ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე

გამოწერა
სიბერე, რა თქმა უნდა, გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ჰგავს, მაგრამ ეშაფოტამდე, მინდა, თამამი ნაბიჯებით მივიდე, ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით.

ფანი არდანი, ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ულამაზესი ქალი – სიბერესა და სიკვდილზე, შიშებზე, საზოგადოების დამოკიდებულებაზე სტერეოტიპებისადმი:

„არ მანაღვლებს ყველა ეს სტერეოტიპი, რომელსაც საზოგადოება გვახვევს თავს და მოითხოვს, ლამის ოთხმოც წლამდე სექსუალურობა შევინარჩუნოთ. 

მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი და უშედეგოდ არ ვიბრძოლო - Sputnik საქართველო
მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი

აქედანაა ქალის ყველა კომპლექსი და შიში — დაბერების, შიში იმისა, რომ იყოს თვითონ ის და არა სხვა ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება თამაშობს, შიში იმის დაკარგვისა, რაც ახალგაზრდობამ ოდესღაც გვაჩუქა — სინორჩე, სექსუალობა, მიმზიდველობა, სინატიფე, ვნება…

მე ამ ყველაფრისგან გავთავისუფლდი. ჩემთვის სულ ერთია. ყოველთვის ვემხრობოდი შიშის გარეშე ცხოვრების პრინციპებს. უაზრობაა, გეშინოდეს იმის, რაც გარდაუვალია. ჰოდა, მეც არ მეშინია.

სიბერე, რა თქმა უნდა, გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ჰგავს. აქ ვერაფერს გახდები. მაგრამ ეშაფოტამდე, მინდა, თამამი ნაბიჯებით მივიდე, ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით; და არა ლასლასით, ვიღაცად თავის მოკატუნებითა და თავის დაძვრენით“.

CC0 / Flickr/ Stéphane Barbery / Fanny Ardantფანი არდანი
ფანი არდანი - Sputnik საქართველო
ფანი არდანი

 

ყველა ახალი ამბავი
0