ქალი, ანუ დანებდი და გაიმარჯვებ

© photo: Pixabay / B_kowskyსაჰაერო ბურთები
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2023
გამოწერა
ვინც ჭამს და ვისაც ჭამენ – ცხოვრების კანონები, სადაც ვინმე აუცილებლად უნდა დამარცხდეს...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ჯეკ ლონდონის გამონათქვამებს.
ჯეკ ლონდონი (Jack London, დაბადებით ჯონ გრიფიტ ჩეინი John Griffith Chaney, 1876-1916) ამერიკელი მწერალი, სათავგადასავლო მოთხრობებისა და რომანების ავტორი. მისი ცნობილი ნაწარმოებებია: „ზღვის მგელი“, „თეთრი ეშვი“, „წინაპართა ძახილი“, „მარტინ იდენი“, „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ და სხვ.
სიკვდილი ხომ კეთილია. მხოლოდ სიცოცხლეს მოაქვს ტანჯვა. მაგრამ ჩვენ სიცოცხლე გვიყვარს და სიკვდილი გვძულს. ძალზე უცნაურია.
გამოუთქმელი მახრჩობს.
ხანდახან მგონია, რომ მამაკაცის ისტორია - ეს ყოველთვის მისი ქალისადმი სიყვარულის ისტორიაა.
იმიტომ ბერდები, რომ აღარ გიყვარს...>>
სიყვარული - კიდევ უფრო პირქუში და სასტიკი გრძნობაა, ვიდრე სიყვარული.
მხოლოდ ძლიერმა იცის ჭეშმარიტი სინაზე და მხოლოდ ამაყმა იცის ჭეშმარიტი მორჩილება.
მახსოვს უამრავი ქალი, საიდანაც აღმოცენდა ის - ერთადერთი.
ცხოვრება - აი, რა არის რეალობაცა და საიდუმლოც. ცხოვრება უკიდეგანოდ ფართოა, ვიდრე უბრალოდ მატერიის სხვადასხვა ქიმიური შენაერთი, რომლებიც ამა თუ იმ ფორმას იღებს. ცხოვრება რაღაც უწყვეტია. ცხოვრება - ეს უკვდავი ცეცხლოვანი ძაფია, რომელიც მატერიის ერთ ფორმას მეორესთან აკავშირებს.
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
სიყვარული: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი
მამაკაცის საქციელში ბევრი რამ ქალით აიხსნება.
ცხოვრება იმედგაცრუებებით არის სავსე და ეს სწორია. ხორცი უფრო გემრიელია, როცა გშია, ხოლო საწოლი უფრო რბილია მძიმე გზის შემდეგ.
უშიშრობა გამოცდილებისა და ცოდნის ნაყოფია და არა ძალის გამოხატულება.
ადამიანმა უნდა იცხოვროს და არა იარსებოს!
ბოლოს და ბოლოს, ადამიანს ერთი ცხოვრება ეძლევა - რატომ არ უნდა განვლო ის ისე, როგორც საჭიროა?
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...>>
ასეთია თამაში, რომელსაც ცხოვრებას ვუწოდებთ. მას თავისი წესები აქვს, ვინმე აუცილებლად უნდა დამარცხდეს.
გიყვარდეს - უფრო კარგი და მშვენიერია, ვიდრე უყვარდე. ეს გრძნობა ადამიანს აძლევს იმას, რისთვისაც ღირს ცხოვრება და რისთვისაც ის მზადაა, მოკვდეს.
ადამიანი თავის სიკვდილამდე უფრო დიდი ხნით ადრეც მკვდარია.
რა იოლია, კეთილი იყო.
არწივი მთებში - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა - სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...
ზოგადად, თითოეული ქალი თითოეული მამაკაცისთვის სასურველია. როცა ჩვენში სურვილს მხოლოდ ერთადერთი ქალი აღძრავს, ამას სიყვარულს ვუწოდებთ.
მთელი უბედურება ისაა, რომ სიტყვებისგან შეუძლებელია ზუსტად გაიგო, რისთვის ითქვა ის.
ადამიანი უნდა ცხოვრობდეს არა ფულის, არამედ ბედნიერების გამო, რომელსაც ვერავინ მოგცემს, ვერ იყიდი, ვერ გაყიდი, რომლისთვისაც ვერაფერს გადაიხდი.
ვისაც აზროვნება არ შეუძლია, ფიქრობს, რომ აზროვნებს და განაგებს იმ ადამიანების ბედს, ვინც მართლა აზროვნებს.
ყველას, საკუთარი სულის წყობიდან გამომდინარე, თავისი სიბრძნე აქვს. ჩემი ჩემთვის ისევე უდავოა, როგორც თქვენი თქვენთვის.
სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება>>
ბრძანებით გაკეთებული სიკეთე სიკეთე არაა.
ქალი - ეს შეუმდგარი მამაკაცია.
გონება სიყვარულის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. სწორად მსჯელობს საყვარელი ქალი თუ არა - სულ ერთია. სიყვარული გონებაზე მაღლა დგას.
ყოველი ადამიანი პატივისცემის ღირსია, თუ ის თავს სხვებზე უკეთესად არ მიიჩნევს.
რა პატარაა ადამიანი და რა დიდია.
ჩაკ პალანიკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2022
ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...
უცნობი მხოლოდ ცნობილით იზომება.
ცხოვრებას ინტელექტუალური ტერმინებით ვერ ახსნი.
ცხოვრების მიზანია ნადავლი. ცხოვრების არსია ნადავლი. ცხოვრება სიცოცხლით იკვებება. ყველაფერი ცოცხალი სამყაროში იყოფა მათზე, ვინც ჭამს და მათზე, ვისაც ჭამენ. და ეს კანონი ამბობს: ჭამე, თორემ შეგჭამენ.
იდუმალების ელემენტის გარეშე სამყარო ბრტყელი და უინტერესო იქნებოდა.
ცხოვრება სამ ვეშაპზე დგას: ფული, სიყვარული, ძალაუფლება.
ყველა ახალი ამბავი
0