დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 დეკემბერი

© Pixabay / jordygoovaerts0კოსმოსი
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 13 დეკემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დღეს მთავარი თემაა ფული და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ნებისმიერი წასვლა მაღაზიაში დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რამაც თქვენს ბიუჯეტს შეიძლება ძლიერ დაარტყას. არარეკომენდებულია ფინანსებთან ნებისმიერი თამაში - ბირჟაზე, სხვა სარისკო ოპერაციები. სამაგიეროდ კარგი დღეა ცხოვრებაში უკვე დაწყობილი გეგმების განსახორციელებლად.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი>>
ვერძი: სიტუაცია თქვენგან სწრაფ ორიენტირებას მოითხოვს. უნდა შეძლოთ საკუთარი იდეების ისე მიწოდება, რომ ისინი გარშემომყოფებს მოეწონოთ. ინტუიცია სათანადო სიმაღლეზე გექნებათ და კარგ მინიშნებებს მოგცემთ. დიდია ალბათობა, რომ თქვენი მოქმედებები ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდება, თუნდაც ამისთვის ჩვეული სტილის დარღვევა მოგიწიოთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი წამოწყებისთვის, რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, დროთა განმავლობაში ის წარმატებას მოგიტანთ. თამამად დააწყვეთ გეგმები, წინ წაწიეთ რამე პროექტი, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება ხელი შეგიშალოთ, ეს ირგვლივ მყოფების შურით სავსე კრიტიკაა. ნუ მოუსმენთ მათ, არ შეგეპაროთ საკუთარ თავში ეჭვი.
ტყუპი: ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ. ხართ ენერგიით სავსე და ცხოვრების გამრავალფეროვნების ნებისმიერ შანსს ჩაეჭიდებით. შესაძლოა, რამე საბაბი მოიფიქროთ და სადმე წახვიდეთ, არც ისაა გამორიცხული, კამათში ჩაებათ, რომ ჩვეულ ყოფაში რაღაც სიახლე შეიტანოთ. მოკლედ, შანსს არ გაუშვებთ ხელიდან, რომ ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ.
კირჩხიბი: შესანიშნავი შანსი მოგეცემათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დღის განმავლობაში ფულთან დაკავშირებული სიურპრიზი გელოდებათ: პრემია შრომისთვის, უკან დაბრუნებული ვალი, საჩუქარი ახლობლისგან და ბოლოს და ბოლოს, „ოქროს მთების“ დაპირება პერსპექტივაში. კარგი დღეა ასევე უფრო შემოსავლიანი სამსახურის მოძებნისთვის.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ლომი: ამაღლებულ განწყობაზე ხართ. საქმეებიც თითქოს თავისთავად გვარდება. ერთნაირად კარგად გაუმკლავდებით მონოტონურ სამუშაოსაც და ისეთ პროექტებსაც, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება ან ანალიზია საჭირო. გრძნობთ შინაგან ჰარმონიას, წონასწორობას. უამრავი რამის გაკეთება შეგიძლიათ თან ისე, რომ დაღლილობა არ იგრძნოთ.
ქალწული: მოულოდნელად მიიღებთ ჯილდოს თქვენი შრომისთვის. ეს შეიძლება იყოს მადლობა ხელმძღვანელობისგან, კარიერული წინსვლა ან საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან. შესაძლებელია სხვა სასიამოვნო ვარიანტებიც. ერთი სიტყვით, დღეს ფორტუნა გაგიღიმებთ. არაა გამორიცხული, რომ ეს ახალი ბედნიერი ხანის დასაწყისი იყოს თქვენს ცხოვრებაში.
სასწორი: მარტივი დღე არ გელოდებათ. მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გინდათ. შესაძლოა, რაღაც მომენტში ინიციატივა გაუშვათ ხელიდან და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. როგორც ჩანს, ეს ცუდი მომზადების ან არასაკმარისი ინფორმირებულობის ბრალია. სჯობს, ის საქმე გააკეთოთ, რომელშიც ასი პროცენტით ხართ დარწმუნებული.
„თეთრი ღამე“ ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2022
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: კარგი დღეა იმ პროექტზე მუშაობისთვის, რომელსაც დიდი ხანია ამზადებდით. შესაძლოა, სულ მცირე რაღაც აკლია მას იმისთვის, რომ გამოაცოცხლოთ. შეიძლება ეს რაღაც ინფორმაცია იყოს, ასევე არაა გამორიცხული თანხის მიღება, აუცილებელი კონტაქტის დამყარება... გამოიყენეთ ეს შანსი, რომ პროექტი, ბოლოს და ბოლოს, ამუშავდეს.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღეს შესაძლოა რაღაც ჭორებს წააწყდეთ, რომლებიც ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერაზე, სტატუსზე ან ცხოვრების დონეზე. ამასთან, შესაძლოა, არა მხოლოდ ამ ჭორების მსხვერპლი გახდეთ, არამედ დაზარალდეთ იმის გამო, რომ თვითონ გაავრცელეთ ხმები. ამიტომ სჯობს, დღეს ჩუმად იყოთ და სხვებს მოუსმინოთ.
თხის რქა: დღეს ეჭვიანობა მოგეძალებათ როგორც სხვების წარმატებების, ისე საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუების სახით. ეს შეიძლება რომელიმე კოლეგის რამე ნათქვამმა ან საქმეში ერთი ადგილის ტკეპნის გაცნობიერებამ გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ ირგვლივ მყოფებს, საკუთარ საქმეებს მიხედოთ და მომავლის წარმატებების გწამდეთ.
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2021
ზოდიაქოს ყველაზე წუწუნა, ბედზე მომჩივანი ნიშნები
მერწყული: დღეს თქვენი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი კონკურენცია გახდება. ის გიბიძგებთ, რომ იმოქმედოთ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად. შესაძლოა, აზარტის ტალღაზე მყოფმა გადადგათ ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. თუ რამდენად გამართლებული იქნება ეს რისკი, ამას დრო გაჩვენებთ.
თევზები: დღეს კონფლიქტისკენ ისწრაფვით, ყოველ შემთხვევაში, გარშემომყოფებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩებათ. არ დაუშვებთ არავის ჩარევას თქვენს საქმეებში, სხვებს გააკრიტიკებთ, დაუკითხავად რჩევებს მისცემთ. თვითონ დარწმუნებული იქნებით, რომ ასე საქმის სასიკეთოდ იქცევით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობებისას ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0