https://sputnik-georgia.com/20221212/dris-astroprognozi-12-dekemberi-272929464.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T00:15+0400
2022-12-12T00:15+0400
2022-12-12T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24395/80/243958033_0:113:1280:833_1920x0_80_0_0_e3192debcc924cad27d36e107e6dca7d.jpg
დღეს 2022 წლის 12 დეკემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.შესანიშნავი დღეა მუშაობისა და კარიერაზე ზრუნვისთვის. დღის მახასიათებლები იქნება შრომისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მოთმინება. კოლეგებთან ურთიერთობებში პრობლემები შეიძლება შეიქმნას. სიყვარულის კუთხით კარგი დღეა ნაზი, მგრძნობიარე და ღრმა ურთიერთობებისთვის, მაგრამ არა ფლირტისა და ზედაპირული კავშირისთვის. ასევე არახელსაყრელი დღეა ხმაურიანი წვეულებებისთვის.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 დეკემბერი>>ვერძი: შესაძლოა, საჭირო გახდეს ვინმეს მფარველობა ან დახმარება. ეს შეიძლება იყოს პროფესიული კონსულტაცია, მეგობრული რჩევა, ან ვინმესთვის საჭირო ინფორმაციის, ცოდნის ან კავშირების გაზიარება. ვარსკვლავების გირჩევენ, არ დაგენანოთ დრო სხვების დახმარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კეთილი საქმეების წყალობით ამაღლდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების თვალში.კურო: შესაძლოა, დღის განმავლობაში რაღაც სამწუხარო მოვლენებს შეეჯახოთ. მაგალითად, ვერ გაგიგონ ირგვლივ მყოფებმა. არის რისკი, რომ ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ. შეგრძნება, რომ თქვენი არ ესმით, ან არასწორად ესმით, მთელი დღე შეიძლება გაგყვეთ. ამ გრძნობისგან რომ გათავისუფლდეთ, ენერგია პირად საქმეებზე მიმართეთ და ამაში არავინ ჩართოთ. და ნაკლებად იკონტაქტეთ სხვებთან.ტყუპი: სრულიად მოულოდნელად (გავრცელებული ჭორებით, დაკვირვებით, შემთხვევითი საუბრით) შეიძლება თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. სხვა დროს ამ ინფორმაციას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ დღეს ამას მაქსიმალურად გამოიყენებთ. დღეს განსაკუთრებული ანალიტიკური უნარებით გამოირჩევით. ეს მოგცემთ სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას.კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც ფულთან არის დაკავშირებული (ბუღალტრები, ფინანსისტები, ბიზნესმენები). სხვა პროფესიის კირჩხიბებსაც მოუწევთ დღეს საკუთარი საქმეების ფინანსური მხარის მოგვარება, ხარჯებისა და შემოსავლების შეფასება. ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც თანხებთან არის დაკავშირებული, დღეს განსაკუთრებით მარტივად გაართმევთ თავს.ლომი: იდეალური დღეა ნებისმიერი დამოუკიდებელი გეგმის განსახორციელებლად. საკუთარი ბიზნესი, შემოქმედება, სწავლა, სახლის საქმეები... ყველაფერში, სადაც თვითონ ხართ შედეგზე პასუხისმგებელი, წარმატება გელოდებათ. ხოლო იქ, სადაც გარშემომყოფების იმედად ხართ, ან, მით უფრო, მათი მხრიდან ზეწოლას გრძნობთ, მოულოდნელობებისთვის იყავით მზად.ქალწული: თუ თქვენი სამუშაო შემოქმედებასთან ან კრეატიული იდეების გენერაციასთან არის დაკავშირებული, დღეს შეიძლება შთაგონების ნაკლებობა იგრძნოთ, მაგრამ ეს დროებითია, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიცვლება. ასე რომ, მუზას ტყუილად ნუ დაელოდებით. ეფექტური იქნება მიმდინარე საქმეების გაკეთება, რომლებიც განსაკუთრებულ შემოქმედებით „ნაპერწკალს" არ მოითხოვს.სასწორი: სჯობს, დღეს სხვებს მოუსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. სხვისი ნათქვამიდან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ამას გარდა, თქვენი მზადყოფნა, რომ სხვა ადამიანებს მოუსმინოთ, მათი მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სმენა უნდა გაამახვილოთ და პირი მომუწოთ. დღეს გაამართლებს ფრაზა „დუმილი ოქროა".მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, იმ საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება, სადაც თქვენ წყვეტთ ყველაფერს. სხვისი რჩევები კალაპოტიდან ამოგაგდებთ და ეს შედეგზე, შესაძლოა, ძალზე უარყოფითად აისახოს. თუ გარშემომყოფები მოგცემენ შესაძლებლობას, რომ მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, საოცრების მოხდენა შეგიძლიათ. ამიტომ ეცადეთ, მოერიდოთ ყველანაირ ორომტრიალს ირგვლივ.მშვილდოსანი: თავი ხელში უნდა აიყვანოთ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობები არ გაიფუჭოთ. თქვენი „გესლიანი" შენიშვნებით ადამიანებს, შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა აიძულოთ. ამ ყველაფერში დამნაშავე კი გაღიზიანება იქნება, რომლის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. მაგრამ მაინც მოგიწევთ თავის მოთოკვა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის სულერთი არაა ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან.თხის რქა: დღეს თქვენი მოთმინება სადღაც გაქრება. ასანთივით ხართ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აალდეს. ყველაფერმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – დაგროვებულმა გაღიზიანებამ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ. მოდუნდით, კრიტიკულ მომენტებში კი ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.მერწყული: თქვენს საქმეებში დღეს რაღაც შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. მაგალითად, რამე ახალი პროექტი, რომელშიც დარწმუნებული იყავით, სულ სხვა მხრიდან შემობრუნდეს. შესაძლოა, ბრძოლა მოგიწიოთ შედეგისთვის, რომელიც გეგონათ, რომ უკვე გარანტირებული იყო. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ. საბოლოო წერტილის დასასმელად დრო ჯერ კიდევ გაქვთ.თევზები: გაგაღიზიანებთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გზაზე შეგხვდებათ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გარშემომყოფებს სპეციალურად გამოჰყავხართ წყობილებიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ გაღიზიანების მიზეზი თქვენ თავში უნდა ეძებოთ და არა გარეთ. გამონახეთ რამდენიმე წუთი, მოდუნდით, ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ნახავთ, რომ მთელი სამყარო შეიცვალა უკეთესობისკენ.
https://sputnik-georgia.com/20221208/2023-weli-cinuri-horoskopi-272824308.html
https://sputnik-georgia.com/20221206/siyvruli-zodiaqos-nisnebi-2023-wels-272752084.html
https://sputnik-georgia.com/20221205/zodiaqos-nisnebi-da-socqselebi-272716772.html
https://sputnik-georgia.com/20221029/zodiaqo-mamakacta-gultampyrobeli-qalebi-271757529.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24395/80/243958033_88:0:1225:853_1920x0_80_0_0_fde2f4e38e013a74f3888cf70dd55c3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 დეკემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 დეკემბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა მუშაობისა და კარიერაზე ზრუნვისთვის. დღის მახასიათებლები იქნება შრომისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მოთმინება. კოლეგებთან ურთიერთობებში პრობლემები შეიძლება შეიქმნას. სიყვარულის კუთხით კარგი დღეა ნაზი, მგრძნობიარე და ღრმა ურთიერთობებისთვის, მაგრამ არა ფლირტისა და ზედაპირული კავშირისთვის. ასევე არახელსაყრელი დღეა ხმაურიანი წვეულებებისთვის.
ვერძი: შესაძლოა, საჭირო გახდეს ვინმეს მფარველობა ან დახმარება. ეს შეიძლება იყოს პროფესიული კონსულტაცია, მეგობრული რჩევა, ან ვინმესთვის საჭირო ინფორმაციის, ცოდნის ან კავშირების გაზიარება. ვარსკვლავების გირჩევენ, არ დაგენანოთ დრო სხვების დახმარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კეთილი საქმეების წყალობით ამაღლდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების თვალში.
კურო: შესაძლოა, დღის განმავლობაში რაღაც სამწუხარო მოვლენებს შეეჯახოთ. მაგალითად, ვერ გაგიგონ ირგვლივ მყოფებმა. არის რისკი, რომ ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ. შეგრძნება, რომ თქვენი არ ესმით, ან არასწორად ესმით, მთელი დღე შეიძლება გაგყვეთ. ამ გრძნობისგან რომ გათავისუფლდეთ, ენერგია პირად საქმეებზე მიმართეთ და ამაში არავინ ჩართოთ. და ნაკლებად იკონტაქტეთ სხვებთან.
ტყუპი: სრულიად მოულოდნელად (გავრცელებული ჭორებით, დაკვირვებით, შემთხვევითი საუბრით) შეიძლება თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. სხვა დროს ამ ინფორმაციას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ დღეს ამას მაქსიმალურად გამოიყენებთ. დღეს განსაკუთრებული ანალიტიკური უნარებით გამოირჩევით. ეს მოგცემთ სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც ფულთან არის დაკავშირებული (ბუღალტრები, ფინანსისტები, ბიზნესმენები). სხვა პროფესიის კირჩხიბებსაც მოუწევთ დღეს საკუთარი საქმეების ფინანსური მხარის მოგვარება, ხარჯებისა და შემოსავლების შეფასება. ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც თანხებთან არის დაკავშირებული, დღეს განსაკუთრებით მარტივად გაართმევთ თავს.
ლომი: იდეალური დღეა ნებისმიერი დამოუკიდებელი გეგმის განსახორციელებლად. საკუთარი ბიზნესი, შემოქმედება, სწავლა, სახლის საქმეები... ყველაფერში, სადაც თვითონ ხართ შედეგზე პასუხისმგებელი, წარმატება გელოდებათ. ხოლო იქ, სადაც გარშემომყოფების იმედად ხართ, ან, მით უფრო, მათი მხრიდან ზეწოლას გრძნობთ, მოულოდნელობებისთვის იყავით მზად.
ქალწული: თუ თქვენი სამუშაო შემოქმედებასთან ან კრეატიული იდეების გენერაციასთან არის დაკავშირებული, დღეს შეიძლება შთაგონების ნაკლებობა იგრძნოთ, მაგრამ ეს დროებითია, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიცვლება. ასე რომ, მუზას ტყუილად ნუ დაელოდებით. ეფექტური იქნება მიმდინარე საქმეების გაკეთება, რომლებიც განსაკუთრებულ შემოქმედებით „ნაპერწკალს" არ მოითხოვს.
სასწორი: სჯობს, დღეს სხვებს მოუსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. სხვისი ნათქვამიდან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ამას გარდა, თქვენი მზადყოფნა, რომ სხვა ადამიანებს მოუსმინოთ, მათი მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სმენა უნდა გაამახვილოთ და პირი მომუწოთ. დღეს გაამართლებს ფრაზა „დუმილი ოქროა".
მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, იმ საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება, სადაც თქვენ წყვეტთ ყველაფერს. სხვისი რჩევები კალაპოტიდან ამოგაგდებთ და ეს შედეგზე, შესაძლოა, ძალზე უარყოფითად აისახოს. თუ გარშემომყოფები მოგცემენ შესაძლებლობას, რომ მშვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, საოცრების მოხდენა შეგიძლიათ. ამიტომ ეცადეთ, მოერიდოთ ყველანაირ ორომტრიალს ირგვლივ.
მშვილდოსანი: თავი ხელში უნდა აიყვანოთ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობები არ გაიფუჭოთ. თქვენი „გესლიანი" შენიშვნებით ადამიანებს, შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა აიძულოთ. ამ ყველაფერში დამნაშავე კი გაღიზიანება იქნება, რომლის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. მაგრამ მაინც მოგიწევთ თავის მოთოკვა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის სულერთი არაა ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან.
თხის რქა: დღეს თქვენი მოთმინება სადღაც გაქრება. ასანთივით ხართ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აალდეს. ყველაფერმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – დაგროვებულმა გაღიზიანებამ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაგადგმევინოთ. მოდუნდით, კრიტიკულ მომენტებში კი ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
მერწყული: თქვენს საქმეებში დღეს რაღაც შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. მაგალითად, რამე ახალი პროექტი, რომელშიც დარწმუნებული იყავით, სულ სხვა მხრიდან შემობრუნდეს. შესაძლოა, ბრძოლა მოგიწიოთ შედეგისთვის, რომელიც გეგონათ, რომ უკვე გარანტირებული იყო. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ. საბოლოო წერტილის დასასმელად დრო ჯერ კიდევ გაქვთ.
თევზები: გაგაღიზიანებთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გზაზე შეგხვდებათ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გარშემომყოფებს სპეციალურად გამოჰყავხართ წყობილებიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ გაღიზიანების მიზეზი თქვენ თავში უნდა ეძებოთ და არა გარეთ. გამონახეთ რამდენიმე წუთი, მოდუნდით, ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ნახავთ, რომ მთელი სამყარო შეიცვალა უკეთესობისკენ.