სრულყოფილების ნაკლი, ქალის შენახული საიდუმლო და მეექვსე გრძნობა

CC BY 2.0 / Thomas Quine / Heavenly bodiesადამიანი ამოუცნობი არსებაა
ადამიანი ამოუცნობი არსებაა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
რას უფრო მეტად უფრთხილდება ქალი; რა არის სიყვარულის ტრაგედია; რაზე არ შეუძლიათ გაჩუმება ქალებს...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ცნობილი ბრიტანელი მწერლის უილიამ სომერსეტ მოემის (William Somerset Maugham, 1874–1965) ბრძნულ გამონათქვამებს. ის იყო 1930-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი პროზაიკოსი – რომანისტი, დრამატურგი.
მოემს ეკუთვნის რომანები: „ლიზა ლამბეტელი", „ორიენტირები ", „მთვარე და ექვსპენიანი", „მისის კრედოკი", „კარუსელი", „ადამიანურ ვნებათა სიმძიმე", „სამსჯავრო ადგილი", „ფოთლის თრთოლა", „საშობაო არდადეგები" და სხვ. პიესები: „მუდმივი ცოლი", „წერილი", „წმინდა ცეცხლი", „მარჩენალი" და ა.შ.
• ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს.
• ცოტა ჯანსაღი აზრი, ცოტა მოთმინება, ცოტა იუმორის გრძნობა… და შეიძლება საკმაოდ კომფორტულად მოეწყო ამ პლანეტაზე.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2017
არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე...
• ცხოვრების ათი პროცენტია ის, რასაც აკეთებთ და ოთხმოცდაათი – როგორ აღიქვამთ მას.
• სიყვარული ყოველთვის ბრმა არ არის და, შესაძლოა, არაფერია იმაზე მტანჯველი, რომ მთელი გულით გიყვარდეს ადამიანი და აცნობიერებდე, რომ ის სიყვარულის ღირსი არ არის.
• ადამიანებს უყვართ დასცინონ იმას, რაც არ ესმით.
• მამაკაცები ჩვევების მონები არიან, ეს ქალებს მათ შენარჩუნებაში ეხმარება.
• – ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი შესანიშნავი ქალი ხარ!
– გეკითხა და გეტყოდი!
წინ, მომავლისკენ! სიჩქარე - 60 წუთი საათში>>
• მაინც სჯობს იცოდე, რომ სულელი ხარ, ვიდრე იყო სულელი და არ იცოდე.
• ვინ იცის, რამდენი ნაპერწკალი გამოედინება მამაკაციდან ქალისკენ და ქალისგან მამაკაცისკენ და ერთ-ერთ მათგანს მონად აქცევს. ადამიანებისთვის მოსახერხებელია, რომ ამას სქესობრივი ინსტინქტი უწოდონ, თუმცა, თუ ეს მხოლოდ ინსტინქტია, რატომ ბადებს ის ასეთ ბობოქარ ლტოლვას ერთი არსების მიმართ და არა მეორისადმი? და ეს ლტოლვა უძლეველია: გონებას არ შეუძლია მისი ძლევა, მეგობრობა, მადლიერება, გათვლა მასთან ყოველგვარ ძალაუფლებას კარგავს.
• არაფერია იმაზე უარესი წამება, ვიდრე ერთდროულად გიყვარდეს და გეზიზღებოდეს.
იანუშ ლეონ ვიშნევსკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
ხანმოკლე მარადიულობა და ბანალური „მიყვარხარ“
• სამყარო შედგება ჩემგან, ჩემი ფიქრებისგან, ჩემი გრძნობებისგან; სხვა დანარჩენი მირაჟია, სუფთა წარმოსახვა. ცხოვრება სიზმარია, სადაც მე თვითონ ვქმნი სახეებს, რომლებიც ჩემ წინ ჩაივლის. ცხოვრება – ეს თანმიმდევრული სიზმარია, და როცა ის აღარ გესიზმრება, მთელი სამყარო თავისი სილამაზითა და ტკივილით, სევდით, მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით – წყვეტს არსებობას.
• რამდენიც არ უნდა უარვყოთ, სულის სიღრმეში ვიცით: ყველაფერი, რაც შეგვემთხვა, დავიმსახურეთ…
• დასვენება, სიმშვიდე, სიწყნარე, მარტოობა. როგორც ჩანს, ასეთი ფუფუნების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ ძალიან მდიდრები აძლევენ, ეს კი ხომ არაფერი ღირს. უცნაურია, რომ ასე ძნელია ამის მიღწევა.
„სენი, რომელიც არც ბრძენს ინდობს და არც იდიოტს" - რას ამბობენ გენიოსები სიყვარულზე>>
• გავლენა – ამას ქალი უფრო მეტად უფრთხილდება, ვიდრე მამაკაცის მისდამი სიყვარულს დამოუკიდებლად იმისა, საუბარია ვაჟზე, ქმარზე, საყვარელზე თუ სხვა ვინმეზე.
• არაფერია ქალის პირფერობაზე უფრო მზაკვრული: ამ პირფერობის მოთხოვნილება ჩვენში იმდენად დიდია, რომ მისი მონად გახდომაც შესაძლებელია.
• როდესაც ადამიანი ჩვენ გვერდით არ არის, მას იდეალურად წარმოიდგენ, მანძილი გრძნობას ამძაფრებს, ეს მართლა ასეა, მაგრამ დაინახავ მას კვლავ და გიკვირს, რა პოულობდი მასში.
• გსმენიათ ლეგენდა ალკუნის შესახებ? როდესაც მამალი ალკუნი ზღვაზე ფრენს და ძალა ეცლება, მას დედალი ალკუნი ქვევიდან შეეშველება, აიტაცებს და თავისი ძლიერი ფრთებით მიაფრენს. აი, რას ელოდება ცოლისგან მამაკაციც.
მექსიკელი მწერალი, დიპლომატი, ჟურნალისტი და სცენარისტი კარლოს ფუენტესი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2019
მე ვერ ავცდები ასჯერად სიკვდილს, ვინაიდან მხოლოდ სიცოცხლეს ვუცდი...
• სიყვარულის ტრაგედია გულგრილობაა.
• ნუ დასვამ კითხვებს და არ მოისმენ ტყუილს.
• კარგად ჩაცმული ადამიანი ისაა, რომლის სამოსსაც ყურადღებას არ აქცევენ.
• ადამიანები ლაპარაკობენ ერთს და აკეთებენ მეორეს – ეს ერთ-ერთი ყველაზე თავშესაქცევი სპექტაკლია, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს.
• ჩვენ, მოწიფულ ადამიანებს ვერც კი წარმოგვიდგენია, რა დაუნდობლად და ამასთან შეუცდომლად მსჯელობენ ბავშვები ჩვენზე.
იმიტომ ბერდები, რომ აღარ გიყვარს...>>
•… არცერთი ადამიანი არ არსებობს დამოუკიდებლად. ადამიანები – ესაა ქვეყანაც, სადაც ისინი დაიბადნენ, ფერმა ან ქალაქური ბინა, სადაც მათ ფეხი აიდგეს, თამაშებიც, რომლებსაც თამაშობდნენ ბავშვებთან, ჭორებიც, რომლის მოსმენაც უწევდათ, საკვებიც, რომელსაც მათ აჭმევდნენ, სკოლაც, სადაც ასწავლიდნენ, სპორტიც, რომელიც იტაცებდათ, პოეტებიც, რომლებსაც კითხულობდნენ, და ღმერთიც, რომლისაც სწამდათ.
• ადამიანი, მოირგებს რა ამა თუ იმ ნიღაბს, დროთა განმავლობაში ისე ეჩვევა მას, რომ მართლა ხდება ის, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო სხვების თვალში.
• სრულყოფილებას ერთი ნაკლი აქვს: შეიძლება მოგწყინდეს.
• წაართვით ადამიანს იმედი და მას არაფერი დარჩება.
ძველი წიგნი და ყვავილები - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2022
პარადოქსების მეცნიერება: უცხოა – გონივრული, ვნებაა – სირთულე, მოწოდებაა – მტრობა
• ზოგიერთი ადამიანი შეიძლება გაასულელო მუდამ, ყველა შეიძლება გაასულელო რაღაც დროის განმავლობაში, მაგრამ მუდამ და ყველას გასულელება შეუძლებელია.
• სიყვარული კვდება. ცხოვრების უდიდესი ტრაგედია ის კი არაა, რომ ადამიანები კვდებიან, არამედ ის, რომ მათ აღარ უყვარდებათ.
• ქალებსაც შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა. მაგრამ არ შეუძლიათ გაჩუმება იმაზე, რომ საიდუმლო შეინახეს.
• სიყვარული – ეს არის ტკივილიცა და ტანჯვაც, აღფრთოვანებაც, სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც… გამოუთქმელი სევდაც, თავისუფლებაცა და მონობაც, სიმშვიდეცა და განგაშიც. თუ სიყვარული ვნება არ არის, მაშინ ეს სიყვარული არაა, არამედ რაღაც სხვა; ხოლო ვნებას, რომ არ ჩაქრეს, არა დაკმაყოფილება, არამედ ბარიერები სჭირდება.
• ქრისტიანული მოძღვრება, რომ ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს სიკვდილი – სისულელეა. ცხოვრების ერთადერთი საშუალება ისაა, რომ უნდა დაივიწყო, რომ მოკვდები. სიკვდილი არ იმსახურებს იმას, რომ მასზე იფიქრო. სიკვდილის შიშმა არ უნდა იმოქმედოს ბრძენის საქციელზე.
ყველა ახალი ამბავი
0