https://sputnik-georgia.com/20221019/chuck-palahniuk-cak-palaniki-271452675.html
ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...
ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...
Sputnik საქართველო
ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფრო ძნელია სიხარულის გახსენება... 19.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-19T14:09+0400
2022-10-19T14:09+0400
2022-10-19T19:52+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24203/91/242039170_0:119:1601:1019_1920x0_80_0_0_fd058374111d73a9dbe1efb8be1f97be.jpg
„აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჩაკ პალანიკის გამონათქვამებს.ჩაკ პალანიკი (Charles Michael „Chuck“ Palahniuk, 1962) – თანამედროვე ამერიკელი, წარმოშობით უკრაინელი მწერალი, თავისუფალი ჟურნალისტი. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „მებრძოლთა კლუბი“ (რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. რეჟისორი დევიდ ფინჩერი, როლებში ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და სხვ.), ასევე ავტორია ცნობილი რომანებისა „გადარჩენილი“, „უხილავი მონსტრები“, „ჰაერის უკმარისობა“, „იავნანა“ და სხვ.ხშირად ადამიანები ტოვებენ პატარა ქალაქებს, რათა იქ დაბრუნებაზე იოცნებონ. სხვები კი რჩებიან, რათა იქიდან წასვლაზე იოცნებონ.ვერასდროს შეძლებ დაივიწყო ის, რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გინდა.ადამიანები, რომლებიც არ სვამენ, არ ეწევიან, არასდროს იგინებიან და არ ლაპარაკობენ სექსზე, ჩემში რაღაც ეჭვებს ბადებენ. დარწმუნებული ვარ, ღამღამობით ისინი ბავშვების ცხედრებს ანაწევრებენ, ან კიდევ რაღაც ამგვარს აკეთებენ.როდესაც ბოლო იმედს კარგავ, თავისუფლებას ჰპოვებ!თითოეულისთვის, ვინც გიცნობს, შენ სხვადასხვანაირი ხარ.თუ იცი, რა იქნებ შემდგომ, კარგად დააკვირდი იმას, რაც უკვე იყო.ადამიანებს თავიანთი ტკივილი, პირდაპირი მნიშვნელობით, უყვარდებათ და მისი მიტოვება უბრალოდ არ შეუძლიათ.დიდი ძმა მღერის და ცეკვავს. ძალით გაჭმევს დიდი კოვზით, რომ შენმა გონებამ ფიქრზე არ იშიმშილოს, რომ ჩაფიქრების ნება არ მოგცეს.იმიტომ ბერდები, რომ აღარ გიყვარს...>>როცა არის რაღაც ძალაუფლება, თუნდაც ძალაუფლების შესაძლებლობა, მაშინვე მეტი გინდება.საუბარი არაა იმაზე, ვინ დამნაშავეა და ვინ - არა. დინოზავრებიც არ იყვნენ არც კარგები, არც ცუდები მორალის თვალსაზრისით, თუმცა - გადაშენდნენ.მარადიულ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით უბედურება ისაა, რომ ყველაფერს შემდეგისთვის გადადებ ხოლმე. დროს აჭიანურებ.ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია. ვომობთ, ვომობთ, ვომობთ... იარაღით, სიტყვით, ფულით. მაგრამ ყველაფერი უწინდებურად რჩება: სამყარო უკეთესი არ ხდება.თითოეული ჩვენგანი ასევე გენიოსია. მხოლოდ, თითოეული - თავისებურად.იმაზე ახალგაზრდა, ვიდრე დღეს საღამოს ვართ, აღარ გავხდებით.ნებისმიერი ვაჟი, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა, გარკვეულად უკვე ცოლიანი იბადება. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ დედა არ მოკვდება, ნებისმიერი სხვა ქალი შენს ცხოვრებაში მხოლოდ საყვარელი შეიძლება გახდეს.ის, რასაც ორი ერთმანეთს არ ეუბნება, მათ უფრო მეტად აკავშირებს, ვიდრე გულახდილობა.ნამდვილად თვითონ ვიგონებთ ტრაგედიას, რომ ცარიელი ცხოვრება რამენაირად შევავსოთ.ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია>>ძველი პრინციპია, თითქოს სილამაზე საუკუნო სიხარულია. ჩემი პირადი გამოცდილებით კი უმშვენიერესი ლამაზმანიც კი მხოლოდ სამი საათის სიხარულია - ეს ზღვარია. ამის შემდეგ ხომ მას თავისი ბავშვობის ყველა ტრავმის შესახებ მოყოლის სურვილი უჩნდება.სქესთან არანაირი თანასწორობა არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. როცა კაცები დაიწყებენ მშობიარობას, მაშინ შეიძლება თანასწორობაზე საუბარი.თაობიდან თაობამდე ადამიანები მუშაობენ საძულველ ადგილებზე მხოლოდ იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ იყიდონ ის, რაც არ სჭირდებათ.ვეჭიდებით ჩვენს წარსულს, რადგან მომავალს არ ვენდობით.ისტერიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მაყურებელი ჰყავს.ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფრო ძნელია სიხარულის გახსენება. ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...როცა თავს სუსტად აჩვენებ, ადამიანებზე ძალაუფლებას იხვეჭ. შენთან შედარებით ისინი თავს ძლიერად გრძნობენ. როცა ადამიანებს შენი გადარჩენის უფლებას აძლევ, ამით შენ შველი მათ. ყველაფერი, რაც საჭიროა - ესაა იყო სუსტი, მგრძნობიარე და მადლიერი. ამიტომ დარჩი უიღბლო.ყველაფრის დაკარგვით თავისუფლებას ჰპოვებ? თავისუფლება საკუთარ თავში უნდა ეძებო. არაფერი მხოლოდ მკვდარს არ აქვს. ვინც ცოცხალია, სიცოცხლე მაინც აქვს.თეატრი ფიქრებში. ბორდელი ქვეცნობიერში.მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...>>სასაცილო სიმართლეა - გვერდით მყოფ ქალებზე არ ფიქრობ... სამაგიეროდ ვერ ივიწყებ ქალებს, რომლებიც დაკარგე... ან რომლებიც ჯერ არ გყოლია...ის, ვინც გიყვარს და ის, ვისაც უყვარხარ, არ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი იყოს.ხელოვნება მხოლოდ ვარამისგან იბადება. და არასდროს - სიხარულისგან.ზოგიერთი ჩვენგანი ადამიანად იბადება. დანარჩენები ამისკენ მთელი ცხოვრება მიდიან.
https://sputnik-georgia.com/20221013/ras-amboben-geniosebi-siyvarulze-271301676.html
https://sputnik-georgia.com/20220804/karlos-kastaneda-carlos-castaneda-269199632.html
https://sputnik-georgia.com/20211216/dimitri-uznaze-262907427.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24203/91/242039170_42:0:1557:1136_1920x0_80_0_0_530f9cc1d92f41868c4904f47b70afe1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები , წასაკითხი ამბები
ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...
14:09 19.10.2022 (განახლებულია: 19:52 19.10.2022) ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფრო ძნელია სიხარულის გახსენება...
„
აზრების ფოიერვერკი“ წარმოგიდგენთ ჩაკ პალანიკის გამონათქვამებს.
ჩაკ პალანიკი (Charles Michael „Chuck“ Palahniuk, 1962) – თანამედროვე ამერიკელი, წარმოშობით უკრაინელი მწერალი, თავისუფალი ჟურნალისტი. მისი ყველაზე ცნობილი რომანია „მებრძოლთა კლუბი“ (რომანის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. რეჟისორი დევიდ ფინჩერი, როლებში ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და სხვ.), ასევე ავტორია ცნობილი რომანებისა „გადარჩენილი“, „უხილავი მონსტრები“, „ჰაერის უკმარისობა“, „იავნანა“ და სხვ.
ხშირად ადამიანები ტოვებენ პატარა ქალაქებს, რათა იქ დაბრუნებაზე იოცნებონ. სხვები კი რჩებიან, რათა იქიდან წასვლაზე იოცნებონ.
ვერასდროს შეძლებ დაივიწყო ის, რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გინდა.
ადამიანები, რომლებიც არ სვამენ, არ ეწევიან, არასდროს იგინებიან და არ ლაპარაკობენ სექსზე, ჩემში რაღაც ეჭვებს ბადებენ. დარწმუნებული ვარ, ღამღამობით ისინი ბავშვების ცხედრებს ანაწევრებენ, ან კიდევ რაღაც ამგვარს აკეთებენ.
როდესაც ბოლო იმედს კარგავ, თავისუფლებას ჰპოვებ!
თითოეულისთვის, ვინც გიცნობს, შენ სხვადასხვანაირი ხარ.
თუ იცი, რა იქნებ შემდგომ, კარგად დააკვირდი იმას, რაც უკვე იყო.
ადამიანებს თავიანთი ტკივილი, პირდაპირი მნიშვნელობით, უყვარდებათ და მისი მიტოვება უბრალოდ არ შეუძლიათ.
დიდი ძმა მღერის და ცეკვავს. ძალით გაჭმევს დიდი კოვზით, რომ შენმა გონებამ ფიქრზე არ იშიმშილოს, რომ ჩაფიქრების ნება არ მოგცეს.
როცა არის რაღაც ძალაუფლება, თუნდაც ძალაუფლების შესაძლებლობა, მაშინვე მეტი გინდება.
საუბარი არაა იმაზე, ვინ დამნაშავეა და ვინ - არა. დინოზავრებიც არ იყვნენ არც კარგები, არც ცუდები მორალის თვალსაზრისით, თუმცა - გადაშენდნენ.
მარადიულ ახალგაზრდობასთან დაკავშირებით უბედურება ისაა, რომ ყველაფერს შემდეგისთვის გადადებ ხოლმე. დროს აჭიანურებ.
ჩხუბის გარეშე არ შეგვიძლია. ვომობთ, ვომობთ, ვომობთ... იარაღით, სიტყვით, ფულით. მაგრამ ყველაფერი უწინდებურად რჩება: სამყარო უკეთესი არ ხდება.
თითოეული ჩვენგანი ასევე გენიოსია. მხოლოდ, თითოეული - თავისებურად.
იმაზე ახალგაზრდა, ვიდრე დღეს საღამოს ვართ, აღარ გავხდებით.
ნებისმიერი ვაჟი, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა, გარკვეულად უკვე ცოლიანი იბადება. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, სანამ დედა არ მოკვდება, ნებისმიერი სხვა ქალი შენს ცხოვრებაში მხოლოდ საყვარელი შეიძლება გახდეს.
ის, რასაც ორი ერთმანეთს არ ეუბნება, მათ უფრო მეტად აკავშირებს, ვიდრე გულახდილობა.
ნამდვილად თვითონ ვიგონებთ ტრაგედიას, რომ ცარიელი ცხოვრება რამენაირად შევავსოთ.
ძველი პრინციპია, თითქოს სილამაზე საუკუნო სიხარულია. ჩემი პირადი გამოცდილებით კი უმშვენიერესი ლამაზმანიც კი მხოლოდ სამი საათის სიხარულია - ეს ზღვარია. ამის შემდეგ ხომ მას თავისი ბავშვობის ყველა ტრავმის შესახებ მოყოლის სურვილი უჩნდება.
სქესთან არანაირი თანასწორობა არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. როცა კაცები დაიწყებენ მშობიარობას, მაშინ შეიძლება თანასწორობაზე საუბარი.
თაობიდან თაობამდე ადამიანები მუშაობენ საძულველ ადგილებზე მხოლოდ იმისთვის, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ იყიდონ ის, რაც არ სჭირდებათ.
ვეჭიდებით ჩვენს წარსულს, რადგან მომავალს არ ვენდობით.
ისტერიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა მაყურებელი ჰყავს.
ძნელია ტკივილის დავიწყება, მაგრამ უფრო ძნელია სიხარულის გახსენება. ბედნიერება სამახსოვრო იარას არ ტოვებს...
როცა თავს სუსტად აჩვენებ, ადამიანებზე ძალაუფლებას იხვეჭ. შენთან შედარებით ისინი თავს ძლიერად გრძნობენ. როცა ადამიანებს შენი გადარჩენის უფლებას აძლევ, ამით შენ შველი მათ. ყველაფერი, რაც საჭიროა - ესაა იყო სუსტი, მგრძნობიარე და მადლიერი. ამიტომ დარჩი უიღბლო.
ყველაფრის დაკარგვით თავისუფლებას ჰპოვებ? თავისუფლება საკუთარ თავში უნდა ეძებო. არაფერი მხოლოდ მკვდარს არ აქვს. ვინც ცოცხალია, სიცოცხლე მაინც აქვს.
თეატრი ფიქრებში. ბორდელი ქვეცნობიერში.
სასაცილო სიმართლეა - გვერდით მყოფ ქალებზე არ ფიქრობ... სამაგიეროდ ვერ ივიწყებ ქალებს, რომლებიც დაკარგე... ან რომლებიც ჯერ არ გყოლია...
ის, ვინც გიყვარს და ის, ვისაც უყვარხარ, არ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი იყოს.
ხელოვნება მხოლოდ ვარამისგან იბადება. და არასდროს - სიხარულისგან.
ზოგიერთი ჩვენგანი ადამიანად იბადება. დანარჩენები ამისკენ მთელი ცხოვრება მიდიან.