https://sputnik-georgia.com/20230225/ar-endo-mas-vinc-wesmariteba-ipova-275242527.html
არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა
არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა
Sputnik საქართველო
როცა აღარ აღვშფოთდები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვბერდები... 25.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-25T21:00+0400
2023-02-25T21:00+0400
2023-02-25T23:30+0400
ბრძნული გამონათქვამები
წასაკითხი ამბები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23360/99/233609909_0:246:4928:3018_1920x0_80_0_0_7c9a04d78655e2e19e9bf2ef70fd56a4.jpg
„აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ანდრე ჟიდის გამონათქვამებს.ანდრე ჟიდი (André Paul Guillaume Gide, 1869-1951) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის არა მხოლოდ ფრანგულ ლიტერატურაზე, არამედ, მთლიანად, ფრანგების რამდენიმე თაობაზე. არის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1947).ანდრე ჟიდის ადრეულ ნაწარმოებებზე სიმბოლიზმის გავლენა იგრძნობა. 1893 წელს მან ჩრდილოეთ აფრიკაში იმოგზაურა, რამაც მისი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი შეცვალა. 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობი", რომელიც მოდერნიზმის ნიმუშს წარმოადგენს. მისი შემდგომი ნაწარმოებები, ძირითადად, ამ მიმართულების გავლენას განიცდის. ჟიდის კალამს ეკუთვნის ასევე „საული", „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე", „იმორალისტი", „ყალბი ფულის მჭრელები", „მოგზაურობა კონგოში", „ქალთა სკოლა", „რობერი", „ხელოვნების საზღვრები", „ვიწრო კარიბჭე", „ჟენევიევი" და სხვა. მისი ბოლო რომანია „თეზევსი".მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი ცოლი მადლენ რონდო, აფრიკაში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ჰომოსექსუალია. 1911 წელს ჟიდმა დაწერა ტრაქტატი „კორიდონი", სადაც ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არა ფსიქიკური გადახრა, არამედ ადამიანური სექსუალობის ბუნებრივი ფორმაა, რომელიც უფრო მეტად კულტურულად და ესთეტიკურად განვითარებულ საზოგადოებას ახასიათებს. ტრაქტატის პუბლიკაციამ საფრანგეთში 1924 წელს საზოგადოებრივი სკანდალის პროვოცირება გამოიწვია.როცა აღარ აღვშფოთდები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვბერდები.სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...>>ყველაფერი უკვე დიდი ხანია, ნათქვამია, მაგრამ რადგან არავის ესმის, უკან დაბრუნება და ყველაფრის თავიდან გამეორება გვიწევს.სამყაროში მხოლოდ ერთი რამაა კიდევ უფრო საზიზღარი და კიდევ უფრო საძულველი, ვიდრე ადამიანი - ეს ბრბოა.ადამიანი ვერ აღმოაჩენს ახალ ოკეანეებს, თუ გამბედაობა არ ჰყოფნის, ნაპირი თვალთახედვიდან დაკარგოს.როდესაც შენს კითხვას ფილოსოფოსი პასუხობს, კითხვის არსს ვეღარ წვდები.თითოეულ ჩვენგანს სხვების მხოლოდ ის გრძნობა ესმის, რომელიც თვითონ გააჩნია.ცხოვრების ერთ-ერთი კანონი გვამცნობს, რომ როგორც კი იკეტება ერთი კარი, მეორე იხსნება. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ დახურულ კარს ვუყურებთ და გაღებულს ყურადღებას არ ვაქცევთ.სიბრძნე იწყება იქ, სადაც ღვთის შიში მთავრდება.სიყვარული: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი>>და ქალს ის უკვე ცოტა ნაკლებად უყვარდა, რადგან მამაკაცს ის ცოტა მეტად უყვარდა.ადამიანს არ შეუძლია არჩევნის გაკეთება, და ის ყოველთვის მოქმედებს ისე, რომ უფრო ძლიერ ცდუნებასთან მიდის დათმობაზე.არასდროს შეიცვალო რწმენა იმისა, რომ ცხოვრება შეიძლება უკეთესი გახდეს - როგორც თქვენი, ისე სხვა ადამიანების ცხოვრება.გწამდეთ მათი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს; არ ენდოთ მათ, ვინც იპოვა ის.გრძნობა, რომელსაც გამოსახავენ და გრძნობა, რომელსაც განიცდიან, თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან.სჯობს, სძულდე იმის გამო, როგორიც ხარ, ვიდრე უყვარდე იმის გამო, რაც შენში არ არის.ჟურნალისტიკა - ეს ისაა, რომელიც უფრო საინტერესოა დღეს, ვიდრე ხვალ.ფრანგისთვის უაზრობაა შუახანს მიატანოს, თუ არ მიიღო სიფილისი და საპატიო ლეგიონის ორდენი.პარადოქსების მეცნიერება: უცხოა – გონივრული, ვნებაა – სირთულე, მოწოდებაა – მტრობა>>ხელოვნება ცოცხლობს იძულების პირობებში და კვდება თავისუფლებისგან.
https://sputnik-georgia.com/20230117/somerset-moemi-gamonatqvamebi-william-somerset-maugham-273984354.html
https://sputnik-georgia.com/20230105/jek-londoni-gamonatqvamebi-jack-london-273676734.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23360/99/233609909_288:0:4640:3264_1920x0_80_0_0_842a98f18e7ec179edaa3ac7270a8967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
ბრძნული გამონათქვამები, წასაკითხი ამბები, საინტერესო ადამიანები
არ ენდო მას, ვინც ჭეშმარიტება იპოვა
21:00 25.02.2023 (განახლებულია: 23:30 25.02.2023) როცა აღარ აღვშფოთდები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვბერდები...
„
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ანდრე ჟიდის გამონათქვამებს.
ანდრე ჟიდი (André Paul Guillaume Gide, 1869-1951) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის არა მხოლოდ ფრანგულ ლიტერატურაზე, არამედ, მთლიანად, ფრანგების რამდენიმე თაობაზე. არის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1947).
ანდრე ჟიდის ადრეულ ნაწარმოებებზე სიმბოლიზმის გავლენა იგრძნობა. 1893 წელს მან ჩრდილოეთ აფრიკაში იმოგზაურა, რამაც მისი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი შეცვალა. 1895 წელს დაწერა რომანი „ჭაობი", რომელიც მოდერნიზმის ნიმუშს წარმოადგენს. მისი შემდგომი ნაწარმოებები, ძირითადად, ამ მიმართულების გავლენას განიცდის.
ჟიდის კალამს ეკუთვნის ასევე „საული", „ცუდად მიჯაჭვული პრომეთე", „იმორალისტი", „ყალბი ფულის მჭრელები", „მოგზაურობა კონგოში", „ქალთა სკოლა", „რობერი", „ხელოვნების საზღვრები", „ვიწრო კარიბჭე", „ჟენევიევი" და სხვა. მისი ბოლო რომანია „თეზევსი".
მიუხედავად იმისა, რომ უყვარდა თავისი ცოლი მადლენ რონდო, აფრიკაში მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ჰომოსექსუალია. 1911 წელს ჟიდმა დაწერა ტრაქტატი „კორიდონი", სადაც ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არა ფსიქიკური გადახრა, არამედ ადამიანური სექსუალობის ბუნებრივი ფორმაა, რომელიც უფრო მეტად კულტურულად და ესთეტიკურად განვითარებულ საზოგადოებას ახასიათებს. ტრაქტატის პუბლიკაციამ საფრანგეთში 1924 წელს საზოგადოებრივი სკანდალის პროვოცირება გამოიწვია.
როცა აღარ აღვშფოთდები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ვბერდები.
ყველაფერი უკვე დიდი ხანია, ნათქვამია, მაგრამ რადგან არავის ესმის, უკან დაბრუნება და ყველაფრის თავიდან გამეორება გვიწევს.
სამყაროში მხოლოდ ერთი რამაა კიდევ უფრო საზიზღარი და კიდევ უფრო საძულველი, ვიდრე ადამიანი - ეს ბრბოა.
ადამიანი ვერ აღმოაჩენს ახალ ოკეანეებს, თუ გამბედაობა არ ჰყოფნის, ნაპირი თვალთახედვიდან დაკარგოს.
როდესაც შენს კითხვას ფილოსოფოსი პასუხობს, კითხვის არსს ვეღარ წვდები.
თითოეულ ჩვენგანს სხვების მხოლოდ ის გრძნობა ესმის, რომელიც თვითონ გააჩნია.
ცხოვრების ერთ-ერთი კანონი გვამცნობს, რომ როგორც კი იკეტება ერთი კარი, მეორე იხსნება. მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ დახურულ კარს ვუყურებთ და გაღებულს ყურადღებას არ ვაქცევთ.
სიბრძნე იწყება იქ, სადაც ღვთის შიში მთავრდება.
და ქალს ის უკვე ცოტა ნაკლებად უყვარდა, რადგან მამაკაცს ის ცოტა მეტად უყვარდა.
ადამიანს არ შეუძლია არჩევნის გაკეთება, და ის ყოველთვის მოქმედებს ისე, რომ უფრო ძლიერ ცდუნებასთან მიდის დათმობაზე.
არასდროს შეიცვალო რწმენა იმისა, რომ ცხოვრება შეიძლება უკეთესი გახდეს - როგორც თქვენი, ისე სხვა ადამიანების ცხოვრება.
გწამდეთ მათი, ვინც ჭეშმარიტებას ეძებს; არ ენდოთ მათ, ვინც იპოვა ის.
გრძნობა, რომელსაც გამოსახავენ და გრძნობა, რომელსაც განიცდიან, თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან.
სჯობს, სძულდე იმის გამო, როგორიც ხარ, ვიდრე უყვარდე იმის გამო, რაც შენში არ არის.
ჟურნალისტიკა - ეს ისაა, რომელიც უფრო საინტერესოა დღეს, ვიდრე ხვალ.
ფრანგისთვის უაზრობაა შუახანს მიატანოს, თუ არ მიიღო სიფილისი და საპატიო ლეგიონის ორდენი.
ხელოვნება ცოცხლობს იძულების პირობებში და კვდება თავისუფლებისგან.