https://sputnik-georgia.com/20220817/heda-bolgari-sibere-tavisuflebaa-269490042.html
სიბერე თავისუფლებაა, შეხვდით მას ღიმილით, ანუ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
სიბერე თავისუფლებაა, შეხვდით მას ღიმილით, ანუ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
Sputnik საქართველო
„ბედნიერი ცხოვრება განვვლე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ბოლო 10 წელი ვიყავი", – თქვა ჰედა ბოლგარმა, რომელმაც 103 წელი იცოცხლა და საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ... 17.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-17T12:40+0400
2022-08-17T12:40+0400
2022-08-17T19:39+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23604/28/236042875_0:182:1001:745_1920x0_80_0_0_3d4529573d5d381365008943362f929e.jpg
ჰედა ბოლგარი — საოცარი, მხიარული, სიცოცხლით სავსე ქალი, ცნობილი ფსიქოთერაპევტი. იცოცხლა 103 წელი და პაციენტებს ბოლო დღემდე იღებდა. ისინი კი აღმერთებდნენ მას — ჰედა მთლიანად დადებითი ენერგეტიკითა და სიცოცხლის სიყვარულით იყო დამუხტული და ეს სიხალისე სხვებზე საოცარი სიმსუბუქით ვრცელდებოდა.საინტერესოა, რას ამბობდა ჰედა თავისი ცხოვრების წესისა და დღეგრძელობის შესახებ. როგორც პირადი ურთიერთობებით ახერხებდა ის ადამიანებში დადებითი ენერგეტიკის გადაცემას, ისე მისი ფრაზები და გამონათქვამები, სიცოცხლისადმი დამოკიდებულება მუხტავს და პოზიტიურად განაწყობს ადამიანებსსიბერე — თავისუფლებაა!ჰედა ბოლგარი უსასრულოდ იცინოდა და თავს იმ გამყიდველს ადარებდა, რომელსაც არცთუ საუკეთესო საქონლის გასაღება შეუძლია. ბოლგარი კი სიბერეს „ყიდდა". ის დარწმუნებული იყო, რომ ასაკთან ერთად მოდის თავისუფლება, გამოცდილება და არაჩვეულებრივი რწმენა, რომ შეგწევს ძალა, ყველაფერი გამოგივიდეს. ბოლგარი ხანდაზმული ასაკის უპირატესობებს იმგვარად აყალიბებდა, რომ მასთან მიღებაზე მოსახვედრად მოხუცების დიდი რიგი იდგა. „მგონია, რომ ისინი სიბერეში მხოლოდ დანაკარგს, ავადმყოფობასა და სხვა მინუსებს ხედავენ. მაგრამ ვერ ხედავენ, რომ სიბერეში ბევრ რამეს ვიძენთ", — ამბობდა ჰედა.ცნობისათვის, თავად ჰედამ 101 წლისამ შეიგრძნო იოგას მთელი სილამაზე.ბედნიერი ცხოვრება განვვლე„ძალიან ბევრი რამ ჩემთვის 65 წლის შემდეგ აღმოვაჩინე", — ამბობდა ჰედა. ეს ხომ შესანიშნავი საბაბია, ცხვირი არ ჩამოუშვა და სიხარულით შეხვდე სიბერეს, რომელიც შენ წინაშე უამრავ შესაძლებლობას ხსნის. ბევრი უკვე 40 წლის ასაკში მიიჩნევს, რომ ცხოვრება დასრულდა და ცვლილებების ლოდინს აზრი არა აქვს. მართლა ასეა? ჰედა ბოლგარმა საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ სიბერე — ეს შესანიშნავია! „ბედნიერი ცხოვრება განვვლე. მაგრამ ყველაზე ბედნიერი ბოლო 10 წელი ვიყავი", — ამბობდა ის.აზრი აქვს პენსიაზე გასვლას?ჰედა ბოლგარის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო დაუოკებელ აქტიურობაშია. მან 103 წელი იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო დღემდე იღებდა პაციენტებს. მას უბრალოდ არ ესმოდა, რატომ უნდა გასულიყო პენსიაზე — ძალზე სასიამოვნოა გაიღვიძო აზრით, რომ წინ ამდენი სასარგებლო და სასიამოვნო საქმე გელოდება.მიყვარს ადამიანების გაგებაჰედას უყვარდა ადამიანებთან მუშაობა, მათი მოსმენა და გაგება. „სამყაროში ყველაზე საინტერესოა დაკვირვება – როგორ იცვლებიან ადამიანები, როგორ უმჯობესდება მათი ცხოვრება, როგორ იწყებენ თავისუფლების შეგრძნებას", — ამბობდა დოქტორი ბოლგარი. სიბერესთან დაკავშირებულ ერთადერთ სინანულს ბოლგარში ის იწვევდა, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიღებაზე ახალი პაციენტები ჩაეწერა, მათთან მხოლოდ ხანმოკლე თერაპიის ჩატარების უფლება ჰქონდა.საკუთარ თავზე ეკონომიის რეჟიმში – დაავადება, როდესაც ქალში ქალი ნადგურდება>>ჰედა მუდამ ცდილობდა დახმარებოდა პაციენტებს, რომ მათ მიეღოთ საკუთარი თავი და შეეყვარებინათ თავისი ასაკი. რა რჩევებს გვაძლევს ბრძენი ქალბატონი იმისთვის, რომ სიბერეს ღიმილით შევხვდეთ:მაინც არ იცი, რა მოხდება მომავალში და რატომ არ უნდა დატკბე ყოველი დღით? ნახავ, რომ ცხოვრებას ასაკთან ერთად კმაყოფილებისა და სასიამოვნო სიურპრიზების ტალღა მოაქვს!
https://sputnik-georgia.com/20220720/es-gza-avircie-viyo-bednieri-268699974.html
https://sputnik-georgia.com/20161111/fani-ardani-minda-eSafotamde-RimiliTa-da-xelSi-Wiqa-RviniT-mivide-233787127.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23604/28/236042875_0:89:1001:839_1920x0_80_0_0_7f4a32ca947b421773127424020411fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
სიბერე თავისუფლებაა, შეხვდით მას ღიმილით, ანუ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
12:40 17.08.2022 (განახლებულია: 19:39 17.08.2022) „ბედნიერი ცხოვრება განვვლე, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ბოლო 10 წელი ვიყავი", – თქვა ჰედა ბოლგარმა, რომელმაც 103 წელი იცოცხლა და საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ სიბერე – ეს შესანიშნავია!
ჰედა ბოლგარი — საოცარი, მხიარული, სიცოცხლით სავსე ქალი, ცნობილი ფსიქოთერაპევტი. იცოცხლა 103 წელი და პაციენტებს ბოლო დღემდე იღებდა. ისინი კი აღმერთებდნენ მას — ჰედა მთლიანად დადებითი ენერგეტიკითა და სიცოცხლის სიყვარულით იყო დამუხტული და ეს სიხალისე სხვებზე საოცარი სიმსუბუქით ვრცელდებოდა.
საინტერესოა, რას ამბობდა ჰედა თავისი ცხოვრების წესისა და დღეგრძელობის შესახებ. როგორც პირადი ურთიერთობებით ახერხებდა ის ადამიანებში დადებითი ენერგეტიკის გადაცემას, ისე მისი ფრაზები და გამონათქვამები, სიცოცხლისადმი დამოკიდებულება მუხტავს და პოზიტიურად განაწყობს ადამიანებს
ჰედა ბოლგარი უსასრულოდ იცინოდა და თავს იმ გამყიდველს ადარებდა, რომელსაც არცთუ საუკეთესო საქონლის გასაღება შეუძლია. ბოლგარი კი სიბერეს „ყიდდა". ის დარწმუნებული იყო, რომ ასაკთან ერთად მოდის თავისუფლება, გამოცდილება და არაჩვეულებრივი რწმენა, რომ შეგწევს ძალა, ყველაფერი გამოგივიდეს.
ბოლგარი ხანდაზმული ასაკის უპირატესობებს იმგვარად აყალიბებდა, რომ მასთან მიღებაზე მოსახვედრად მოხუცების დიდი რიგი იდგა. „მგონია, რომ ისინი სიბერეში მხოლოდ დანაკარგს, ავადმყოფობასა და სხვა მინუსებს ხედავენ. მაგრამ ვერ ხედავენ, რომ სიბერეში ბევრ რამეს ვიძენთ", — ამბობდა ჰედა.
ცნობისათვის, თავად ჰედამ 101 წლისამ შეიგრძნო იოგას მთელი სილამაზე.
ბედნიერი ცხოვრება განვვლე
„ძალიან ბევრი რამ ჩემთვის 65 წლის შემდეგ აღმოვაჩინე", — ამბობდა ჰედა. ეს ხომ შესანიშნავი საბაბია, ცხვირი არ ჩამოუშვა და სიხარულით შეხვდე სიბერეს, რომელიც შენ წინაშე უამრავ შესაძლებლობას ხსნის. ბევრი უკვე 40 წლის ასაკში მიიჩნევს, რომ ცხოვრება დასრულდა და ცვლილებების ლოდინს აზრი არა აქვს. მართლა ასეა? ჰედა ბოლგარმა საკუთარი მაგალითით აჩვენა, რომ სიბერე — ეს შესანიშნავია!
„ბედნიერი ცხოვრება განვვლე. მაგრამ ყველაზე ბედნიერი ბოლო 10 წელი ვიყავი", — ამბობდა ის.
აზრი აქვს პენსიაზე გასვლას?
ჰედა ბოლგარის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო დაუოკებელ აქტიურობაშია. მან 103 წელი იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო დღემდე იღებდა პაციენტებს. მას უბრალოდ არ ესმოდა, რატომ უნდა გასულიყო პენსიაზე — ძალზე სასიამოვნოა გაიღვიძო აზრით, რომ წინ ამდენი სასარგებლო და სასიამოვნო საქმე გელოდება.
მიყვარს ადამიანების გაგება
ჰედას უყვარდა ადამიანებთან მუშაობა, მათი მოსმენა და გაგება. „სამყაროში ყველაზე საინტერესოა დაკვირვება – როგორ იცვლებიან ადამიანები, როგორ უმჯობესდება მათი ცხოვრება, როგორ იწყებენ თავისუფლების შეგრძნებას", — ამბობდა დოქტორი ბოლგარი. სიბერესთან დაკავშირებულ ერთადერთ სინანულს ბოლგარში ის იწვევდა, რომ შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიღებაზე ახალი პაციენტები ჩაეწერა, მათთან მხოლოდ ხანმოკლე თერაპიის ჩატარების უფლება ჰქონდა.
ჰედა მუდამ ცდილობდა დახმარებოდა პაციენტებს, რომ მათ მიეღოთ საკუთარი თავი და შეეყვარებინათ თავისი ასაკი. რა რჩევებს გვაძლევს ბრძენი ქალბატონი იმისთვის, რომ სიბერეს ღიმილით შევხვდეთ:
გახსოვდეს, რომ შენი კოშმარების დიდი ნაწილი მხოლოდ შენ წარმოსახვაშია
იმუშავე იმდენი, რამდენის საშუალებასაც შენი ჯანმრთელობა გაძლევს. არ ღირს პენსიაზე გასვლა იჩქარო
ეძებე სიხარული ყოველდღიურობაში
ორმოცდაათი წლის შემდეგ სხვების მოსაზრებებისგან საოცრად ვთავისუფლდებით. გამოიყენე დამოუკიდებლობა სულ უფრო ხშირად და ნაკლები იდარდე სხვების მოსაზრებებზე
არ იბუზღუნო ახალგაზრდებზე, ეცადე დაუმეგობრდე მათ
არ მოიკლო ძილი და ჭამაში არ გადაამეტო
წარსულზე ნუ „ჩაიციკლები", ის შენს აწმყოს ანგრევს
მომავალზე არ იშფოთო, ის აუცილებლად მოგიტანს სასიამოვნო სიურპრიზებს
დაინტერესდი ახლობლებით და თანაგრძნობა გამოხატე მათ მიმართ
აღიქვი მოვლენები ისე, როგორიც ის არის და სიძნელეების გამო არ ინერვიულო
მადლობა თქვი ყოველი განვლილი დღისთვის
მაინც არ იცი, რა მოხდება მომავალში და რატომ არ უნდა დატკბე ყოველი დღით? ნახავ, რომ ცხოვრებას ასაკთან ერთად კმაყოფილებისა და სასიამოვნო სიურპრიზების ტალღა მოაქვს!