კარმის კანონები, ანუ რაც ადამიანის ბედს აყალიბებს

© Unsplash/Mohamed Nohassiადამიანის სილუეტი
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
ცხოვრება რომ უკეთესობისკენ შეცვალო, კარმის ამ 12 კანონს უნდა მიაქციო ყურადღება – სწორედ ეს კანონები აყალიბებს ადამიანის ბედს!
კარმა – ესაა ადამიანის მიერ ჩადენილი საქციელი და მისი შედეგები, რაც მის ბედს განსაზღვრავს. ის გვეხმარება ცხოვრების ხელახლა გააზრებაში და იქიდან რაიმე სახის გაკვეთილის გამოტანაში. კარმული კანონების საფუძველია: „ჩვენი საქციელის შედეგებს ვერ გავექცევით“.
1. დიდი კანონი
ცხოვრებაში პოულობ მხოლოდ იმას, რაც თვითონ ჩადე მასში. თუ გინდა, რომ ბედნიერი და ვინმესთვის საყვარელი ადამიანი იყო, თავად უნდა გიყვარდეს და სხვების მიმართ პატივისცემა და სიკეთე გამოიჩინო.

2. შექმნის, შენების, კეთების კანონი
ცხოვრებაში თავისთავად არაფერი მოხდება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამისთვის რამე. იყავი ის, ვინც ხარ.

3. ზრდის კანონი
წინსვლისთვის შეცვალე საკუთარი თავი და არა სხვა ადამიანები. როგორც კი ადამიანი საკუთარ აზრებს ცვლის, მაშინ იცვლება გარე ფაქტორებიც.

4. შეგუების კანონი
რამე რომ შეცვალო, მანამდე ის უნდა მიიღო, როგორც მოცემულობა. ეცადე ადამიანებში კარგი დაინახო. ყურადღება გაამახვილე მეგობრებზე და არა მტრებზე.
ცრუ სიკეთის, წვრილმანების, მეორე ნახევრისა და სხვა ცხოვრებისეული კანონები>>
5. პასუხისმგებლობის კანონი
თუ ცხოვრებაში პრობლემა გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ეს პრობლემა შენშია. ადამიანი სამყაროს ანარეკლია, ხოლო სამყარო – ადამიანის ანარეკლი. ჩვენს ცხოვრებაზე ჩვენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი.

6. ურთიერთკავშირის კანონი
თითოეულ შენ საქციელს შედეგი მოჰყვება. შედეგი რომ მიიღო, უნდა დაიწყო. გემისთვის, რომელიც უმიზნოდ ცურავს, არანაირი ქარი არ შეასრულებს ზურგის ქარის ფუნქციას. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა, მათ შორის უმცირესი ნაბიჯიც მნიშვნელოვანია. წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
ვარდნა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2020
სულელი, არიფი, ბანდიტი და ჭკვიანი – კარლო ჩიპოლას უნივერსალური კანონები
7. ფოკუსის კანონი
ფოკუსირება ყოველთვის ერთ რამეზე ჯობს. როდესაც რაღაც ძალზე ამაღლებულზე ფიქრობ, ძნელია ძირს ვარდნა.

8. დარწმუნების კანონი
თუ რამეს ამტკიცებ, დარწმუნებული იყავი, რომ მზად ხარ ეს საკუთარ მაგალითზე აჩვენო. ადამიანს მხოლოდ იმის სწავლა შეუძლია, რაც თავად გამოსცადა პრაქტიკაში.

9. კანონი აქ და ახლა
არ ინანო წარსულზე და ნუ იმკითხავებ მომავალზე. იცხოვრე დღევანდელი დღით. ყველაფერი კარგი ცხოვრებაში ადგილზე უნდა განახორციელო. ძველი ახლის გაჩენას უშლის ხელს.

10. მოთმინებისა და ჯილდოს კანონი
ძვირფასი ჯილდო დიდ შრომას მოითხოვს. სიხარულია, რომ გააკეთო ის, რაც საჭიროა და იცოდე, რომ წინ ჯილდო გელოდება.
ბედნიერების შვიდი ციკლი, ანუ შემთხვევით არაფერი ხდება>>
11. ცვლილებების კანონი
სანამ რამე გაკვეთილს გამოიტან, ცხოვრება ისეთ სიტუაციაში მოგახვედრებს, რომელიც ამ ვითარებაში გარკვევას შეუწყობს ხელს და საკუთარი ცხოვრების გზის შეცვლას გაიძულებს. ყველაფერი მიედინება. ყველაფერი იცვლება.

12. შთაგონების კანონი
ადამიანი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. ის, რაც სიყვარულით კეთდება, ყოველთვის შთაგონებას იწვევს.
ყველა ახალი ამბავი
0