https://sputnik-georgia.com/20230308/mamakacebi-da-qalebi-qalebze-mamakacebze-siyvarulze-275576984.html
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...
Sputnik საქართველო
წარმოგიდგენთ საინტერესო, ხუმრობით თუ ნახევრადხუმრობით ნათქვამ, სერიოზულ და „არასერიოზულ“ გამონათქვამებს, რომლებიც ქალების ხასიათს ნაწილობრივ მაინც ასახავს... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T15:35+0400
2023-03-08T15:35+0400
2023-03-08T21:01+0400
საინტერესო ადამიანები
საზოგადოება
რა-დიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23938/72/239387271_0:15:1868:1066_1920x0_80_0_0_46dd219a3278b57236378c1625dedc17.jpg
რას ამბობენ ცნობილი ადამიანები — მამაკაცები თუ ქალები ქალებზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე…მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც მინდა, რომ ვუღალატო – ფრედერიკ ბეგბედერიარიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე — ჭაბუა ამირეჯიბიმხოლოდ ქორწინებაში შეუძლია ქალს დატკბეს სხვა ადამიანის საზოგადოებით და ამავე დროს — სრული მარტოობის შეგრძნებით — ჰელენ როულენდიჭეშმარიტად უყვართ მხოლოდ ის, რაც არ იციან...>>ქალი წმინდანია, რომლის გამოც სხვები ცოდვილნი ხდებიან — მიგელ დე უნამუნოდიახ, საოცარი ხალხია ეს ქალები. რეალობასთან მწყრალად არიან, სადღაც შორს, სულ მუდამ მიღმა ტრიალებს მათი გონება. ჰოდა, სწორედ ამიტომ სიკვდილი იმათთვის სულ უმნიშვნელო, რაღაც ერთი წამია. სულის გაყრის, ტკივილისა და დაღუპვის წინაშე ამჟღავნებენ ისეთ სიმამაცესა და მხნეობას, იმათთან შედარებით მტირალა ბიჭად გამოჩნდება სულით ხორცამდე სპარტელი მამრიც კი!!! — უილიამ ფოლკნერისიყვარულში გამარჯვების გარჩევა კაპიტულაციისგან შეუძლებელია – მარლენ დიტრიხიქალები ჩამორჩებიან ჭადრაკში კაცებს, რადგან არ შეუძლიათ ჭადრაკის დაფასთან ხუთი საათის განმავლობაში ჩუმად ჯდომა — პაულ კერესივერ გამიგია, რისთვის სჭირდებათ ქალებს ამდენი ფული? ჭამით ცოტას ჭამენ, ცოტას სვამენ, ბანქოს არ თამაშობენ, ზომიერად ეწევიან და, თანაც, მეგობარი გოგონები არ ჰყავთ, რომლებიც უნდა არჩინონ — ჟაკ ტატიქალი ქორწინებამდე პროვოკატორია, ქორწინების შემდეგ...>>ცოდვა ადამიანის შექმნილია, მაგრამ მას ღვთიური გემო აქვს — მეი უესტიმამაკაცს თავისი ნებისყოფა აქვს, ქალს — თავისი საშუალება — ოლივერ უენდელ ჰოლმსითუ დუმილი ოქროა, მაშინ ყველა ქალს ძვირფასეულობა ეზიზღება — სტას იანკოვსკიქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს – ლევან გოთუაქალისთვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია! – ლევან გოთუაყოველთვის ვამბობდი, რომ ქალი საშინელებათა კარგ ფილმს უნდა ჰგავდეს: რაც უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის, მით უკეთესია — ალფრედ ჰიჩკოკიარ ვიცი რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერ იმას, რაც მამაკაცებს აქვთ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ეკუთვნით — კოკო შანელინამდვილ სიყვარულს წერტილები არა აქვს...>>საბრალოა ქალი, რომელსაც სანანებელი არაფერი აქვს — ჟანა მორორაც უფრო მეტ წყალობას იღებს ქალი მამაკაცისთვის, მით უფრო მეტად უყვარს ქალს მამაკაცი და მით უფრო ნაკლებად — მამაკაცს ქალი — ჟან დე ლა ბრუიერიცრემლი ქალის ფარი და მახვილია — ჯორჯ ბაირონისიყვარულის წყალობით დრო შეუმჩნევლად გადის, ხოლო დროის წყალობით სიყვარული გადის შეუმჩნევლად – დოროთი პარკერიქორწინება ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს; ვინც შიგნითაა, იქიდან თავის დაღწევა უნდა, ხოლო ვინც გარეთაა — შიგნით შეჭრა — ერვე ბაზენითუ იცი რატომ გიყვარს, ე.ი. არ გიყვარს — ბალზაკითუ გინდა მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნო, მას ცოლად არ უნდა გაჰყვე — კატრინ დენევიქალები ნებისმიერ რომანს აფუჭებენ, რადგან ცდილობენ ის უსასრულობამდე გაახანგრძლივონ — ოსკარ უაილდიქალები იტყუებიან, რათა საკუთარი გრძნობები დამალონ, კაცები — იმიტომ, რომ აჩვენონ გრძნობები, რომლებიც არა აქვთ — ანრი მონტერლანიქალებს ის უყვარდებათ, რაც ესმით, კაცებს — რასაც ხედავენ. ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები — იტყუებიან — უიზ ხალიფაპატიოსან ადამიანებს უყვართ ქალები, მატყუარები კი აღმერთებენ მათ — პიერ ბომარშებრმა სიყვარული და გენიალური ოკულისტი – ოჯახური ცხოვრება>>ცუდია, როცა ცოლმა კერძის მომზადება იცის, მაგრამ არ უნდა, უფრო ცუდია, როცა არ იცის, მაგრამ უნდა — რობერტ ფროსტიერთი ქალი ოც წელს ანდომებს იმას, რომ თავისი შვილისგან მამაკაცი დადგეს, ხოლო მეორეს ოცი წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ის ბავშვად აქციოს — რობერტ ფროსტიქალებთან გულით კამათობენ და არა გონებით – მეთიუ არნოლდიმამაკაცი ითმენს ცოლქმრობას ქალისადმი სიყვარულის გამო… ქალი იტანს მამაკაცს ცოლქმრობის სიყვარულის გამო… — გაბრიელ ლაუბითითქმის ყველა ქალს სურს ერთგულება, სიძნელე მხოლოდ იმაშია, რომ იპოვო მამაკაცი, რომელსაც შეიძლება უერთგულო — მარლენ დიტრიხიქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! — ოტია იოსელიანიქალებს არაფერი უნდა აუხსნა, მათთან ყოველთვის უნდა იმოქმედო — რემარკიქალები მიუკარებელი არიან, სანამ არ მიეკარები — ჯეიმს ჯოისი
https://sputnik-georgia.com/20220414/otia-ioselianis-gamonatqvamebi-265974754.html
https://sputnik-georgia.com/20230105/jek-londoni-gamonatqvamebi-jack-london-273676734.html
https://sputnik-georgia.com/20221124/jules-renard-jiul-renari-272432116.html
https://sputnik-georgia.com/20230225/ar-endo-mas-vinc-wesmariteba-ipova-275242527.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23938/72/239387271_214:0:1654:1080_1920x0_80_0_0_e39e581ed1748fdccede4e6c30491f66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საინტერესო ადამიანები , საზოგადოება, რა-დიაცია
საინტერესო ადამიანები , საზოგადოება, რა-დიაცია
მამაკაცები და ქალები ქალებზე, მამაკაცებზე, სიყვარულზე და არა მხოლოდ...
15:35 08.03.2023 (განახლებულია: 21:01 08.03.2023) წარმოგიდგენთ საინტერესო, ხუმრობით თუ ნახევრადხუმრობით ნათქვამ, სერიოზულ და „არასერიოზულ“ გამონათქვამებს, რომლებიც ქალების ხასიათს ნაწილობრივ მაინც ასახავს, თუმცა, ქალებს რას გაუგებ?!.
რას ამბობენ ცნობილი ადამიანები — მამაკაცები თუ ქალები ქალებზე, სიყვარულზე, ქორწინებაზე…
მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც მინდა, რომ ვუღალატო – ფრედერიკ ბეგბედერი
არიან ქალები, რომელთა სილამაზე და მომხიბვლელობა ურთიერთობაში იჩენს ხოლმე თავს და არა დანახვისთანავე — ჭაბუა ამირეჯიბი
მხოლოდ ქორწინებაში შეუძლია ქალს დატკბეს სხვა ადამიანის საზოგადოებით და ამავე დროს — სრული მარტოობის შეგრძნებით — ჰელენ როულენდი
ქალი წმინდანია, რომლის გამოც სხვები ცოდვილნი ხდებიან — მიგელ დე უნამუნო
დიახ, საოცარი ხალხია ეს ქალები. რეალობასთან მწყრალად არიან, სადღაც შორს, სულ მუდამ მიღმა ტრიალებს მათი გონება. ჰოდა, სწორედ ამიტომ სიკვდილი იმათთვის სულ უმნიშვნელო, რაღაც ერთი წამია. სულის გაყრის, ტკივილისა და დაღუპვის წინაშე ამჟღავნებენ ისეთ სიმამაცესა და მხნეობას, იმათთან შედარებით მტირალა ბიჭად გამოჩნდება სულით ხორცამდე სპარტელი მამრიც კი!!! — უილიამ ფოლკნერი
სიყვარულში გამარჯვების გარჩევა კაპიტულაციისგან შეუძლებელია – მარლენ დიტრიხი
ქალები ჩამორჩებიან ჭადრაკში კაცებს, რადგან არ შეუძლიათ ჭადრაკის დაფასთან ხუთი საათის განმავლობაში ჩუმად ჯდომა — პაულ კერესი
ვერ გამიგია, რისთვის სჭირდებათ ქალებს ამდენი ფული? ჭამით ცოტას ჭამენ, ცოტას სვამენ, ბანქოს არ თამაშობენ, ზომიერად ეწევიან და, თანაც, მეგობარი გოგონები არ ჰყავთ, რომლებიც უნდა არჩინონ — ჟაკ ტატი
ცოდვა ადამიანის შექმნილია, მაგრამ მას ღვთიური გემო აქვს — მეი უესტი
მამაკაცს თავისი ნებისყოფა აქვს, ქალს — თავისი საშუალება — ოლივერ უენდელ ჰოლმსი
თუ დუმილი ოქროა, მაშინ ყველა ქალს ძვირფასეულობა ეზიზღება — სტას იანკოვსკი
ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს – ლევან გოთუა
ქალისთვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია! – ლევან გოთუა
ყოველთვის ვამბობდი, რომ ქალი საშინელებათა კარგ ფილმს უნდა ჰგავდეს: რაც უფრო მეტი ადგილი რჩება წარმოსახვისთვის, მით უკეთესია — ალფრედ ჰიჩკოკი
არ ვიცი რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერ იმას, რაც მამაკაცებს აქვთ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ეკუთვნით — კოკო შანელი
საბრალოა ქალი, რომელსაც სანანებელი არაფერი აქვს — ჟანა მორო
რაც უფრო მეტ წყალობას იღებს ქალი მამაკაცისთვის, მით უფრო მეტად უყვარს ქალს მამაკაცი და მით უფრო ნაკლებად — მამაკაცს ქალი — ჟან დე ლა ბრუიერი
ცრემლი ქალის ფარი და მახვილია — ჯორჯ ბაირონი
სიყვარულის წყალობით დრო შეუმჩნევლად გადის, ხოლო დროის წყალობით სიყვარული გადის შეუმჩნევლად – დოროთი პარკერი
ქორწინება ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს ჰგავს; ვინც შიგნითაა, იქიდან თავის დაღწევა უნდა, ხოლო ვინც გარეთაა — შიგნით შეჭრა — ერვე ბაზენი
თუ იცი რატომ გიყვარს, ე.ი. არ გიყვარს — ბალზაკი
თუ გინდა მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნო, მას ცოლად არ უნდა გაჰყვე — კატრინ დენევი
ქალები ნებისმიერ რომანს აფუჭებენ, რადგან ცდილობენ ის უსასრულობამდე გაახანგრძლივონ — ოსკარ უაილდი
ქალები იტყუებიან, რათა საკუთარი გრძნობები დამალონ, კაცები — იმიტომ, რომ აჩვენონ გრძნობები, რომლებიც არა აქვთ — ანრი მონტერლანი
ქალებს ის უყვარდებათ, რაც ესმით, კაცებს — რასაც ხედავენ. ამიტომ ქალები იღებებიან, ხოლო კაცები — იტყუებიან — უიზ ხალიფა
პატიოსან ადამიანებს უყვართ ქალები, მატყუარები კი აღმერთებენ მათ — პიერ ბომარშე
ცუდია, როცა ცოლმა კერძის მომზადება იცის, მაგრამ არ უნდა, უფრო ცუდია, როცა არ იცის, მაგრამ უნდა — რობერტ ფროსტი
ერთი ქალი ოც წელს ანდომებს იმას, რომ თავისი შვილისგან მამაკაცი დადგეს, ხოლო მეორეს ოცი წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ის ბავშვად აქციოს — რობერტ ფროსტი
ქალებთან გულით კამათობენ და არა გონებით – მეთიუ არნოლდი
მამაკაცი ითმენს ცოლქმრობას ქალისადმი სიყვარულის გამო… ქალი იტანს მამაკაცს ცოლქმრობის სიყვარულის გამო… — გაბრიელ ლაუბი
თითქმის ყველა ქალს სურს ერთგულება, სიძნელე მხოლოდ იმაშია, რომ იპოვო მამაკაცი, რომელსაც შეიძლება უერთგულო — მარლენ დიტრიხი
ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! — ოტია იოსელიანი
ქალებს არაფერი უნდა აუხსნა, მათთან ყოველთვის უნდა იმოქმედო — რემარკი
ქალები მიუკარებელი არიან, სანამ არ მიეკარები — ჯეიმს ჯოისი