სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა

CC BY-SA 4.0 / Wikipedia/ Davit butulashvili / The monument of Dimitri Uznadzeდიმიტრი უზნაძის ძეგლი
დიმიტრი უზნაძის ძეგლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2021
გამოწერა
დიმიტრი უზნაძე – მსოფლიო რანგის მეცნიერი, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – „განწყობის თეორიის“ შემქმნელი.
აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ დიმიტრი უზნაძეს — მსოფლიო რანგის მეცნიერს, მსოფლიოში ცნობილი ორიგინალური მეცნიერული თეორიის – „განწყობის თეორიის“ შემქმნელს. უზნაძის სამეცნიერო შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და სხვა ენებზე, მისი ნაშრომები ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოფოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.
დიმიტრი უზნაძე (1886-1950) — დიდი ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2017
"სიბრძნის სიმფონია" - ჰერმან ჰესე - სიბერე
დიმიტრი უზნაძე ინდივიდუალობასა და მის გენეზისზე და მისი ფილოსოფიური საუბრები — სიკვდილი (ამონარიდები):
ადამიანი ერთს არსებულს ორად აპობს და ორ ნაწილს შორის წყვდიადის უფსკრულსა სთხრის. ერთი მხრივ იგი თავის მეს აყენებს, მეორე მხრივ კი — მთელ დანარჩენ არსებობას, მთელ, მის პირდაპირ მდგომ მსოფლიოს… ადამიანი, ამ მსოფლიოს ორად გაპობის შემდეგ მთელ თავის ძალას, მთელ თავის ენერგიას იქითკენ მიმართავს, რომ მისგანვე ამოთხრილი უფსკრული თვითვე ამოავსოს, ან ხიდი გასდოს ამ უფსკრულზე და ის, პირდაპირ მდგომი მეორე მხარე, გარეშე მსოფლიო, ახლა მას დაშორებული, დაიახლოვოს, მას შეუერთდეს, იგი შეითვისოს. და ეს შეუჩერებელი მისწრაფება, ეს მარადიული მოთქმა ნებით დაკარგული ნახევრისთვის აუცილებლად მჟღავნდება ადამიანის შემეცნებით მიდრეკილებაში.
… სიკვდილი აძლევს დასაბამს უკვდავების იდეას… რელიგია, მარადიული მისწრაფება, სიკვდილმა წარმოშვა. ამიტომაცაა, რომ ყოფნა-არყოფნის პრობლემა განსაკუთრებული ძლიერებით არის ჩაქარგული რელიგიური მსოფლმხედველობის ყოველ ნაქსოვში. ქრისტიანობა სწორედ ისეთი რელიგიაა, რომელმაც მარტოდმარტო შეძლო სიკვდილის ძლევა და მის ნანგრევებზე უკვდავი არსებობის კოშკის აღმართვა. მან სააქიოს, დროულ ცხოვრებას, საიქიო დაუპირისპირა, ხოლო ეს საიქიო აბსოლუტური არსებობისა და უკვდავების კვარცხლბეკზე აამაღლა… ამით ქრისტიანობამ მიწიერი, დროული ცხოვრება საიქიო, უკვდავ ცხოვრებას დაუქვემდებარა და ამით სიკვდილს სძლია…
ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია
სიკვდილი თვით სიცოცხლეში მარხია; იწყება თუ არა სიცოცხლე, იწყება იგიც და მასთან ერთად წინ მიილტვის…
ყველასთვის აშკარაა, რომ ყოველი მოვლენა ერთგვარ საზღვარში ხდება — და, აი, სწორედ ეს საზღვარია, რომ მას განსაკუთრებულ სახეს, თავისებურ ფორმას აძლევს…
… ცხოვრების საზღვარი კი სიკვდილია, მაშასადამე — იგი მისი ფორმაა. როგორც ასეთი, იგი არ არის უკანასკნელი წუთი სიცოცხლისა. იგი მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს — და სწორედ ამიტომაა შესაძლებელი, რომ იგი მას საზღვრავს, ფორმას აძლევს… ზიმელი ფიქრობს, თითქოს ადამიანის ცხოვრებას თვით სიკვდილის ფაქტი აძლევს ფორმას. ჩემი შეხედულებით, ეს შეცდომაა. ადამიანის ცხოვრება მისი სულის ყოფა-ცხოვრებაა. გარეგანი ფაქტით კი სულის განსაზღვრა წარმოუდგენელი და გაუგებარია. სიკვდილი იდეაა და მხოლოდ როგორც ასეთს შეუძლია მას სიცოცხლის განსაზღვრა და მისთვის თავისებური ფორმის მიცემა.
… რომ სიკვდილის იდეა არ ყოფილიყო, მთელი ჩვენი ფსიქიკური და ფიზიკური ორგანიზაცია უფორმო მასის მდგომარეობას არ გასცილდებოდა, ის საკვირველი ფსიქიკური და ფიზიკური შეგუება ბუნების იდუმალ ძალებთან, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისათვის, სრულებით უცხო იქნებოდა ჩვენთვის. დიახ, მთელი ჩვენი ცხოვრების ფორმა, სახე სიკვდილმა წარმოშვა… სიკვდილი ამიტომ, როგორც იდეა, უდიდესი ბოროტება კი არა, უდიდესი სიკეთეა.
მოაზროვნე - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2017
ეძებეთ განმარტოება დიდ ქალაქებში
ვისთვისაც ძვირფასია ცხოვრება, როგორც ასეთი, მისთვის სიკვდილიც ძვირფასი უნდა იყოს. ვინც იმით ამაყობს, რომ იგი ერთუჯრედიანს, უკვდავ პროტოპლაზმას არ წარმოადგენს, რომ იგი მსოფლიო ცხოვრების ერთგვარი გამოხატულებაა, იგი სიკვდილს უნდა უმადლოდეს.
დიახ, სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა.
მაშ, ცხოვრება და სიცოცხლე ერთი და იგივე არ ყოფილა.
ყველა ახალი ამბავი
0