https://sputnik-georgia.com/20221124/jules-renard-jiul-renari-272432116.html
სიყვარული: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი
სიყვარული: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი
Sputnik საქართველო
სიყვარული ქვიშის საათს ჰგავს: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი... 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T13:12+0400
2022-11-24T13:12+0400
2022-11-24T17:00+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/84/245218401_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_31dfa1b78b4133a327243a71790a901b.jpg
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ჟიულ რენარის მოსაზრებებს.ჟიულ რენარი (Jules Renard, 1864-1910) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი. შექმნილი აქვს არაერთი ნოველა, მოთხრობა. მისი ნაწარმოები (ნოველების კრებული) „ბუნებრივი ისტორიები“ ილუსტრირებული აქვს ანრი დე ტულუზ-ლოტრეკს, მორის რაველმა კი ამავე ნაწარმოების ტექსტზე მუსიკა დაწერა. რენარის ნაწარმოები „წითური“ არაერთხელ იყო ეკრანიზებული.არიან ორი ტიპის ადამიანები. ერთნი სამყაროს ატრიალებენ, მეორენი კი გაიძახიან: „საით მიექანება ეს სამყარო!“სამუშაო - ეს ნაწილობრივ ციხეა: ის ხელს გვიშლის დავინახოთ, რამდენი კარგი რამ ხდება ჩვენ გარშემო.სიზარმაცე - ესაა ჩვევა, დაისვენო მანამდე, სანამ დაღლილხარ.ცხოვრება. მისი სულ უფრო ნაკლებად მესმის და ის სულ უფრო მეტად მიყვარს!ცრუ შეიძლება მოკრძალება იყოს, მაგრამ არა - სიამაყე.ცხოვრება მჩხვლეტი და ბასრი იარაღებით სავსე ყუთია. ხელები მუდამ სისხლამდე დასერილი გვაქვს.იყავი მოკრძალებული - ეს სიამაყის სახეობა არ არის, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ირგვლივ მყოფებს.ჩვენი სიზარმაცისთვის ვისჯებით არა მხოლოდ ჩვენი წარუმატებლობით, არამედ სხვისი წარმატებებითაც.ღმერთმა ბუნება კარგი შექმნა, მაგრამ ადამიანთან მარცხი მოუვიდა.სიყვარული ქვიშის საათს ჰგავს: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი.ნამდვილი სიყვარული ისაა, რომელიც მრავალწლიან არა განშორებას, არამედ სიახლოვეს უძლებს>>პატარა სამშობლო მაინც დიდია – ის ხომ ერთადერთია.ადამიანი ხასიათით იშვიათადაა კარგი ხასიათის.რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.ნებისმიერ ქალში ცხოვრობს სიდედრი.ტვინმა სირცხვილი რა არის, არ იცის.ცხოველები. რაც ნოეს კიდობნიდან გამოვიდნენ, ერთმანეთს დაერივნენ.„რქიანი“: საოცარია, რომ ამ მეტსახელს ქალზე არ ამბობენ.საინტერესოა, რას აკეთებს თვალი, როცა ქუთუთო ეფარება.ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ რა გრძელია ის დაბადებიდან სიკვდილამდე.სიბერე მაშინ დგება, როცა ადამიანი ამბობს: „არასდროს არ მიგრძვნია თავი ასე ახალგაზრდად“.თუ იცით, რა არის ცხოვრება, თქვენი მისამართი მომეცით.თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…>>სიბერე მოულოდნელად, თოვლივით მოდის. დილით იღვიძებ და ხედავ, რომ ყველაფერი გადათეთრებულია.თუ ფულში არ არის ბედნიერება, მაშინ დაურიგეთ ის მეზობლებს.ფემინიზმია, როცა უკვე აღარ აქვთ მშვენიერი პრინცის იმედი.რა სულელური ილუზიაა - ეცადო იყო ერთადერთი ერთგული მეგობარი.ოჰ, ნეტა შეიძლებოდეს საქორწინო მოგზაურობაში მარტო წასვლა.უფრო რთულია ერთი კვირის განმავლობაში წესიერი ადამიანი იყო, ვიდრე 15 წუთი - გმირი.ბოლოს და ბოლოს გავიგე, რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან - ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებებით.ნებისყოფით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ მითხარით, როგორ მოვიპოვო ნებისყოფა?ადამიანი, რომელსაც გაუმართლა, ის ადამიანია, რომელიც აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც სხვები მხოლოდ აპირებდნენ.იყო გულწრფელი - ნიშნავს, შეგნებულად დაადგა სხვებს ფეხი.ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ მას მოწყენილობა ჭიმავს.ქალის არჩევანი: მამაკაცი, რომელიც ქალებს უყვართ, თუ მამაკაცი, რომელიც ქალებს არ უყვართ>>ბედნიერების სახლს რომ აშენებდნენ, ყველაზე დიდი ოთახი მოსაცდელი დარბაზი იქნებოდა.წერა - ეს საუბრის განსაკუთრებული ხერხია: ლაპარაკობ და არავინ გაწყვეტინებს სიტყვას. ჩვენი ცხოვრება ჩანახატივით გამოიყურება.არის მომენტები, როცა ყველაფერი გამოგვდის. არ შეგეშინდეთ - ეს გაივლის!ბედნიერება ყველაზე ხანმოკლეა ყველა შთაბეჭდილებას შორის.ფრაზა აზრის ფილტრია.თვალებში სული აისახება; ენაში - საზოგადოება.ჭეშმარიტი ეგოისტი იმაზეც თანახმაა, რომ სხვები იყვნენ ბედნიერი, თუ ამ ბედნიერებას ის მოუტანს მათ.ძალიან გულმოდგინედაც ნუ ჩაეჭიდებით თქვენს ნაკლოვანებებს იმ საბაბით, რომ სრულყოფილება ამქვეყნიური არ არის.რა ერთგვაროვანი იქნებოდა თოვლი, უფალს რომ ყვავი არ შეექმნა.დედამიწაზე სამოთხე არაა. შესაძლოა, მისი რაღაც პატარა ნაწილები იყოს აქეთ-იქით გაფანტული.მხოლოდ დრო არ კარგავს დროს.
https://sputnik-georgia.com/20221116/goderzi-coxeli-272166775.html
https://sputnik-georgia.com/20221106/stefan-cvaigi-stefan-zweig-271974831.html
https://sputnik-georgia.com/20221019/chuck-palahniuk-cak-palaniki-271452675.html
https://sputnik-georgia.com/20220804/karlos-kastaneda-carlos-castaneda-269199632.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24521/84/245218401_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4a2bd95aa391e95f80795c278074ebab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
სიყვარული: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი
13:12 24.11.2022 (განახლებულია: 17:00 24.11.2022) სიყვარული ქვიშის საათს ჰგავს: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ ჟიულ რენარის მოსაზრებებს.
ჟიულ რენარი (Jules Renard, 1864-1910) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი. შექმნილი აქვს არაერთი ნოველა, მოთხრობა. მისი ნაწარმოები (ნოველების კრებული) „ბუნებრივი ისტორიები“ ილუსტრირებული აქვს ანრი დე ტულუზ-ლოტრეკს, მორის რაველმა კი ამავე ნაწარმოების ტექსტზე მუსიკა დაწერა. რენარის ნაწარმოები „წითური“ არაერთხელ იყო ეკრანიზებული.
არიან ორი ტიპის ადამიანები. ერთნი სამყაროს ატრიალებენ, მეორენი კი გაიძახიან: „საით მიექანება ეს სამყარო!“
სამუშაო - ეს ნაწილობრივ ციხეა: ის ხელს გვიშლის დავინახოთ, რამდენი კარგი რამ ხდება ჩვენ გარშემო.
სიზარმაცე - ესაა ჩვევა, დაისვენო მანამდე, სანამ დაღლილხარ.
ცხოვრება. მისი სულ უფრო ნაკლებად მესმის და ის სულ უფრო მეტად მიყვარს!
ცრუ შეიძლება მოკრძალება იყოს, მაგრამ არა - სიამაყე.
ცხოვრება მჩხვლეტი და ბასრი იარაღებით სავსე ყუთია. ხელები მუდამ სისხლამდე დასერილი გვაქვს.
იყავი მოკრძალებული - ეს სიამაყის სახეობა არ არის, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ირგვლივ მყოფებს.
ჩვენი სიზარმაცისთვის ვისჯებით არა მხოლოდ ჩვენი წარუმატებლობით, არამედ სხვისი წარმატებებითაც.
ღმერთმა ბუნება კარგი შექმნა, მაგრამ ადამიანთან მარცხი მოუვიდა.
სიყვარული ქვიშის საათს ჰგავს: რაც უფრო ივსება გული, მით უფრო ცარიელდება თავი.
პატარა სამშობლო მაინც დიდია – ის ხომ ერთადერთია.
ადამიანი ხასიათით იშვიათადაა კარგი ხასიათის.
რაც უფრო მეტს კითხულობ, მით ნაკლებად ბაძავ.
ნებისმიერ ქალში ცხოვრობს სიდედრი.
ტვინმა სირცხვილი რა არის, არ იცის.
ცხოველები. რაც ნოეს კიდობნიდან გამოვიდნენ, ერთმანეთს დაერივნენ.
„რქიანი“: საოცარია, რომ ამ მეტსახელს ქალზე არ ამბობენ.
საინტერესოა, რას აკეთებს თვალი, როცა ქუთუთო ეფარება.
ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ რა გრძელია ის დაბადებიდან სიკვდილამდე.
სიბერე მაშინ დგება, როცა ადამიანი ამბობს: „არასდროს არ მიგრძვნია თავი ასე ახალგაზრდად“.
თუ იცით, რა არის ცხოვრება, თქვენი მისამართი მომეცით.
სიბერე მოულოდნელად, თოვლივით მოდის. დილით იღვიძებ და ხედავ, რომ ყველაფერი გადათეთრებულია.
თუ ფულში არ არის ბედნიერება, მაშინ დაურიგეთ ის მეზობლებს.
ფემინიზმია, როცა უკვე აღარ აქვთ მშვენიერი პრინცის იმედი.
რა სულელური ილუზიაა - ეცადო იყო ერთადერთი ერთგული მეგობარი.
ოჰ, ნეტა შეიძლებოდეს საქორწინო მოგზაურობაში მარტო წასვლა.
უფრო რთულია ერთი კვირის განმავლობაში წესიერი ადამიანი იყო, ვიდრე 15 წუთი - გმირი.
ბოლოს და ბოლოს გავიგე, რით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან - ფულთან დაკავშირებული უსიამოვნებებით.
ნებისყოფით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ მითხარით, როგორ მოვიპოვო ნებისყოფა?
ადამიანი, რომელსაც გაუმართლა, ის ადამიანია, რომელიც აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც სხვები მხოლოდ აპირებდნენ.
იყო გულწრფელი - ნიშნავს, შეგნებულად დაადგა სხვებს ფეხი.
ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ მას მოწყენილობა ჭიმავს.
ბედნიერების სახლს რომ აშენებდნენ, ყველაზე დიდი ოთახი მოსაცდელი დარბაზი იქნებოდა.
წერა - ეს საუბრის განსაკუთრებული ხერხია: ლაპარაკობ და არავინ გაწყვეტინებს სიტყვას.
ჩვენი ცხოვრება ჩანახატივით გამოიყურება.
არის მომენტები, როცა ყველაფერი გამოგვდის. არ შეგეშინდეთ - ეს გაივლის!
ბედნიერება ყველაზე ხანმოკლეა ყველა შთაბეჭდილებას შორის.
თვალებში სული აისახება; ენაში - საზოგადოება.
ჭეშმარიტი ეგოისტი იმაზეც თანახმაა, რომ სხვები იყვნენ ბედნიერი, თუ ამ ბედნიერებას ის მოუტანს მათ.
ძალიან გულმოდგინედაც ნუ ჩაეჭიდებით თქვენს ნაკლოვანებებს იმ საბაბით, რომ სრულყოფილება ამქვეყნიური არ არის.
რა ერთგვაროვანი იქნებოდა თოვლი, უფალს რომ ყვავი არ შეექმნა.
დედამიწაზე სამოთხე არაა. შესაძლოა, მისი რაღაც პატარა ნაწილები იყოს აქეთ-იქით გაფანტული.
მხოლოდ დრო არ კარგავს დროს.