რა გველოდება თებერვალში: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© Pixabay / geraltვარსკვლავები ხელისგულზე
ვარსკვლავები ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
ზამთრის ბოლო თვე იმედებითა და პერსპექტივებით იქნება სავსე. როგორც ასტროლოგები ამბობენ, საკმაოდ ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ იღბალი მოვიზიდოთ და მიზნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ.
2023 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ნაკლები ყურადღება მივაქციოთ მინიშნებებსა და ცრურწმენებს, რადგან ეს იღბალს დააფრთხობს. უნდა გვქონდეს საკუთარი თავისა და ჯანსაღი აზრის იმედი.
თებერვალს ბევრი ექსპერტი წლის ყველაზე ხელსაყრელ თვედ აღიარებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში კარგი თავისთავად მოხდება. ფორტუნა განსაკუთრებით ხელგაშლილი იქნება მათ მიმართ, ვინც იცის რა უნდა და იაქტიურებს მიზნების მისაღწევად.
ვერძი
ვერძები ყველაზე მეტად ტოქსიკურ ადამიანებსა და ენერგოვამპირებს უნდა მოერიდოთ. არაა გამორიცხული, რომ თქვენი გამაოგნებელი წარმატების მიწერას არაკეთილმოსურნე ან ფარული მტერი შეეცადოს. ვინც იცის და ვისაც შეუძლია მარტო მუშაობა, ყველაზე ძლიერი და წარმატებული გახდება.
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება>>
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უარით უნდა გაისტუმროთ, ვინც თხოვნით მოგმართავთ ან დახმარებას შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ სცადოთ გუნდთან ერთად მუშაობა, მაგრამ შეარჩიეთ ისეთი ადამიანები, რომელთა ნდობაც შეიძლება.
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
კურო
შესაძლოა, ბოლო პერიოდში ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ თებერვალში ბარიერები მოიხსნება. ეს თვე თქვენთვის ბევრად უფრო იღბლიანი იქნება. გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის ბოლო თვეში თქვენი წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული იმ შთაბეჭდილებებზე, რომელსაც შემხვედრ ადამიანებზე მოახდენთ.
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება>>
ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ნაცნობობის წარმატება პირდაპირ იქნება დაკავშირებული პირველ შეხვედრასთან, პირველ საუბართან მასთან, პირველ შთაბეჭდილებასთან. აქ გარეგნული ფაქტორიც მოიაზრება. ანუ, ეცადეთ ყოველთვის ფორმაში იყოთ. თებერვალი საუკეთესო პერიოდია მეორე ნახევრის მოსაძებნად.
ტყუპი
ტყუპებს ციური სხეულები დაგეხმარებიან, რომ დაძლიოთ თქვენი მთავარი სუსტი წერტილები. ეს იქნება პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც შეძლებთ გახდეთ უფრო ძლიერი და პროდუქტიული, ასევე შეხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან. ირგვლივ მყოფებს თქვენი დახმარების იმედი ექნებათ, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, ძვირფასი დრო სხვების მხარდაჭერას არ დაუთმოთ, თუმცა არ ეგოისტობა ივარგებს.
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება>>
ანუ, ჯობს ჯერ საკუთარ საქმეებს მიხედოთ და შემდეგ, თუ დრო დაგრჩებათ, სხვებს დაეხმაროთ. მერკური 11 თებერვლიდან მისთვის ხელსაყრელ მერწყულის ნიშანში იქნება, ამიტომ ამ დროიდან თვის ბოლომდე შეგიძლიათ თამამად მოგზაურობა და გარემოს გამოცვლა.
კირჩხიბი
ვარსკვლავები თებერვალში სურვილების ასრულებაში დაგეხმარებიან. დახმარება შეგიძლიათ ახლობელ ადამიანს სთხოვოთ. თვის მთავარი რჩევაა – არ შეუშინდეთ სიახლეებს. შეგიძლიათ რამე უჩვეულო საქმის დაწყება, ახალი სამუშაოს ძებნა, ადამიანების გაცნობა.
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული - ზოგადი დახასიათება>>
შეიძლება ითქვას, რომ ამ თვემ, შესაძლოა, თქვენი მთელი წელი განსაზღვროს. ის, რასაც ზამთრის ბოლო თვეში გააკეთებთ, თქვენს მომავალ წარმატებებზე აისახება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ კირჩხიბებისთვის აქტიურობისა და ბედნიერების დრო დგება.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ლომი
ლომები უფრო იღბლიანები გახდებით. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ გათავისუფლდეთ უარყოფითი აზრებისა და ემოციებისგან. ეს ნიშნავს, რომ შეძლებთ წარსულის უსიამოვნო გამოცდილების დავიწყებას.
ლომი - კაშკაშა, ამბიციური, ძალაუფლებისმოყვარე, ძლიერი - ზოგადი დახასიათება>>
ასტროლოგები მათ, ვინც დაქორწინებულია, გირჩევენ, მეტად დაუახლოვდეთ თქვენს მეორე ნახევარს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენი პირადი პრობლემების ოჯახიდან გარეთ გატანა. არავის უამბოთ პირადი დრამისა და პრობლემების შესახებ დეტალურად. ეს ეხება არა მხოლოდ ურთიერთობებს, არამედ სამუშაოსაც. იარეთ წინ და გაიმარჯვებთ. ჯობს არ იტრაბახოთ და ირგვლივ მყოფების ნეგატიურზე პროვოცირება არ მოახდინოთ.
ქალწული
თებერვალში იქნებით ძალზე ენერგიული, ძალებით სავსე, მაგრამ საჭიროა, რომ ენერგია სათანადოდ მართოთ. თუ ასე არ მოიქცევით, შეიძლება დაუშვათ უამრავი წვრილმანი შეცდომა, რაც წარმატების შანსებს ნულამდე დაიყვანს.
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება>>
ზედმეტობა არაფერს გარგებთ. ეცადეთ დაიცვათ ზომიერება ყველაფერში, იყოთ ფრთხილი. რაც შეიძლება დეტალურად დაგეგმეთ საქმეები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოიქცეთ სინდისის კარნახით და სიკეთე დათესოთ. სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ და იღბალსაც მოიზიდავთ. თებერვალში შეძლებთ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და მიზნის მიღწევას.
სასწორი
უნდა ისწავლოთ მრისხანებასთან გამკლავება და ენერგიის მშვიდობიან კალაპოტში მიმართვა. ზოგადად, სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს აგრესიულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ პერიოდულად თქვენში ემოციები იფეთქებს ხოლმე, განსაკუთრებით, თუ ვინმე ამის პროვოცირებას მოახდენს. აჯობებს, თუ თებერვალში ყველანაირად ეცდებით, ეს თავიდან აირიდოთ.
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება>>
თქვენი მეხსიერება გაუმჯობესდება, რაც შესანიშნავად აისახება სწავლაზე, ახალი ცოდნისა და უნარების მიღებაზე. ამ თვეში თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და დატვირთული გახდება. თვის მეორე ნახევარში გელოდებათ ბევრი მოვლენა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე დაგამახსოვრდებათ.
გაბრაზებული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2017
ყველაზე „მაწაკი" ადამიანები: შეშლილები და ცინიკურები
მორიელი
ყურადღება, პირველ რიგში, თქვენი აზრების კორექტირებას უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ იფიქროთ კარგზე, ისწრაფვოდეთ იყოთ ისეთ ადგილებში, სადაც არ არიან ნეგატიური ადამიანები და სადაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ არ იწუწუნოთ ბედზე, არ შეიცოდოთ საკუთარი თავი.
მორიელი – ტემპერამენტიანი, ქარიზმატული, ვნებიანი, ეჭვიანი – ზოგადი დახასიათება>>
ესაა შესანიშნავი პერიოდი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ასევე ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ზოგადად, ახალი საქმის დასაწყებად. დიდია ალბათობა, რომ შეძლებთ ადრე მიღწეული შედეგის განმტკიცებას. იღბალი თქვენ გვერდით იქნება.
მშვილდოსანი
იდეალური თვეა საყიდლების, სახლის გარემოს განახლების, რემონტისთვის. შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ტანსაცმელი, დახარჯოთ ფული მცენარეებისა და შინაური ცხოველების მოსავლელად. ასტროლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ კარგი დროა შინაური ცხოველის შესაძენად ან საჩუქრის სახით მისაღებად.
მშვილდოსანი: კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარული, გულღია - ზოგადი დახასიათება>>
ექსპერტები ამბობენ, რომ თქვენი ყველა პრობლემისა და უსიამოვნების პანაცეა ურთიერთობები იქნება. თუ გსურთ, რომ ბარიერები იოლად გადალახოთ, თქვენი ემოციები ხშირად გაუზიარეთ ახლობელ ადამიანებს.
თხის რქა
ექსპერტები კატეგორიულად გირჩევენ, ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმოთ. სწორედ ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი თებერვალში. ეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელი ცხოვრების წესები და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე. შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის, შეგიძლიათ აიღოთ შვებულება.
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება>>
რაც შეეხება მუშაობას, დიდი ალბათობით, ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ გაწეული ძალისხმევისთვის – ახლა მოსავლის აღების დრო დადგა. იმის ნიშანი, რომ სწორი მიმართულებით მოძრაობთ, გახდება ძალის, თავისუფლებისა და შინაგანი სიმსუბუქის შეგრძნება.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
მერწყული
თებერვალში ძალზე პროდუქტიული მუშაობა გელოდებათ. ეს იქნება დრო, როდესაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ახალი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება და უსაქმოდ ყოფნა. დიდმა წარმატებებმა საქმეებში, შესაძლოა, სტრესი და განცდები მოიტანოს, მაგრამ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება.
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება>>
თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც გინდათ, გახსოვდეთ ანდაზა – „ზოგი ჭირი მარგებელია“. ვარსკვლავები რთულ მომენტში არ მიგატოვებენ და უარყოფითი მოვლენები, დიდი ალბათობით, მალე რამე კარგი მოვლენით დაგიბრუნდებათ.
თევზები
თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებისთვისაც ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა, ანუ დაბადებით ოპტიმისტები, სწორედ ამიტომ ბედს ძალიან უყვარხართ. თებერვალში თქვენი სიცოცხლის სიყვარული და პოზიტივი ახალ დონეზე გადავა. რა თქმა უნდა, იქნება უსიამოვნო დღეებიც, მაგრამ ეს არაფერია იმ სასიამოვნო მომენტებთან შედარებით, რომლებიც ამ თვეში გექნებათ.
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება>>
ასტროლოგები გირჩევენ, უფრო დაწვრილებით დაგეგმოთ თქვენი საქმეები. არ ღირს გარისკვა და ქაოსში ცხოვრება. მოწესრიგებული საქმეები თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. განსაკუთრებული წარმატებები გელოდებათ ამურულ სფეროში.
ყველა ახალი ამბავი
0