დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 დეკემბერი

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 დეკემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა>>
დამოუკიდებლობა, თვითნებობა და ემოციურობა ამ დღის მახასიათებლებია. შესანიშნავი დღეა ინიციატივის, შემოქმედებითი მიდგომების გამოსავლენად, ახალი პროექტის მოსაფიქრებლად. ყოფითი საქმეები თქვენში ინიციატივას არ გამოიწვევს, სამაგიეროდ ნებისმიერი არასტანდარტული იდეა შემოქმედებით „ცეცხლს ააგიზგიზებს“. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა რთული იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს ორმაგი სიფრთხილე გმართებთ. მოსალოდნელია გაუგებრობები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში. არაა გამორიცხული, რომ ჩათრეული აღმოჩნდეთ რამე ფინანსური საკითხის გარჩევაში და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ეს რომ არ მოხდეს, თანხებთან დაკავშირებული საკითხები მეტი ყურადღებით უნდა გააკეთოთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: ხართ საბრძოლველად და მუშაობისთვის განწყობილი. მაგრამ ბედის ირონია ისაა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო ხან ერთ საქმეზე მოგიწევთ ყურადღების გადატანა და ხან – მეორეზე. ამის გამო არის რისკი, რომ მთელი დღე, პრაქტიკულად, ფუჭად იმოქმედოთ. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მხოლოდ ერთ რამეზე შეაჩეროთ ყურადღება.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისაც რამე ბიზნესი აქვს ან, უბრალოდ, არ აპირებს სიტუაციის ხელიდან გაშვებას. გაქვთ შანსი, რომ მოგება მიიღოთ იქაც კი, სადაც ამას არ ელოდებით. არ გეგონოთ, რომ საუბარია გზაზე შემთხვევით ნაპოვნ ფულზე. არა – წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ, თუ რაღაც საქმეში დიდი ძალა და ენერგია გაქვთ ჩადებული, თუნდაც დიდი ხნის წინ და მისი შედეგის მიღების იმედი გადაგეწურათ.
კირჩხიბი: კარგი დღეა სამომავლოდ სტრატეგიული გეგმების დასაწყობად. თქვენი გონება მკაფიოდ იმუშავებს, ხოლო აზროვნება გლობალური იქნება. აქედან გამომდინარე, არაპროდუქტიული იქნება ამ დღის ყოველდღიური საქმეებისთვის გამოყენება, თან იმის გათვალისწინებით, რომ ამის განწყობა არცა გაქვთ. შესანიშნავად გამოგივად რთული სქემების შედგენა. თუ დროს გეგმებს დაუთმობთ, არ ინანებთ, შეგიძლიათ ახალ სიმაღლეზე ახვიდეთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ლომი: დღეს ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოგივათ, თან ისე საფუძვლიანად, რომ ოდესმე, შესაძლოა, მიწაზეც ააგოთ. გაქვთ მძლავრი ფანტაზია, რისი წყალობითაც კრეატიული იდეები, პროექტები თუ გეგმები უხვად გაგიჩნდებათ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში რაღაც იდეები გაქრება და არააქტუალური გახდება, თუმცა დღეს ყურადღება მაინც უნდა მიაქციოთ თუნდაც ყველაზე ფანტასტიკურსა და დაუჯერებელ იდეასაც კი.
ქალწული: სიტუაცია ყველანაირ შანსს მოგცემთ, რომ მომავლისკენ გაიხედოთ. შესაძლოა, ეს იყოს რაღაც სამეცნიერო იდეა, ჩანაფიქრი, მაღალი ტექნოლოგიები ან სულაც ფანტასტიკური ფილმი. ან, იქნებ, ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომლის არასტანდარტულ აზროვნებას საზღვრები არა აქვს. ასტროლოგები გირჩევენ, გახსნათ გონება თამამი იდეებისთვის. მომავალი უკვე დადგა. ვისაც არ სჯერა, ის წინ ვერ წავა.
სასწორი: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. არ შეშინდეთ, დღე ახალ შესაძლებლობებსა და პერსპქეტივებს მოგიტანთ. მთლიანობაში, ვითარება თქვენთვის მომგებიანად ეწყობა, თუმცა უახლოეს პერიოდში გარკვეული მღელვარება და სირთულეები არ არის გამორიცხული, რაც გარდამავალ პერიოდს ახასიათებს. ასტროლოგები ამბობენ, რომ სანერვიულო არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება. შეინარჩუნებთ თქვენს პოზიციებს და წინაც წაიწევთ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2018
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით
მორიელი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, აჩქარება არ ივარგებს – არის რისკი, რომ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. დღეს ყველაფრის სწრაფად გაკეთება გინდათ, რაღაც მომენტში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თუ შეანელებთ სვლას, რაღაც უბედურება შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს ასე არაა – თუ ამ განწყობას აჰყვებით, უამრავი შეცდომა შეიძლება დაუშვათ. თავი ხელში უნდა აიყვანოთ. სჯობს, საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე შემდეგ სანანებელი გაგიხდეთ.
მშვილდოსანი: დღეს ფრთებს პეპელასავით გამოიყენებთ და ნესტარს – ფუტკარივით. პირველი ეხება თქვენს უშუალო საქმეებსა და ვალდებულებებს, ხოლო მეორე – კონკურენტებს, რომლებსაც ურჩევნიათ, გზაზე არ გადაგეღობონ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – ნებისმიერ მცდელობა, რომ გავნონ, შესაძლოა, უკან დაუბრუნდეთ. მზად ხართ, მათივე ხრიკი მათსავე წინააღმდეგ გაორმაგებული ძალით გამოიყენოთ.
თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს ნებისმიერ საქმეში ვინმეს კი არ გაჰყვეთ, არამედ საკუთარი გზით იაროთ. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ არის, თუმცა გაქვთ დამოუკიდებლად სვლის, საკუთარი გზისა და განუმეორებელი „მეს“ ძიების განწყობა. ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს უნდა დაუპირისპირდეთ, მაგრამ თუ ბევრის მიღწევა გინდათ, თქვენი გზა უნდა გამონახოთ და არ უნდა იყოთ ისეთი, როგორიც სხვები არიან.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: დღეს გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმის უმნიშვნელოსგან გამორჩევა. შესაძლოა, დიდი ყურადღება მიაქციოთ მეორეხარისხოვან საკითხს და ამავე დროს, ძირითადი საქმე საერთოდ მიგავიწყდეთ. უბრალოდ, დღის დიდი ნაწილი შეიძლება იმ საქმეს დაუთმოთ, რომელიც პირველად მოგხვდებათ თვალში. თუ სასწრაფო სამუშაო არ გაქვთ, ასეთმა არაორგანიზებულობამ შეიძლება საკმაოდ კარგი შედეგიც გამოიღოს, რადგან რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერს ზედმიწევნით შეასრულებთ.
თევზები: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აწიოთ თამასა. თუ ასე თუ ისე გაწყობთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, ეს გაჩერების მიზეზი არაა. წინ უნდა წახვიდეთ. დღეს საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე იფიქროთ კარიერულ, სოციალურ თუ სხვა კიბეზე. შეიძლება დალაპარაკება ხელმძღვანელობასთან, რომელიმე ძველი პროექტის რეალიზება. იმოქმედეთ, სანამ სხვა გააკეთებს ამას თქვენ მაგივრად.
ყველა ახალი ამბავი
0