დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 დეკემბერი

© Pixabay / Free-Photosვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 10 დეკემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
არცთუ ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების, საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის, სადაც სიფრთხილე და ყველაფრის აწონ-დაწონაა საჭირო. ამოცანების გადაწყვეტისას არასტანდარტული მიდგომები შესანიშნავ შედეგებს მოიტანს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მავნე ჩვევებმა, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები - მეგობრებთან, ახლობლებთან, კოლეგებთან. თუ ვითარების გამო მათ წინაშე ახალი იდეის ან გეგმის წარდგენა დაგჭირდათ, თავი შეიძლება უხერხულად იგრძნოთ. მაგრამ ამისთვის ობიექტური მიზეზები არა გაქვთ, რადგან ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენ მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი არიან და მათთვის საკუთარი მოსაზრებების მიწოდებაში დაბრკოლება არ შეგექმნებათ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, შემოქმედებაში გადაეშვათ. საკმარისია მხოლოდ სურვილი და არასტანდარტული იდეების გენერატორი გახდებით. არაა აუცილებელი, მაინცდამაინც მხატვარი ან მწერალი იყოთ - ნებისმიერ საქმეში, სადაც კრეატიული დამოკიდებულებაა საჭირო, თავს შესანიშნავად წარმოაჩენთ. ზუსტ მეცნიერებებთან მიმართებით ყველაფერი პირიქით იქნება, ამიტომ, თუ, მაგალითად, ბუღალტერი ხართ, აქ შემოქმედებითი „აღმაფრენები" ნამდვილად არაფერ კარგს არ მოგიტანთ.
ტყუპი: ფულთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო და არა აქვს მნიშვნელობა, ეს თქვენი თანხაა თუ სხვისი. დღეს მაცდური სურვილი გაქვთ, რომ სპონტანურად იყიდოთ ყველაფერი, რაც მოგეწონებათ, ჩადოთ თანხა სარისკო, ავანტიურულ საქმეებში. ასეთი განწყობით დღეს თქვენთვის ძალზე იოლი იქნება ფულის ქარისთვის გატანება. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ ყველაფერს, რაც თქვენში თანხის დახარჯვის სურვილს აღძრავს.
კირჩხიბი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. თქვენი გონება მკაფიოდ, კომპიუტერივით მუშაობს. ამის წყალობით შეგიძლიათ არა მხოლოდ შეაფასოთ სხვისი იდეები, არამედ არაერთი საკუთარი იდეაც წამოაყენოთ. ნებისმიერ საქმეში შეგიძლიათ წინასწარ გათვალოთ რამდენიმე სვლა. ეს დაგეხმარებათ მტკიცე და უშეცდომო მოქმედებაში და საუკეთესო შედეგების მიღებაში.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
ლომი: ემოციებით დატვირთული დღე გელოდებათ და ეს ძირითადად სასიამოვნო ემოციები იქნება. შესაძლებელია სასიხარულო მოვლენები. არ არის გამორიცხული, რომ ხელმძღვანელობა კარიერულ წინსვლას დაგპირდეთ, ახლობლებმა რამე სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ... მომავლის იმედი ფრთებს შეგასხამთ. მიუხედავად ამ პლუსებისა, ემოციებმა შეიძლება დაგეგმილ საქმეებს მოგწყვიტოთ.
ქალწული: ვარსკვლავები გირჩევენ, ხშირად მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას - ის არ გიღალატებთ. გაქვთ კარგი შანსი, რომ რამე მოგება მიიღოთ ან კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. მაგრამ ამ შანსს იმ შემთხვევაში გამოიყენებთ, თუ გადაწყვეტილებებს გულით მიიღებთ და არა გონებით. საქმე ისაა, რომ ლოგიკური დასკვნებისთვის შესაძლოა, საჭირო ინფორმაცია არ გქონდეთ, მაგრამ ქვეცნობიერი სათანადო სიმაღლეზე იქნება.
სასწორი: ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ, ეს ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლაა. ვარსკვლავები გირჩევენ, მოძებნოთ ახალი გზები ძველი და ჩვეული პრობლემების გადასაწყვეტად და ამასთან ყოველდღიურობაში სიახლეს შეიტანთ. ამისთვის, შესაძლოა, სახლში ავეჯის გადაადგილება დაგჭირდეთ, საქმეებში ახალი სტრატეგიის შემუშავება ან გარდერობის განახლება. თუ ამას გაითვალისწინებთ, კარგ შედეგებს მიიღებთ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2022
ზოდიაქო: მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები
მორიელი: დღეს შეიძლება მოულოდნელად რაღაც სიახლე გაიგოთ, რომელიც თქვენს გეგმებში კორექტივებს შეიტანს. შესაძლოა, ეს სიახლე თქვენს პირად ცხოვრებას ეხებოდეს, ან საქმეებში რაღაც მოვლენებს უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, მოგიწევთ საწყისი გრაფიკის გადახედვა. არ არის გამორიცხული, რომ დიდი დრო დაგეხარჯოთ ახალი ამბების განხილვაზე, მათზე ფიქრზე. აქედან გამომდინარე, ადვილი არ იქნება იმის შესრულება, რასაც თავდაპირველად გეგმავდით.
მშვილდოსანი: დღეს მტკიცე მოქმედებების დროა. ომი რომ მოიგოთ, ბრძოლაში უნდა ჩაებათ და ეს დღე ბრძოლის დასაწყებად საუკეთესო დროა. ვარსკვლავების წყალობით ხართ მიზანსწრაფული, უშიშარი, შეგიძლიათ საკუთარი მოსაზრებების დაცვა. მებრძოლის თვისებების წყალობით შეძლებთ საკუთარი თვალსაზრისის გატანას გარშემომყოფების წინააღმდეგობის მიუხედავად და შედეგად - გამარჯვების მოპოვებას.
თხის რქა: დღეს ნებისმიერ საკითხში ეჭვი შეიძლება შეგეპაროთ. წვრილმანებშიც კი გადაწყვეტილებამდე მისვლა გაგიჭირდებათ, ამიტომ გირჩევნიათ, ასეთ შემთხვევებში საქმე გადადოთ ან სხვას გადააბაროთ. ამ ორჭოფობას სხვა, დადებითი მხარეც აქვს - არ იმოქმედებთ დაუფიქრებლად. სიფრთხილის წყალობით შეცდომების ალბათობა საქმეებში ნულს გაუტოლდება.
მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2019
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები
მერწყული: სიტუაციამ თქვენგან შეიძლება იმ საქმეების გაკეთება მოითხოვოს, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. შესაძლოა, არ იცით, როგორ მოიქცეთ, საიდან დაიწყოთ მათი გაკეთება. თუ ამ საქმეებს დღეს არ შეუდგებით, შეიძლება ვერც ვერასდროს გააკეთოთ. უმოქმედობასა და სიზარმაცეს გამართლებას ნუ მოუძებნით და გახსოვდეთ, რომ წინსვლას დაგროვებული საქმეების გორა უშლის ხელს.
თევზები: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, თქვენი ნიჭის დაუნახაობა ძალიან ძნელი იქნება. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმესთან შესანიშნავად გამკლავება, გარშემომყოფებისთვის თავის ყველაზე მომგებიანად წარმოჩენა. განსაკუთრებით ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე, ვისაც აქამდე არ იცნობდით. ასე რომ, თუ დღეს ახალ ადამიანებთან შეხვედრა და საქმიანი მოლაპარეკებები გელოდებათ, ამისთვის საუკეთესო დღეს ვერ ნახავთ.
ყველა ახალი ამბავი
0