https://sputnik-georgia.com/20220826/klaiv-steiplz-luisi-clive-staples-lewis-269788946.html
წინ, მომავლისკენ! სიჩქარე - 60 წუთი საათში
წინ, მომავლისკენ! სიჩქარე - 60 წუთი საათში
Sputnik საქართველო
ხანდახან კარგია ყველაფრის დაკარგვა – გაიგებ რა გაკლია ნამდვილად... 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T15:43+0400
2022-08-26T15:43+0400
2022-08-26T19:25+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23502/98/235029859_0:203:3888:2390_1920x0_80_0_0_0dcb8f80c8659871be7787e0f559e1b0.jpg
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ კლაივ სტეიპლზ ლუისს (Clive Staples Lewis 1898–1963). ირლანდიელი მწერალი, პოეტი, მასწავლებელი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებებით ფენტეზის ჟანრში, მათ შორისაა „ნარნიის ქრონიკები", „ბალამუტის წერილები", „კოსმოსური ტრილოგია", რელიგიური ჟანრის წიგნებით – „უბრალოდ ქრისტიანობა", „სასწაული", „ტანჯვა" და სხვ.ლუისის ნამუშევრები თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე, გაყიდულია მისი მილიონობით წიგნი. „ნარნიის ქრონიკები" ყველაზე ცნობილი ნაწარმოებების ციკლია, ის რამდენიმე მხატვრული ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად.• ყველა ადამიანი იღებს ცხოვრებაში იმას, რაც სურს, მაგრამ ამის შემდეგ ყველას არ უხარია• მე დავწერე ის, რისი წაკითხვაც მინდოდა. ადამიანები ამას არ წერდნენ, მე თვითონ მომიწია• ხანდახან სასარგებლოა ყველაფრის დაკარგვა, რათა გაიგო – რა გაკლია ნამდვილად• მომავალი ისაა, რისკენაც თითოეული ჩვენგანი საათში 60 წუთის სიჩქარით მიილტვის• სიყვარულის მთავარი მტერი გულგრილობაა და არა სიძულვილი • რა ადამიანიც ხარ და საითაც იყურები, ამაზეა დამოკიდებულია ის, რასაც ხედავ და რაც გესმის• როცა გეშინია, ყველაზე კარგია საფრთხისკენ პირით დადგე და ზურგს უკან იგრძნო რაღაც სითბო და იმედიყველა ცხოვრებისეული გზა უაზროა, გარდა ერთისა>>• ოდესმე საკმარისად გაიზრდებით იმისთვის, რომ კიდევ წაიკითხოთ ზღაპრები• საბავშვო წიგნი, რომელიც მხოლოდ ბავშვებს მოსწონთ, ცუდი წიგნია. კარგი ყველასთვის კარგია. ვალსი, რომელიც სიხარულს მხოლოდ მოცეკვავეებს ანიჭებს – ცუდი ვალსია• სამყაროში რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო, ის საკუთარ თავში უნდა დაძლიო• ნუ ითავხედებ შენზე სუსტთან. შენზე ძლიერთან – როგორც გინდა• თუ ფიქრობთ, რომ ამპარტავანი არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად ამპარტავანი ბრძანდებით• სულში, ისევე, როგორც ნიადაგში, ყველაზე ღრმა ფესვებს ულამაზო ყვავილები უშვებს• საკმარისია მეხსიერება გააღვიძო, რომ ის ძალაუფლების მოყვარე დესპოტად იქცევა• მოწიფულ ასაკს მიღწეული ყოველთვის კეთილგანწყობილია ყმაწვილებისადმი, და ყველაზე დატვირთული ადამიანები ყოველთვის მზად არიან, სხვებს საკუთარი დრო დაუთმონღმერთი ნებისმიერ ცოდვას პატიობს, გარდა...>>• ტირილი ცუდი არაა, სანამ ტირი, მაგრამ ადრე თუ გვიან ცრემლი შრება და მაშინ უნდა გადაწყვიტო, რა გააკეთო• არ ღირს დროის დახარჯვა იმაზე, რომ გაარკვიო, გიყვარს ადამიანი თუ არა. ისე მოიქეცი, თითქოს დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს• შენ სული არ გაქვს. შენ სული ხარ. შენ სხეული გაქვს.
https://sputnik-georgia.com/20220810/oto-fon-bismarki-269336581.html
https://sputnik-georgia.com/20220210/deilkarnegi-gamonatqvamebi-dale-carnegie-264306593.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23502/98/235029859_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_8d7407185c4602f3dd78717c4f327ea6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
წინ, მომავლისკენ! სიჩქარე - 60 წუთი საათში
15:43 26.08.2022 (განახლებულია: 19:25 26.08.2022) ხანდახან კარგია ყველაფრის დაკარგვა – გაიგებ რა გაკლია ნამდვილად...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ კლაივ სტეიპლზ ლუისს (Clive Staples Lewis 1898–1963). ირლანდიელი მწერალი, პოეტი, მასწავლებელი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებებით ფენტეზის ჟანრში, მათ შორისაა „ნარნიის ქრონიკები", „ბალამუტის წერილები", „კოსმოსური ტრილოგია", რელიგიური ჟანრის წიგნებით – „უბრალოდ ქრისტიანობა", „სასწაული", „ტანჯვა" და სხვ.
ლუისის ნამუშევრები თარგმნილია 30-ზე მეტ ენაზე, გაყიდულია მისი მილიონობით წიგნი. „ნარნიის ქრონიკები" ყველაზე ცნობილი ნაწარმოებების ციკლია, ის რამდენიმე მხატვრული ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად.
• ყველა ადამიანი იღებს ცხოვრებაში იმას, რაც სურს, მაგრამ ამის შემდეგ ყველას არ უხარია
• მე დავწერე ის, რისი წაკითხვაც მინდოდა. ადამიანები ამას არ წერდნენ, მე თვითონ მომიწია
• ხანდახან სასარგებლოა ყველაფრის დაკარგვა, რათა გაიგო – რა გაკლია ნამდვილად
• მომავალი ისაა, რისკენაც თითოეული ჩვენგანი საათში 60 წუთის სიჩქარით მიილტვის
• სიყვარულის მთავარი მტერი გულგრილობაა და არა სიძულვილი
• რა ადამიანიც ხარ და საითაც იყურები, ამაზეა დამოკიდებულია ის, რასაც ხედავ და რაც გესმის
• როცა გეშინია, ყველაზე კარგია საფრთხისკენ პირით დადგე და ზურგს უკან იგრძნო რაღაც სითბო და იმედი
• ოდესმე საკმარისად გაიზრდებით იმისთვის, რომ კიდევ წაიკითხოთ ზღაპრები
• საბავშვო წიგნი, რომელიც მხოლოდ ბავშვებს მოსწონთ, ცუდი წიგნია. კარგი ყველასთვის კარგია. ვალსი, რომელიც სიხარულს მხოლოდ მოცეკვავეებს ანიჭებს – ცუდი ვალსია
• სამყაროში რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო, ის საკუთარ თავში უნდა დაძლიო
• ნუ ითავხედებ შენზე სუსტთან. შენზე ძლიერთან – როგორც გინდა
• თუ ფიქრობთ, რომ ამპარტავანი არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად ამპარტავანი ბრძანდებით
• სულში, ისევე, როგორც ნიადაგში, ყველაზე ღრმა ფესვებს ულამაზო ყვავილები უშვებს
• საკმარისია მეხსიერება გააღვიძო, რომ ის ძალაუფლების მოყვარე დესპოტად იქცევა
• მოწიფულ ასაკს მიღწეული ყოველთვის კეთილგანწყობილია ყმაწვილებისადმი, და ყველაზე დატვირთული ადამიანები ყოველთვის მზად არიან, სხვებს საკუთარი დრო დაუთმონ
• ტირილი ცუდი არაა, სანამ ტირი, მაგრამ ადრე თუ გვიან ცრემლი შრება და მაშინ უნდა გადაწყვიტო, რა გააკეთო
• არ ღირს დროის დახარჯვა იმაზე, რომ გაარკვიო, გიყვარს ადამიანი თუ არა. ისე მოიქეცი, თითქოს დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს
• შენ სული არ გაქვს. შენ სული ხარ. შენ სხეული გაქვს.