https://sputnik-georgia.com/20220922/omar-xaiami-270671810.html
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...
Sputnik საქართველო
ომარ ხაიამი სპარსული პოეზიის განუმეორებელი ფენომენის უდიდესი წარმომადგენელია, მისი რობაიები ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოში. 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T14:29+0400
2022-09-22T14:29+0400
2022-09-22T20:02+0400
ბრძნული გამონათქვამები
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23618/21/236182144_0:342:3648:2394_1920x0_80_0_0_e1f4b8cd09e0b908f810977690bd6474.jpg
ომარ ხაიამი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (მე-11 საუკუნე) სპარსი პოეტი, მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი იყო.„აზრების ფოიერვერკი" ომარ ხაიამის რობაიებს წარმოგიდგენთ.მომაწვდის ღვინოს და ბედნიერს გამხდის ის ამით, —რაა სამოთხე? ძაღლის შვილი მიწოდეთ მაშინ,მე თუ სამოთხე გავიხსენო თუნდ ერთი წამით.არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.ვისაც ამქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,- მე ვცხოვრობდიო, - მას ამის თქმის არა აქვს ნება.ერთი მოდის, მეორისთვის ილესება დანა.ჩვენი ბედი რომ იცოდე, არშობილო ჯერე,ქვეყანაზე დაბადებას ისურვებდი განა?!გაქცეულან დღენი ჩვენი, რაღა დაგვრჩა ხელთა.სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლო ორთა დღეთა გამო:დღეთა ჯერე მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს, არა მგონია.მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს,- ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია?!ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი სათამაშოა,დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ!სამოთხეში დამსვამენ თუ ჯოჯოხეთს მისვრიან.ღვინო, ქალი, ბარბითი — მე ეს ნაღდი მომეციდა თუ გინდა, აიღე შენ სამოთხე — ნისია.და ვინც ამას უარყოფს, ჭკუა დაუკარგია.ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდებადა რასაც არ კრძალავენ, ის არაფრად გვარგია.ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს, ვინც კი დაგიზავდეს,იქნებ ხალხში ის გფიცავდეს მეგობრობას ნამდვილს,ნამდვილად კი მტერი იყოს, საქმით დუშმანს ჰგავდეს.
https://sputnik-georgia.com/20220818/otar-wilaze-269565559.html
https://sputnik-georgia.com/20211118/wabua-amirejibis-gamonatqvamebi-262178832.html
https://sputnik-georgia.com/20210413/nino-xaratiSvili-251436608.html
https://sputnik-georgia.com/20171102/maradiuli-monatreba-da-sicocxlis-sevda-sanam-cocxali-xar-ar-mokvdebi-237984640.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23618/21/236182144_0:0:3648:2736_1920x0_80_0_0_040e3be15545bd59a77c7ecea34c9bc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები
ბრძნული გამონათქვამები, საინტერესო ადამიანები
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება...
14:29 22.09.2022 (განახლებულია: 20:02 22.09.2022) ომარ ხაიამი სპარსული პოეზიის განუმეორებელი ფენომენის უდიდესი წარმომადგენელია, მისი რობაიები ძალზე პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოში.
ომარ ხაიამი — ყიას ედ-დინ აბუ-ლ-ფათჰ ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაპურელი (მე-11 საუკუნე) სპარსი პოეტი, მათემატიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი იყო.
„
აზრების ფოიერვერკი" ომარ ხაიამის რობაიებს წარმოგიდგენთ.
თუ შავთვალება ქალი ჩრდილში მომივა ჯამით,
მომაწვდის ღვინოს და ბედნიერს გამხდის ის ამით, —
რაა სამოთხე? ძაღლის შვილი მიწოდეთ მაშინ,
მე თუ სამოთხე გავიხსენო თუნდ ერთი წამით.
საცოდავია, ვისაც ტრფობის ჭირი და სნება
არ განუცდია, არ ჰქონია ამისგან ვნება.
ვისაც ამქვეყნად უცხოვრია უსიყვარულოდ,
- მე ვცხოვრობდიო, - მას ამის თქმის არა აქვს ნება.
ო, ვის უნდა, რაში უნდა ყოფნა ამისთანა!
ერთი მოდის, მეორისთვის ილესება დანა.
ჩვენი ბედი რომ იცოდე, არშობილო ჯერე,
ქვეყანაზე დაბადებას ისურვებდი განა?!
როგორც ჩქარი ნიაღვარი, როგორც ქარი ველთა
გაქცეულან დღენი ჩვენი, რაღა დაგვრჩა ხელთა.
სანამ ვცოცხლობ, არ ვინაღვლო ორთა დღეთა გამო:
დღეთა ჯერე მოუსვლელთა და წარსულთა დღეთა!
ჩემი გაჩენით სარგებელი ღმერთს არ ჰქონია
ჩემმა სიკვდილმაც რამ შემატოს, არა მგონია.
მე ძლიერ მიკვირს, ამის პასუხს არავინ მაძლევს,
- ეს წასვლა-მოსვლა მას რა მიზნით მოუგონია?!
ბედი ჭადრაკს თამაშობს, ჩვენ კი ვგავართ პაიკებს.
ტყუილს კი არ გეუბნები, მართალს ვამბობ, გაიგე!
მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი სათამაშოა,
დღე მოვა და აქედან გუდა-ნაბადს აიკრეფ!
რისთვის გავჩნდი, არ ვიცი, მოლოდინი რისია,
სამოთხეში დამსვამენ თუ ჯოჯოხეთს მისვრიან.
ღვინო, ქალი, ბარბითი — მე ეს ნაღდი მომეცი
და თუ გინდა, აიღე შენ სამოთხე — ნისია.
რაც არ უნდა აძაგონ, ვამბობ: ღვინო კარგია!
და ვინც ამას უარყოფს, ჭკუა დაუკარგია.
ზოგჯერ რასაც კრძალავენ, სწორედ იგი გვჭირდება
და რასაც არ კრძალავენ, ის არაფრად გვარგია.
გირჩევ ქვეყნად ძლიერ ცოტა მეგობარი გყავდეს,
ნუ თვლი მოძმედ ყოველ გამვლელს, ვინც კი დაგიზავდეს,
იქნებ ხალხში ის გფიცავდეს მეგობრობას ნამდვილს,
ნამდვილად კი მტერი იყოს, საქმით დუშმანს ჰგავდეს.