„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ავსტრიელ მწერალს, სატირიკოს პოეტს, ლიტერატურისა და მხატვრობის კრიტიკოსს, ფელეტონისტს, პუბლიცისტს, კარლ კრაუსს (Karl Kraus 1874-1936).
• არ გქონდეს არც ერთი აზრი და შეგეძლოს მისი გამოხატვა — აი, როგორ ყალიბდები ჟურნალისტად
• ჟურნალისტიკა — ეს არის, როცა აცხადებენ "ლორდი ჯონი გარდაიცვალა", ადამიანებმა კი არც კი იცოდნენ, რომ ლორდი ჯონი ცოცხლობდა.
• ის, რაც ეხება ყველას, არავის ეხება, გარდა ჟურნალისტებისა
• ჟურნალისტიკა ყველა გზას ხსნის, თუ მას თავს დროზე დაანებებ
• ჟურნალისტიკის პირველი აქსიომა: მკითხველს მიმართე, როგორც ჭკვიან ადამიანს, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ის იდიოტია
• ჟურნალისტები წერენ, რადგან არაფერი აქვთ სათქმელი, და მათ აქვთ სათქმელი, რადგან ისინი წერენ.
• სუსტ ადამიანს ეჭვი ეპარება გადაწყვეტილების მიღებამდე, ძლიერს — გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
• თანამედროვე რეჟისორებმა არ იციან, რომ სცენაზე სიბნელე უნდა ჩანდეს
• ახლობელს ჰკითხე ის, რაც უკეთესად იცი. მაშინ მისი რჩევა შეიძლება გამოგადგეს
• ეჭვიანობა ძაღლის ყეფაა, რომელიც ქურდს იტყუებს
• მოვრჩეთ ილუზიებს! — სწორედ აქედან იწყება კიდეც ილუზიები
• უმანკოება იდეალია მათთვის, ვისაც უმანკოების შებღალვა უყვარს
• ეშმაკი დიდი ოპტიმისტია, რადგან სჯერა, რომ ადამიანების გაფუჭება კიდევ შეიძლება
• თავშეკავება უკვალოდ არ ქრება: ზოგს მუწუკები უჩნდება, ზოგს — კანონები ზნეობრიობის დაცვის შესახებ…
• დიახ, რა თქმა უნდა, ძაღლი ერთგულების იდეალია. მაგრამ რატომ უნდა იღებდეს ადამიანი მაგალითს ძაღლისგან? ის ხომ ადამიანის ერთგულია და არა მეორე ძაღლის?
• ყველაზე კარგი ქალი ისაა, რომელთანაც ყველაზე ცოტას ლაპარაკობ
• ადრე დეკორაციები მუყაოსგან მზადდებოდა, ხოლო მსახიობები — ნამდვილი იყვნენ. ახლა დეკორაციები ისეთია, ცოცხალი გეგონება, ხოლო მსახიობები — მუყაოსი.
• არ ენდო ქალს, რომელიც ერთგულებაში ამხილე. დღეს შენი ერთგულია, ხვალ — სხვისი
• ქალი მათემატიკური განტოლებაა, მამაკაცი — პასუხი… რომლისგანაც ფესვი ამოიღეს
• ქალური ჟინი და მამაკაცური — იგივეა, რაც ეპოსი და ეპიგრამა
• განათლება — ეს ისაა, რასაც უმეტესობა იღებს, ბევრი გადასცემს და მხოლოდ ცოტას აქვს
• „ქალების უფლებები" — ეს მამაკაცის ვალდებულებებია
• ის ბევრს მისცემდა მას (ქალს) იმისთვის, რომ მას ჰყვარებოდა არა იმისთვის, რასაც ის მას აძლევს
• კარგ მხატვარს შეუძლია დახატოს მორბენალი ფეხების გარეშე
• ყველაზე ძნელი უკან დაბრუნება — ასაკის ზღვარზე გადასვლაა…
• ომი — ეს თავდაპირველად იმედია, რომ კარგად ვიქნებით; შემდეგ — მოლოდინი, რომ ისინი უარესად იქნებიან; შემდეგ კმაყოფილება, რომ ისინი ჩვენზე უკეთ არ არიან; და, ბოლოს, მოულოდნელი აღმოჩენა — რომ ცუდად ვართ ჩვენც და ისინიც
• მეცნიერება სპექტრალური ანალიზია… ხელოვნება — სინათლის სინთეზი…
• ქალს სხვადასხვა სამოსი მაინც აქვს. და რით უნდა დაიფარონ თავიანთი სიცარიელე მამაკაცებმა?
• ცუდად დათრგუნულმა სექსუალობამ არაერთი საოჯახო ბიუჯეტი დაანგრია, ხოლო კარგად დათრგუნულმა — მსოფლიო წესრიგი
• გაზეთი — დროის კონსერვია
• არ მიყვარს საკუთარ პირად საქმეში ჩარევა
როგორ იმართება მშვიდობა და როგორ ჩაღდება ომი? დიპლომატები ატყუებენ ჟურნალისტებს და როდესაც ამას გაზეთებში კითხულობენ, თავიანთივე სიცრუისა სჯერათ.