე — 3-4% პროცენტი, მათ შორის, მაგალითად, ალცჰაიმერი არის გამოწვეული, ხოლო უმეტესი ნაწილი განისაზღვრება ცხოვრების სტილით, ემოციებით, სტრესით, ძილითა და დიეტით.მითი მეხუთე: ორგანიზმის ენერგია თანდათანობით ქრებაეს ასე არ არის.ჩვენი ენერგიის მაჩვენებელი ასაკზე მიბმული არ არის. ის დამოკიდებულია თქვენ დამოკიდებულებაზე საკუთარი ორგანიზმისადმი და თქვენს ჩვევებზე.მშვიდი მედიტაცია, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს ენერგეტიკის ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაეხმარება.როგორ აღვიდგინოთ ენერგია: რჩევები>>მითი მეექვსე: სიბერე და ბედნიერება შეუთავსებელიაეს ასე არ არის.არანაირი დამოკიდებულება ბედნიერებასა და ასაკს შორის არ არის. სინამდვილეში ცხოვრების „შემოდგომა" შეიძლება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გახდეს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკუთარ თავზე ზრუნვა და სოციალური კავშირების შენარჩუნება.
https://sputnik-georgia.com/20220424/otxi-asaki-otxi-etapi-266206424.html
https://sputnik-georgia.com/20220817/heda-bolgari-sibere-tavisuflebaa-269490042.html
https://sputnik-georgia.com/20161111/fani-ardani-minda-eSafotamde-RimiliTa-da-xelSi-Wiqa-RviniT-mivide-233787127.html
https://sputnik-georgia.com/20220720/es-gza-avircie-viyo-bednieri-268699974.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23668/23/236682340_288:0:4896:3456_1920x0_80_0_0_9aae8d0e16b24bd8e8e8e871e90ed3db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
„გაცვეთილი" სხეული: მითი და რეალობა
12:20 23.08.2023 (განახლებულია: 18:52 23.08.2023) თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ სმენია, რომ ადამიანის სხეული და გონება, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო „ცვდება", ხდება ნაკლებად მოძრავი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.
ამ ფაქტს ყველა ვიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას და მშვიდად ვეგუებით სიბერის მოსვლას.
თუმცა თანამედროვე მეცნიერება ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს უფრო მითს ჰგავს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკელ ექიმ-ენდოკრინოლოგს, წარმოშობით ინდოელ დიპაკ ჩოპრას, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ტრადიციულ ინდურ მედიცინაში.
მითი პირველი: ადამიანის ჯანმრთელობა მთლიანად გენეტიკაზეა დამოკიდებული
ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გენების ნაკრებით ვიბადებით, მათი განვითარება და რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ წესს ავირჩევთ.
მეცნიერები უკვე ახლოს არიან გენების ექსპრესიის – ინფორმაციის გენომიდან ცილებში გარდაქმნის გაგებასთან. ამ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი:
ფიზიკური დატვირთვის ამტანობა სხეულისა და გონების ინტეგრაცია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ძალებს შესწევს უნარი, აამოქმედოს დადებითი გენები და დათრგუნოს უარყოფითი. ეს ეხება ახალი მეცნიერების — ეპიგენეტიკის შესწავლის სფეროს. ბოლოს და ბოლოს, მალე გადაიჭრება ჩვენი უჯრედების განვითარებისა და დაბერების კონტროლის ამოცანა.
მითი მეორე: რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო დაბერებულად გრძნობ თავს
თითოეულ ადამიანს ორი ასაკი აქვს — ბიოლოგიური და ქრონოლოგიური.
ქრონოლოგიური ასაკი — ესაა ასაკი პასპორტით, ხოლო ბიოლოგიური აჩვენებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრს — არტერიულ წნევას, ქოლესტერინს… ყველა ეს ფაქტორი განპირობებულია სხვადასხვა მაჩვენებლით, რომელთა შორის რეალურ ასაკს არცთუ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
სხეულის დაბერების პროცესი დამოკიდებულია ჩვენ დამოკიდებულებაზე დაბერებისადმი, ჩვენ მოლოდინებსა და რწმენაზე, დროის აღქმასა და ენერგიის დონეზე.
50 წლის ადამიანმა საკუთარი თავი შეიძლება აღიქვას, როგორც 35 წლისა, ხოლო 35 წლის ხელჩაქნეულმა — 15 წლით უფროსად.
მითი მესამე: სხეული წლებთან ერთად ბერდება, „ცვდება"
არ არის აუცილებელი, რომ სოლიდური ასაკი სისუსტესა და ავადმყოფობაზე მეტყველებდეს.
არავინ დაგიშლით ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტულ აქტიურობას.
გამოცდილებით ცნობილია, რომ 60 წელს გადაცილებული მამაკაცები როდესაც სპორტულ აქტიურობას იწყებენ, თვე-ნახევარში ძალის გაორმაგებულ მოზღვავებას გრძნობენ, ხოლო ნახევარსაათიანი სეირნობა თუნდაც კვირაში ერთხელ სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს.
მითი მეოთხე: სიბერეში ტვინი აუცილებლად დეგრადირებული ხდება
თუ ფიქრობთ, რომ ტვინის უჯრედები თანდათანობით კვდება, არცთუ მთლად მართალი ბრძანდებით. ბოლო კვლევების თანახმად, ტვინის ცალკეულ მონაკვეთებში ახალი უჯრედების გამომუშავება არ ჩერდება. რა თქმა უნდა, უჯრედები იღუპება, მაგრამ მათ ახალი უჯრედები ანაცვლებს.
ტვინის განვითარებისა და აქტიურობისთვის ვარჯიშია საჭირო. ამისთვის ყველაზე ეფექტურია უცხო ენების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ გენეტიკით დაავადებების მხოლოდ მცირე — 3-4% პროცენტი, მათ შორის, მაგალითად, ალცჰაიმერი არის გამოწვეული, ხოლო უმეტესი ნაწილი განისაზღვრება ცხოვრების სტილით, ემოციებით, სტრესით, ძილითა და დიეტით.
მითი მეხუთე: ორგანიზმის ენერგია თანდათანობით ქრება
ჩვენი ენერგიის მაჩვენებელი ასაკზე მიბმული არ არის. ის დამოკიდებულია თქვენ დამოკიდებულებაზე საკუთარი ორგანიზმისადმი და თქვენს ჩვევებზე.
მშვიდი მედიტაცია, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს ენერგეტიკის ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მითი მეექვსე: სიბერე და ბედნიერება შეუთავსებელია
არანაირი დამოკიდებულება ბედნიერებასა და ასაკს შორის არ არის. სინამდვილეში ცხოვრების „შემოდგომა" შეიძლება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გახდეს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკუთარ თავზე ზრუნვა და სოციალური კავშირების შენარჩუნება.