თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…

© Pixabay / ddimitrovaჩიტები ხის ტოტზე
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
გამოწერა
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს... ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები...
აზრების ფოიერვერკი" გთავაზობთ ოტია იოსელიანის გამონათქვამებს.
ოტია იოსელიანი (1930-2011) – გამოჩენილი ქართველი მწერალი, რომლის ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიეტუვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე, სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად…
© photo: National Library of Georgiaოტია იოსელიანი
ოტია იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2022
ოტია იოსელიანი
ავტორია სცენარების, რომანების, მათ შორის: „ვარსკვლავთცვენა", „ჯარისკაცი დაბრუნდა", „იყო ერთი ქალი", „ტყვეთა ტყვე", „შავი და ცისფერი მდინარე", „ქალი გამოვიდა საღალატოდ"; პიესების: „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", „სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვ. დაწერილი აქვს საბავშვო ნაწარმოებები, პიესები, ნოველები...
სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!
ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ – სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.
გადამწირული ქართველობა და გულის მოსავალი>>
ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!
ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.
ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.
სიყვარული… შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყამს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის დამონტაჟება დაავიწყდა
ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა… მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…
თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა…
სიყვარულის და ვნების დამწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო, კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას…
გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე...
გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.
ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი. წარმომავლობა, რაც ისტორიას დაავიწყდა, ენას ახსოვს. ერები რომ გადაშენდნენ, მათი ენა ცოცხლობს. ენა მკვდარი ერების ძეგლია.
კავკასიის მთები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…
იქნება ყველაფრის ღრმა წვდომა გვიჭირს და ვერაფრით თავი რომ ვერ გაგვირთმევია ჩვენი აწეწილ-დაწეწილი ცხოვრებისათვის, ბედისთვის ბრმად მიგვინდვია, მაგრამ პირველი და გამოუსწორებელი მარცხიც ესაა. ბედ-იღბალი თუა და მართლა მინდობა შეიძლება, მაშინ ჭკუა-გონება და აზრი რაღად გვინდა.
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>
დღემდე არ ყოფილა დედამიწაზე იმისთანა ქვეყანა, სადაც კაცისშვილს თავის გუნებისად გაევლო წუთისოფელი. შეგუების უნარი – მოთმინება და მოთმინება. აი, ერთადერთი, რამაც გააძლებინა ამ მუდამ შევიწროებულ, ბედგამწყრალ არსებას და მოიყვანა დღემდე.
ვისაც სახლში არ სცივა, სითბოს ძებნას გარეთ არ დაიწყებს.
ცხოვრება ჩვენსავით გულჩვილი როდია, მას ჩვენ ჯარისკაცებად ვყავართ გაჩენილი და ჯარისკაცს ვინ ჰკითხავს, უნდა ომი თუ არა.
ყველა ახალი ამბავი
0