როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სოციალურ ქსელებში

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიგოგონა მობილური ტელეფონით ექსტრემალურ სიტუაციაში
გოგონა მობილური ტელეფონით ექსტრემალურ სიტუაციაში - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი სოციალური ქსელების გარეშე სულ მცირე ხანსაც ვერ ძლებს, ზოგი კი იშვიათად აქტიურობს.
სოციალური ქსელების ეპოქამ შეცვალა სამყარო და ბევრი საინტერესო შემოიტანა მასში. უმეტესობა ყოველდღე სტუმრობს სოცქსელებს, ზოგი დღეში რამდენჯერმე, ზოგიერთს კი მის გარეშე „სიცოცხლე არ შეუძლია“.
გაიგეთ ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლები არიან ყველაზე დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე და ვის ნაკლებად აღელვებს ისინი.
თხის რქის პირადი პოსტები სულ სამი მეგობრისთვის იქმნება და დამალულია გასაიდუმლოებულ აკაუნტში შენიშვნით „ფრთხილად, ბოროტი სელფი“, ღია აკაუნტებში კი ამ ნიშნის წარმომადგენლებს საქმიანი ფოტოები უდევთ, მეგობრებში კოლეგები ჰყავთ. რა იცი, რა ხდება.
ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2019
ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები
მერწყულის ტიპური დღე სოცქსელში: დადო ფოტო ფისოს, ბურგერის, ყვავილების ფონზე... კიდევ შეიძლება გამოკითხვის ჩატარება ამინდზე, ბუნებაზე, განხილვა ახალი ტრეკის, ფილმის ან მეგან მარკლის ტანსაცმლის. და ასე – ყოველდღე, წრეზე.
თევზები ქმნიან იმიჯს, რომ მათი გვერდი სოცქსელში – ღია წიგნია ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე პოსტებით. მაგრამ ნუ მოტყუვდებით – თევზები არავითარ შემთხვევაში არ დაწერენ იმას, რასაც თქვენზე სინამდვილეში ფიქრობენ (კაცუნები).
ვერძს პურს ნუ აჭმევ, მაგრამ მიეცი საშუალება, ქსელში ნებისმიერი პოსტის განხილვებში, „კურთხეულ ომში“ მიიღოს მონაწილეობა. იდავებს, განიხილავს „ბოლო წვეთამდე“, არ დაინდობს არც თავის თავს და არც სხვებს. კარგია, რომ ეს მხოლოდ ონლაინ ხდება.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
კუროს სოცქსელში ძალიან ცოტა აქვს საერთო კუროსთან იმის მიუხედავად, რომ იქ ყველაფერი სიმართლე წერია მისი ბიოგრაფიიდან. აი, ფისო, მეუღლე, ვარდის ბუჩქი აგარაკზე. მაგრამ კურო თავის პირადს მხოლოდ ძალიან ახლობლებსა და ისიც ოფლაინ ანდობს.
ტყუპები პირდაპირი მნიშვნელობით, ცხოვრობენ სოცქსელებში, ცდილობენ მეგობრებისა და არამეგობრების ფარული მოტივების, ემოციებისა და გრძნობების გაგებას, თანაც, უბრალოდ, თქვენი „ჩუსტის“ ფოტოს მიხედვით. არ ინერვიულოთ – ისინი არ გათქვამენ თქვენს საიდუმლოს, თქვენნაირი ხომ ძალიან ბევრია...
კირჩხიბი ისე იქცევა სოციალურ ქსელში, თითქოს ეს მისი მრავალმხრივი პროექტი იყოს: იდეალური ფოტოები, სტრუქტურირებული პოსტები და შენიშვნები... და ყველაფერი მიღწევებზე, იდეალურ მეგობრებზე და მხიარულ ცხოვრებაზე. ვერაფერში მოედავებით!
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2018
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაიგეთ, ხართ თუ არა „განდიდების მანიით“ შეპყრობილი
ლომი ბუნებით sms-ების ოსტატია, იცავს „ოქროს კვეთის“ წესს. იდეალური ბალანსი საჯაროსა და პირადს, ძაღლისა და საყვარელი ადამიანის ფოტოებს შორის, ამას მოსდევს რეკომენდაციები, სად ჯობს წასვლა მომავალ ზაფხულს. მადლობა? რა საჭიროა...
ქალწული სოცქსელებს იშვიათად სტუმრობს, მხოლოდ მაშინ, როცა უნდა დაამტკიცოს, რომ ყველა სულელია და მხოლოდ ისაა ჭკვიანი; ან ვინმეს „ადგილზე მოსმა“ უნდა. ამას დიდი მონდომებით აკეთებს – ზედმეტად კარგი არგუმენტები, ძალზე ფართო ენციკლოპედიური ცოდნა.
სასწორის სოცქსელი სამხატვრო გალერეას ან კერძო კოლექციას შეიძლება შევადაროთ – ისეთი დახვეწილი და მდიდრულია, რომ სიტყვებს ვერ მოძებნი. ამასთან, შესაძლოა, ბოლო ლუკმა საჭმელს ყლაპავდეს სახლში და ამავე დროს წერდეს, როგორ ფუფუნებაში ცხოვრობს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2018
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი ზოდიაქოების კომპანიის მთავარი „ტროლია“ – სწორედ ის მიგიყვანთ ისტერიკამდე ქსელში ყოველგვარი გაკიცხვისა და „ვიკიპედიაზე დაყრდნობით“ ბმულების გარეშე. სწორედ ამიტომ მათ ამდენი მეგობარი და თაყვანისმცემელი ჰყავთ სოცქსელებში – გაგაცინებთ კიდეც და, როცა საჭიროა, დაგიცავთ.
მშვილდოსანი ერთადერთია, რომელიც სოცქსელებს დანიშნულებისამებრ იყენებს. იცნობს ადამიანებს, ამყარებს საჭირო და საინტერესო კონტაქტებს. Connecting people – მათზეა ნათქვამი.
ყველა ახალი ამბავი
0