ყველაზე საინტერესო სამი რამ – სექსი, საკუთრება და რელიგია
13:35 10.02.2022 (განახლებულია: 12:00 23.03.2022)
© Facebook / Dale Carnegie Centerდეილ კარნეგი
© Facebook / Dale Carnegie Center
გამოწერა
ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ ხართ თქვენ, ან რა გაქვთ. ის მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რაზე ფიქრობთ.
„აზრების ფოიერვერკი" დეილ კარნეგის გამონათქვამებს გთავაზობთ.
დეილ ბრეკენრიჯ კარნეგი (Dale Breckenridge Carnegie, 1888-1955) – ამერიკელი პედაგოგი, ლექტორი, მწერალი, ორატორ-მოტივატორი. იდგა ურთიერთობების თეორიის შექმნის სათავეებთან, იმ დროის ფსიქოლოგების სამეცნიერო ნამუშევრები გადაჰქონდა პრაქტიკულ სფეროში. შეიმუშავა უკონფლიქტო ურთიერთობების საკუთარი კონცეფცია. დააარსა თვითსრულყოფის, ეფექტური ურთიერთობების, გამოსვლების უნარებისა და სხვა კურსები.
ისე მოიქეცი, თითქოს უკვე ბედნიერი ხარ, და ნამდვილად გახდები უფრო ბედნიერი.
საქმიანობა ყველაზე იაფი წამალია დედამიწაზე და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური.
არასდროს ეცადოთ მტერთან ანგარიშსწორება, რადგან ამით საკუთარ თავს უფრო მეტად დააზიანებთ, ვიდრე მათ. მოიქეცით როგორც გენერალი ეიზენჰაუერი: არასდროს, არცერთი წუთი არ იფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენთვის უსიამოვნო არიან.
ამ სამყაროში სიყვარულის დამსახურების მხოლოდ ერთი ხერხი არსებობს – უნდა შეწყვიტოთ მისი მოთხოვნა და დაიწყოთ სიყვარულის გაცემა ისე, რომ მადლიერების იმედი არ გქონდეთ.
თუ ადამიანების გადაკეთების სურვილი გაგიჩნდება, საკუთარი თავიდან დაიწყე – ეს სასარგებლოცაა და უსაფრთხოც.
ქალის გამომეტყველება მის ტანსაცმელზე მნიშვნელოვანია.
ადამიანების სამი მეოთხედი, რომლებსაც ხვალ შეხვდებით, თანაგრძნობას საჭიროებს. უთანაგრძნეთ მათ და ისინი გაგიგებენ თქვენ.
ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი და იყავით ის, ვინც ხართ.
გახსოვდეთ, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ ხართ თქვენ, ან რა გაქვთ. ის მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რაზე ფიქრობთ.
ამ სამყაროში ყველა ბედნიერებას ეძებს, და მისი პოვნის ერთადერთი სწორი ხერხი არსებობს. ესაა საკუთარი აზრების კონტროლი.
ადამიანის გულისკენ მიმავალი ყველაზე სწორი გზაა მასთან საუბარი იმაზე, რასაც ის ყველაზე მეტად აფასებს.
თუ ადამიანი შენს გამოყენებას ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის, ამოშალე ის ნაცნობების სიიდან.
ისწავლეთ დადგეთ სხვა ადამიანის პოზიციაზე და გაიგოთ, რა სჭირდება მას და არა თქვენ. ვინც ამას შეძლებს, მასთან მთელი სამყარო იქნება.
ადამიანური ნატურისთვის დამახასიათებელია ყველას დადანაშაულება საკუთარი თავის გარდა.
თუ გინდა ადამიანს რამის გაკეთება აიძულო, ამის საუკეთესო ხერხია – ისე გააკეთო, რომ მას თავად მოუნდეს ამის გაკეთება.
კამათში გამარჯვების ერთადერთი საშუალება მისგან თავის არიდებაა.
ბედნიერება გარეშე პირობებზე არ არის დამოკიდებული. ის შინაგან პირობებზეა დამოკიდებული.
სამყაროში სამი რამაა ყველაზე საინტერესო... სექსი, საკუთრება და რელიგია. პირველის საშუალებით შეგვიძლია სიცოცხლის შექმნა, მეორის საშუალებით მას ვინარჩუნებთ, ხოლო მესამის საშუალებით სიცოცხლის სხვა სამყაროში გაგრძელების იმედი გვაქვს.
თავად ღმერთი ადამიანს არ განსჯის, სანამ მისი აღსასრული არ დგება. და ჩვენ რატომ უნდა განვსაჯოთ?
უსამართლო კრიტიკა ხშირად კარგად შენიღბული ქათინაურია. ეს ნიშნავს, რომ შურისა და ეჭვიანობის გრძნობებს აღძრავთ.
ნებისმიერ სულელს შეუძლია თავისი შეცდომების დაცვა, მათი უმრავლესობა ასეც იქცევა. მაგრამ საკუთარი შეცდომების აღიარება ადამიანს საერთო მასის ზევით აყენებს და მას კეთილშობილებისა და ზეიმის გრძნობით აღავსებს.
პირფერობა ნიშნავს – ადამიანს უთხრა სწორედ ის, რასაც ის საკუთარ თავზე ფიქრობს.
როდესაც რაიმე საინტერესოსა და საუცხოოს ვაკეთებთ, იშვიათად ვიღლებით.
რა თქმა უნდა, თქვენს მეუღლეს აქვს თავისი ნაკლოვანებები. ის რომ წმინდანი იყოს, თქვენ არასდროს მოგიყვანდათ ცოლად.
რაც უფრო მნიშვნელოვანია ადამიანი, მით უფრო მეტ კმაყოფილებას იღებენ მისი შეურაცხმყოფელი ადამიანები.
ღიმილი არაფერი ღირს, მაგრამ ძვირად ფასობს...
თუ ბედმა ლიმონი გარგუნა, გააკეთე მისგან ლიმონათი.
როცა ადამიანი ომს უცხადებს საკუთარ თავს, ის უკვე რაღაცად ღირს.
რაიმეს სწავლის ძლიერი სურვილი წარმატების უკვე 50 პროცენტია.
კრიტიკა საფოსტო მტრედს ჰგავს: ის ყოველთვის უკან ბრუნდება.
უმოქმედობა შფოთვასა და შიშს ბადებს, მოქმედება – თავდაჯერებულობასა და გამბედაობას. თუ შიშის დაძლევა გინდა, ნუ იჯდები სახლში და იფიქრებ ამაზე. ადექი და იმოქმედე.