„სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ჩინელ ფილოსოფოსს, ლაო-ძის.
მისი ვინაობა დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი" ნიშნავს მოხუც ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ლაო-ძიმ კაცობრიობას „დაო დე ძინი" უანდერძა, რომელსაც კაცობრიობიბის მარადიული საგანძური უწოდეს. „დაო დე ძინმა" საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას — დაოსიზმს.
• არასდროს განსაჯო ადამიანი, სანამ გრძელ გზას მისი ფეხსაცმლით არ გაივლი
• ყურადღებით იყავით საკუთარ აზრებთან… ისინი მოქმედებების დასაწყისია
• გმართავთ ის, ვინც გაბრაზებთ
• ვინც იღებს, ხელისგულს ივსებს, ვინც გასცემს — გულს…
• სამყაროში არაფერია წყალზე სუსტი და ნაზი რამ, მაგრამ მას ყველაზე მყარი საგნის დანგრევა შეუძლია
• როცა კანონები და ბრძანებები მატულობს, მატულობს ქურდებისა და ყაჩაღების რაოდენობა
• ჭკვიანი ყოველდღე ავსებს თავის ცოდნას. ბრძენი ყოველდღე შლის ზედმეტს.
• ყველაფრის წინასწარმეტყველება შეიძლება, გარდა მომავლისა.
• სხვების მძლეველი — ძლიერია, საკუთარი თავის — უძლიერესი.
• იმაზე მეტი უბედურება არაფერია, ვიდრე არ დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს.
• ჭეშმარიტი სიტყვები არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვები არ არის ჭეშმარიტი.
• ვინც ლაპარაკობს, არ იცის, ვინც იცის — არ ლაპარაკობს.
• ვინც მოკვდა, მაგრამ დავიწყებული არ არის, ის უკვდავია.
• თუ დეპრესიაში ხართ, ეს ნიშნავს, რომ წარსულით ცხოვრობთ. თუ შეშფოთებული ხართ, ნიშნავს, რომ მომავლით ცხოვრობთ. თუ მშვიდობის განცდა გაქვთ — აწმყოთი ცხოვრობთ.
• ეძებეთ, და გაუშვებთ. ნუ ეძებთ და იპოვით. შეწყვიტეთ ძებნა და იყავით. უბრალოდ, იყავით და თქვენდა გასაოცრად — იპოვით!
• როდესაც გააცნობიერებთ, რომ საწუწუნო არაფერი გაქვთ, მთელი სამყარო თქვენი გახდება.
• იდეალურისკენ სწრაფვაში არ დაგავიწყდეთ, რომ იცხოვროთ!
• სჯობს, გარეგნულად რბილი იყოთ და შინაგანად ძლიერი, ვიდრე გარეგნულად ძლიერი და შინაგანად — რბილი.
• თიხისგან ქოთანი კეთდება, მაგრამ მხოლოდ მის შიგნით არსებული სიცარიელისთვის…
• ამღვრეულ წყალს თუ გააჩერებ, გამჭვირვალე გახდება.
• ვინც ფიქრობს, რომ ყველაფრის არსს ჩაწვდა, მან არაფერი იცის.
• ვინც არ იბრძვის, ის დაუმარცხებელია.
• სამყაროს შეცნობა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. ისე, რომ ფანჯარაში არ გაიხედო, შეგიძლია არსებობის ჭეშმარიტი აზრი შეიცნო. სწავლა ყველგან და ყველასგან შეიძლება, თუ გწადია და შეგიძლია.
• ჭიანჭველა მოძრაობაში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე მთვლემარე მოზვერი.