დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 დეკემბერი

CC BY 2.0 / Giuseppe Milo / The Northern Lightsჩრდილოეთის ნათება
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენა სტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 დეკემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
არახელსაყრელი დღეა რუტინული და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, სადაც სიზუსტე და ყურადღებაა საჭირო. სამაგიეროდ იდეალური დროა ადამიანების გასაცნობად, ექსპერიმენტებისა და გარშემომყოფების გაკვირვებისთვის. შესაძლებელია ნებისმიერი მოულოდნელობა საქციელსაცა და გრძნობებშიც – მათ შორის სიყვარულში. ენდეთ ინტუიციას – ის საჭირო დროს დაგეხმარებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 დეკემბერი>>
ვერძი: შესაძლოა, დღეს თქვენთვის საერთოდ უჩვეულო საქმეების კეთება მოგიწიოთ. არაა გამორიცხული, დადგეს ახალი სამუშაოს შესრულების აუცილებლობა და ამის მიზეზი ორომტრიალი და გეგმების ჩაშლა იქნება. ასეა თუ ისე, დღეს თქვენი კომპეტენციის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების გადაჭრა და გზადაგზა იმპროვიზირება მოგიწევთ. ეს თქვენ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს და შესაძლოა, სახალისო განწყობაზეც დადგეთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
კურო: შესაძლოა, დღეს ნაბიჯის უკან გადადგმა დაგჭირდეთ და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ წინ წახვიდეთ. შესაძლოა, გარედან ჩანდეს, რომ უკან იხევთ, ნებდებით, მაგრამ ხანდახან ეს ჯობია წლობით დაკეტილ კარზე უშედეგოდ კაკუნს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ დღევანდელ პოზიციების დათმობას არაფერი აქვს საერთო გაქცევასთან, ეს უფრო ამოსუნთქვაა ბრძოლაში, რომლის შედეგი გაურკვეველია. კიდევ გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ კონტრშეტევაზე გადახვიდეთ და წინ გაიჭრათ.
ტყუპი: დღეს საინფორმაციო კოლაფსი გელოდებათ – არის ვარაუდი, რომ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციებს წააწყდეთ. შესაძლოა, თქვენ წინ ერთდროულად რამდენიმე ურთიერთდაპირისპირებული ამოცანა დადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად მოგიწევთ გზადაგზა გარკვევა, როგორ იმოქმედოთ. თუ ამას მოახერხებთ, გარშემომყოფების თვალში დამაჯერებელ ქულებს ჩაიწერთ.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება ძალზე მაცდური წინადადება მიიღოთ, მაგრამ მას მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამაში შეიძლება რაღაც იმალებოდეს. შესაძლოა, ვიღაც მახეს გიგებდეთ და სამოთხეს გპირდებოდეთ იქ, სადაც მხოლოდ ეკალბარდები იზრდება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს გაასმაგებული ყურადღება და სიფრთხილე გჭირდებათ, რომ ვინმეს ხაფანგში არ მოხვდეთ. გახსოვდეთ – ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ლომი: თქვენი გეგმები დღეს შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ეს, შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდეს, ან სულაც თქვენ გამო. ასეა თუ ისე, ვითარება თქვენგან ცვალებად გარემოებებზე მორგებასა და გზადაგზა მოქმედებას მოითხოვს. თუ ამას მოახერხებთ, შეძლებთ ნებისმიერი ცვლილების თქვენ სასარგებლოდ შემობრუნებას. მთავარია, მოულოდნელობებისგან არ გაშეშდეთ, როდესაც უკვე მოფიქრებული გეგმა ჩავარდება, და იმოქმედოთ.
ქალწული: არანაირი სურვილი არ გექნებათ, რომ რამე გააკეთოთ, სულ მარტივი საქმეც კი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მიიღოთ ეს სიტუაცია და არ შეეწინააღმდეგოთ – თქვენს ორგანიზმს ამოსუნთქვა სჭირდება. ამ ბოლო დროს, ფაქტობრივად, არ დაგისვენიათ და გადაიღალეთ. სწორედ ამაზე შეიძლება მეტყველებდეს თქვენი აპათიური მდგომარეობა. თუ დაისვენებთ, ძალებს აღიდგენთ და ახალი ენთუზიაზმით შეუდგებით მუშაობას – უკვე მომდევნო დღიდან.
სასწორი: თუ ატყობთ, რომ უკვე მომწიფდა სიტუაცია, შეგიძლიათ გარისკოთ ნებისმიერ საქმეში. ხანდახან რისკი აუცილებელია. მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეს რისკი კარგად მოფიქრებული და გააზრებული უნდა იყოს. იღბალი მის გვერდით იდგება, ვინც ამით ბოროტად არ ისარგებლებს და თავის დაზღვევა შეუძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, ბედს მიენდეთ, მაგრამ თქვენც გონივრულად იმოქმედეთ. ასეთ შემთხვევაში მოგების იმედი გქონდეთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: დღეს თქვენში უზარმაზარი პოტენციალია. ენერგიის, კომუნიკაბელურობისა და შემტევი ხასიათის წყალობით პრაქტიკულად ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. მთავარია, არ იწრიალოთ აქეთ–იქით და არ ეცადოთ, რომ ყველა საქმეს ერთდროულად მოჰკიდოთ ხელი. დღეს წარმატების გასაღები თქვენს უნარშია, რომ ათობით საქმიდან ყველაზე პერსპექტიული გამოარჩიოთ, დანარჩენს ყურადღება არ მიაქციოთ და ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვეთ.
მშვილდოსანი: ეს თქვენი – რისკისა და ჯანსაღი ავანტიურის მოყვარულების დღეა, შეგიძლიათ იზემოთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სარისკო ნაბიჯი გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ ვერანაირი თეორია ვერ გათვლის ყველა ფაქტორს, მოქმედება კი ოდესმე საჭიროა. ამასთან, ექსპერტები გარისკვას ურჩევენ იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც ეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ და მოქმედების დაწყება მათთვის მხოლოდ დროის საკითხია. დანარჩენებისთვის ეს დღე, უბრალოდ, არაპროგნოზირებული მოვლენებით იქნება გამორჩეული.
თხის რქა: თქვენს საქმიანობაში გარდამტეხი მომენტი დგება. სულ მალე თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტები და გზები გაიხსნება. მაგრამ ეს მხოლოდ მათ ეხება, ვინც მიისწრაფვის ამისკენ, მზადაა გარისკვისთვის და გულხელდაკრეფილი არ ზის. ასეთ შემთხვევაში უნდა იფიქროთ გლობალურ ნაბიჯებზე, როგორიცაა ახალი სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, დრო მიდის, ცხოვრება კი ერთ ადგილზე არაა გაჩერებული.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
მერწყული: შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს იღბლიანი შესაძლებლობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. ამის წყალობით რაღაც მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება შესაძლებელი გახდება. ამავე დროს, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ იღბლიანი შანსი ხმაურით არ მოგადგებათ კარზე. თქვენ თვითონ უნდა იყოთ ყურადღებით, დააკვირდეთ და მოუსმინოთ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. ასეთ შემთხვევაში ფორტუნა გვერდით არ ჩაგივლით.
თევზები: დიდია ალბათობა, რომ დღეს სულ სხვა, თქვენთვის უჩვეულო საქმეების გაკეთება მოგიწიოთ. ეს შეიძლება გეგმების ჩაშლამ გამოწივიოს, სამუშაოზე შექმნილმა ქაოსმა. ასე თუ ისე, რაღაც მომენტში მოგიწევთ გზადაგზა იმპროვიზაცია, ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც თქვენს კომპეტენციაში არ შედის. ეს მოვლენები თქვენს ცხოვრებაში მრავალფეროვნებას შემოტანს და ამან შეიძლება გაგახალისოთ კიდეც.
ყველა ახალი ამბავი
0