XVII საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე რენე დეკარტი ფრანგი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი იყო. მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სპინოზას, კანტის, ლებნიცის, ლოკისა და სხვა, XVII-XVIII საუკუნეების გამოჩენილ მოაზროვნეებზე.
"სიბრძნის სიმფონია" დღეს რენე დეკარტის მოსაზრებებს გთავაზობთ.
• ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ.
• კარგი წიგნების წაკითხვა — ესაა საუბარი წარსული დროის ყველაზე გამოჩენილ ადამიანებთან და თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი მხოლოდ საკუთარ საუკეთესო აზრებს გვამცნობენ.
• გონების სრულყოფისთვის უფრო მეტი ფიქრია საჭირო, ვიდრე დაზეპირება.
• კარგი ჭკუის ქონა საკმარისი არაა, მთავარია მისი კარგად გამოყენება.
• ჯერ კიდევ სკოლაში ავითვისე, რომ არ შეიძლება მოიფიქრო ისეთი ორიგინალური და დაუჯერებელი რამ, რაც რომელიმე ფილოსოფოსს უკვე გამოთქმული არ ჰქონდეს.
• ჯანსაღი აზრი ერთადერთი რამაა, რომელიც მთელ მსოფლიოში თანაბრად არის გადანაწილებული — არავის სურს ის იმაზე მეტი, ვიდრე აქვს.
• ადამიანები თავიანთი ნახევარი უსიამოვნებებისგან გათავისუფლდებოდნენ, სიტყვების მნიშვნელობაზე რომ შეთანხმებულიყვნენ.
• მხოლოდ ფილოსოფია გვანსხვავებს ველურებისა და ბარბაროსებისგან, და ხალხი მით უფრო მოქალაქეობრივი და განათლებულია, რაც უფრო მეტად ფილოსოფოსობს; ამიტომ სახელმწიფოსთვის იმაზე მეტი კეთილდღეობა, ვიდრე ჭეშმარიტი ფილოსოფოსების ყოლაა, არ არსებობს.
• სასოწარკვეთა – ესაა უიმედო შიში.
• სხვების პატივისცემა საკუთარი თავის პატივისცემის საბაბს იძლევა.
• განმარტოების ძებნა დიდ ქალაქებშია საჭირო.