უცნაური და საინტერესო ფაქტები: იცოდით, რომ...

© Flickr / iProzacადამიანის ორგანიზმი ამოუცნობი მექანიზმია
ადამიანის ორგანიზმი ამოუცნობი მექანიზმია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
გთავაზობთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადამიანის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ადამიანი ამოუცნობი არსებაა და მისი ორგანიზმი – უნიკალური მექანიზმი.
• ხელის ფრჩხილი დაახლოებით 4-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხის
• ცისფერთვალება ადამიანი ტკივილისადმი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი
• ნერვული იმპულსები ადამიანის სხეულში დაახლოებით 90 მეტრი/წამში სიჩქარით გადაადგილდება
• ადამიანის თავის ტვინში წამში 100.000 ქიმიური რეაქცია ხდება
• ბავშვები მუხლისთავის გარეშე იბადებიან. ის მხოლოდ 2-6 წლის ასაკში ყალიბდება
• თუ ერთ-ერთ ტყუპს (ერთი კვერცხუჯრედის) ესა თუ ის კბილი აკლია, როგორც წესი, ტყუპისცალსაც იგივე კბილი აკლია
• ლილიპუტად იწოდება მამაკაცი, თუ მისი სიმაღლე 130 სმ-ს არ აღემატება, ქალი — 120 სმ-ს
• ადამიანის ფილტვების ზედაპირის ფართობი დაახლოებით ერთი საჩოგბურთო კორტის ტოლია
• ადამიანი კოცნაზე მთელი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 2 კვირას ხარჯავს
• ქერებს წვერი უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე წაბლისფერთმიანებს
• ადამიანის ორგანიზმში ლეიკოციტები 2-4 დღეს ცოცხლობს, ხოლო ერითროციტები — 3-4 თვეს
• ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ძლიერი კუნთი ენაა
CC BY 2.0 / jessicahtam / Heartsადამიანის გულის ზომა დაახლოებით მუშტის ტოლია
ადამიანის გულის ზომა დაახლოებით მუშტის ტოლია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
ადამიანის გულის ზომა დაახლოებით მუშტის ტოლია
• ადამიანის გულის ზომა დაახლოებით მუშტის ტოლია. მოზრდილი ადამიანის გულის წონა 220-260 გრამია
• დაბადების მომენტიდან ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რაოდენობა სიკვდილამდე არ იზრდება. პირიქით, 25 წლის შემდეგ ის დღეში 100 ათასით მცირდება. ერთი გვერდის წაკითხვაში დახარჯულ წუთში დაახლოებით 70 უჯრედი კვდება. 40 წლის შემდეგ ტვინის დეგრადაცია მკვეთრად იზრდება, ხოლო 50 წლის შემდეგ ნეირონები (ნერვული უჯრედები) შრება და ტვინის მოცულობა მცირდება
• ადამიანის წვრილი ნაწლავის სიგრძე სიცოცხლეში დაახლოებით 2,5 მეტრია. სიკვდილის შემდეგ, როდესაც ნაწლავის კედლის მუსკულატურა დუნდება, სიგრძე 6 მეტრს აღწევს
• ადამიანის მარჯვენა ფილტვი მეტ ჰაერს იტევს, ვიდრე მარცხენა
• მოზრდილი ადამიანი დღეში დაახლოებით 23.000 ამოსუნთქვა-ჩასუნთქვას აკეთებს
• მამაკაცის ორგანიზმში ყველაზე მცირე უჯრედი სპერმის უჯრედია
• ადამიანის პირის ღრუში დაახლოებით 40.000 ბაქტერიაა
• ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 2.000 გემოს რეცეპტორია
• ადამიანის თვალს დაახლოებით 10 მილიონი ფერის გარჩევა შეუძლია
• ქიმიური ნაერთი, რომელიც სიყვარულის ექსტაზზეა პასუხისმგებელი (ფენილეტილამინი) შოკოლადშია
© Photo: ID 5598375 / Pixabayყავა და შოკოლადი
ყავა და შოკოლადი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
ყავა და შოკოლადი
• ადამიანის გული ქმნის წნევას, რომელიც სისხლის მეოთხე სართულის დონეზე აწევისთვის არის საკმარისი
• ძილის დროს ადამიანი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას
• ბავშვები ყველაზე სწრაფად გაზაფხულზე იზრდებიან
• ყოველწლიურად 2 ათასზე მეტი ცაცია იღუპება მემარჯვენეებისთვის განკუთვნილი მექანიზმების ექსპლუატაციისას შეცდომის გამო
• ადამიანი ღიმილის დროს იყენებს 17 კუნთს, ხოლო მოღუშვისას — 43-ს
• 60 წლის ასაკში ადამიანების უმრავლესობა თავისი გემოს რეცეპტორების ნახევარს კარგავს
• თვითმფრინავით ფრენისას ადამიანის თმის ზრდის სიჩქარე ორმაგდება
• ადამიანების 1%-ს შეუძლია ინფრაწითელი გამოსხივების დანახვა, ხოლო კიდევ 1%-ს — ულტრაიისფერი გამოსხივების
• სტატისტიკით 2 მილიარდ ადამიანზე მხოლოდ ერთი ადამიანი აღწევს 116 წელს
• ადამიანი 24 საათში საშუალოდ 4.800 სიტყვას ამბობს
• თვალის ბადურა დაახლოებით 650 კვ.მმ-ს მოიცავს და ის 137 მილიონ შუქმგრძნობიარე უჯრედს შეიცავს
• ჩვენი თვალები დაბადებიდან ერთისა და იმავე ზომისაა, ხოლო ყურები და ცხვირი ზრდას არასდროს წყვეტს
© Pexels / Faisal Rahmanთვალთვალი
თვალთვალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
თვალთვალი
• დილით ადამიანი დაახლოებით 8 მილიმეტრით უფრო მაღალია, ვიდრე საღამოს
• თვალის ფოკუსირების კუნთები დღეში 100.000-ჯერ მოძრაობს. იგივე რომ ფეხის კუნთებმა შეასრულოს, ადამიანმა დღეში 80 კილომეტრი უნდა გაიაროს
• გერმანელი მკვლევარების მონაცემებით, გულის შეტევის რისკი ორშაბათობით უფრო მაღალია, ვიდრე კვირის სხვა დღეებში
• ძვალი ფოლადზე 5-ჯერ უფრო მყარია
• შეუძლებელია ღია თვალებით დაცემინება
• ჩაზრდილი ფრჩხილი — მემკვიდრეობითია
• ნორმალური ადამიანი სრული უძილობით უფრო ადრე მოკვდება, ვიდრე შიმშილით. უძილობის შემთხვევაში სიკვდილი 10 დღეში დადგება, ხოლო შიმშილის — მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ
• სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 2.475.576.000 წამი. სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 123.205.750 სიტყვას ვამბობთ და სექსი გვაქვს 4.239-ჯერ.
ყველა ახალი ამბავი
0