მითი და რეალობა „გაცვეთილი" სხეულის შესახებ

CC BY 2.0 / Flickr/ lifescript / Deepak Chopra, M.D.დიპაკ ჩოპრა
დიპაკ ჩოპრა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ სმენია, რომ ადამიანის სხეული და გონება, რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო „ცვდება", ხდება ნაკლებად მოძრავი, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.
ამ ფაქტს ყველა ვიღებთ, როგორც ჭეშმარიტებას და მშვიდად ვეგუებით სიბერის მოსვლას.
თანამედროვე მეცნიერება კი ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ეს უფრო მითს ჰგავს. ერთ-ერთი ასეთი განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკელ ექიმ-ენდოკრინოლოგს, წარმოშობით ინდოელ დიპაკ ჩოპრას, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ტრადიციულ ინდურ მედიცინაში.
მითი პირველი: ადამიანის ჯანმრთელობა მთლიანად გენეტიკაზეა დამოკიდებული
ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული გენების ნაკრებით ვიბადებით, მათი განვითარება და რეალიზაცია იმაზეა დამოკიდებული, თუ ცხოვრების როგორ წესს ავირჩევთ.
უცნაური და საინტერესო ფაქტები: იცოდით, რომ...>>
მეცნიერები უკვე ახლოს არიან გენების ექსპრესიის – ინფორმაციის გენომიდან ცილებში გარდაქმნის გაგებასთან. ამ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი:
აზროვნებითი პროცესი
ემოციურობა
სტრესისადმი მდგრადობა
ძილის რეჟიმი
ფიზიკური დატვირთვის ამტანობა
სუნთქვა
სხეულისა და გონების ინტეგრაცია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ძალებს შესწევს უნარი, აამოქმედოს დადებითი გენები და დათრგუნოს უარყოფითი. ეს ეხება ახალი მეცნიერების — ეპიგენეტიკის შესწავლის სფეროს. ბოლოს და ბოლოს, მალე გადაიჭრება ჩვენი უჯრედების განვითარებისა და დაბერების კონტროლის ამოცანა.
თაობები - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2022
ოთხი ასაკი – ოთხი ეტაპი
მითი მეორე: რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო დაბერებულად გრძნობ თავს
ეს ასე არაა.
თითოეულ ადამიანს ორი ასაკი აქვს — ბიოლოგიური და ქრონოლოგიური.
ქრონოლოგიური ასაკი — ესაა ასაკი პასპორტით, ხოლო ბიოლოგიური აჩვენებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის სხვადასხვა პარამეტრს — არტერიულ წნევას, ქოლესტერინს… ყველა ეს ფაქტორი განპირობებულია სხვადასხვა მაჩვენებლით, რომელთა შორის რეალურ ასაკს არცთუ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
კარმის კანონები, ანუ რაც ადამიანის ბედს აყალიბებს>>
სხეულის დაბერების პროცესი დამოკიდებულია ჩვენ დამოკიდებულებაზე დაბერებისადმი, ჩვენ მოლოდინებსა და რწმენაზე, დროის აღქმასა და ენერგიის დონეზე.
50 წლის ადამიანმა საკუთარი თავი შეიძლება აღიქვას, როგორც 35 წლისა, ხოლო 35 წლის ხელჩაქნეულმა — 15 წლით უფროსად.
ჰედა ბოლგარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
სიბერე თავისუფლებაა, შეხვდით მას ღიმილით, ანუ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო
მითი მესამე: სხეული წლებთან ერთად ბერდება, ცვდება"
ეს ასე არ არის.
არ არის აუცილებელი, რომ სოლიდური ასაკი სისუსტესა და ავადმყოფობაზე მეტყველებდეს.
უცნაური და საინტერესო ფაქტები ადამიანის ორგანიზმის შესახებ>>
არავინ დაგიშლით ფიზიკურ ვარჯიშს, სპორტულ აქტიურობას.
გამოცდილებით ცნობილია, რომ 60 წელს გადაცილებული მამაკაცები როდესაც სპორტულ აქტიურობას იწყებენ, თვე-ნახევარში ძალის გაორმაგებულ მოზღვავებას გრძნობენ, ხოლო ნახევარსაათიანი სეირნობა თუნდაც კვირაში ერთხელ სიცოცხლეს შვიდი წლით ახანგრძლივებს.
ფანი არდანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2016
ფანი არდანი: მინდა ეშაფოტამდე ღიმილითა და ხელში ჭიქა ღვინით მივიდე
მითი მეოთხე: სიბერეში ტვინი აუცილებლად დეგრადირებული ხდება
ეს ასე არ არის.
თუ ფიქრობთ, რომ ტვინის უჯრედები თანდათანობით კვდება, არცთუ მთლად მართალი ბრძანდებით. ბოლო კვლევების თანახმად, ტვინის ცალკეულ მონაკვეთებში ახალი უჯრედების გამომუშავება არ ჩერდება. რა თქმა უნდა, უჯრედები იღუპება, მაგრამ მათ ახალი უჯრედები ანაცვლებს.
უარყოფითი ემოციები - ეს მთავარი ბარიერია ცხოვრებაში>>
ტვინის განვითარებისა და აქტიურობისთვის ვარჯიშია საჭირო. ამისთვის ყველაზე ეფექტურია უცხო ენების შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ გენეტიკით დაავადებების მხოლოდ მცირე — 3-4% პროცენტი, მათ შორის, ალცჰაიმერი არის გამოწვეული, ხოლო უმეტესი ნაწილი განისაზღვრება ცხოვრების სტილით, ემოციებით, სტრესით, ძილითა და დიეტით.
ასაკოვანი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
მე ეს გზა ავირჩიე: უბრალოდ, ვიყო ბედნიერი
მითი მეხუთე: ორგანიზმის ენერგია თანდათანობით ქრება
ეს ასე არ არის.
ჩვენი ენერგიის მაჩვენებელი ასაკზე მიბმული არ არის. ის დამოკიდებულია თქვენ დამოკიდებულებაზე საკუთარი ორგანიზმისადმი და თქვენ ჩვევებზე.
მშვიდი მედიტაცია, ჯანსაღი ძილი, ფიზიკური აქტივობა თქვენს სხეულს ენერგეტიკის ნორმალური დონის შენარჩუნებაში დაეხმარება.
როგორ აღვიდგინოთ ენერგია: რჩევები>>
მითი მეექვსე: სიბერე და ბედნიერება შეუთავსებელია
ეს ასე არ არის.
არანაირი დამოკიდებულება ბედნიერებასა და ასაკს შორის არ არის. სინამდვილეში ცხოვრების „შემოდგომა" შეიძლება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი გახდეს. მნიშვნელოვანია სწორი კვება, საკუთარ თავზე ზრუნვა და სოციალური კავშირების შენარჩუნება.
ყველა ახალი ამბავი
0