https://sputnik-georgia.com/20221004/dris-astroprognozi-4-oqtomberi-270982125.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T00:15+0400
2022-10-04T00:15+0400
2022-10-04T08:26+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_5097b5deeee7815c2b3363fe56f4113d.jpg
დღეს 2022 წლის 4 ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.იყავით მტკიცე, კატეგორიული და ხანდახან დიპლომატიურობაც დაივიწყეთ. მოსალოდნელია სპონტანური კონფლიქტები, ინტერესთა შეჯახება. მთელი დღე რომ უაზრო კამათში არ გაატაროთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში ბუნდოვანებასა და არაერთმნიშვნელოვნებას მოერიდეთ. დღეს კონკრეტიკა გაიმარჯვებს. დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ოქტომბერი>>ეს წესი იმოქმედებს სიყვარულშიც. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში: დღეს სიყვარული ბრძოლის ველია, სადაც სიმტკიცე გაიმარჯვებს.ვერძი: დღეს ძვირფას იდეებსა და აზრებს აფრქვევთ. გასაკვირი არაა, რომ მათი სწრაფად გაზიარება გინდათ სხვებისთვის. მაგრამ თუ ვერ მოახრეხებთ თქვენი აზრების „სამსჯავროზე" გატანას, დიდად არ შეწუხდეთ. საკმარისი იქნება, თუ ერთ დაინტერესებულ და კარგ მსმენელს იპოვით და ასევე მყუდრო ადგილს, სადაც არავინ შეგიშლით ხელს. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოთ და დაუმუშავებელი ალმასი ბრწყინვალე ბრილიანტად აქციოთ.კურო: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც გზაზე არ გეღობებოდნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები მხოლოდ თავიანთი არაორგანიზებული იერით გწყვეტენ მნიშვნელოვან საქმეებს. დიდ დროსა და ძალას დახარჯავთ იმაზე, რომ გარშემომყოფები „გონზე მოიყვანოთ". ადამიანები კი იფიქრებენ, რომ არაფრის გამო ედავებით და მართალიც იქნებიან.ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რამე ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თქვენი განწყობაც იმგვარია, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ გინდათ, მზად ხართ მოძრაობისა და სირბილისთვისაც კი, რომ თქვენს ბედს შეეგებოთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია იქნება, ხოლო ცნობისწადილი თამამი, რომელიც მოულოდნელი საქციელის ბიძგს მოგცემთ.კირჩხიბი: დღეს თქვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეეჯახებით. ვიღაცას შეუძლია, პირში მოგახალოთ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები. მაგრამ ეს არ შეგაშფოთებთ – საბრძოლველად ხართ განწყობილი და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ კონკურენტი მიწასთან გაასწოროთ... ან დაუმეგობრდეთ მას – არც ესაა გამორიცხული, რადგან დღეს პარადოქსული მოქმედებები თქვენგან გამორიცხული არაა. სინამდვილეში, შეგიძლიათ, ვითარება რამდენიმე ნაბიჯით წინ გათვალოთ და შორს მიმავალი გეგმები შეადგინოთ.ლომი: დღეს დისკუსიის განწყობაზე ხართ და თან ნებისმიერთან, ნებისმიერ თემაზე. მზად ხართ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი თვალსაზრისი და სიმართლე. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც იპოვით საბაბს, რომ იკამათოთ. მოხერხებულად შეგიძლიათ ირგვლივ მყოფების პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ სათქმელი გქონდეთ – ისინი მართლები არ არიან. ვერაფერს გავაწყობთ – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.ქალწული: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერს ისე გააკეთებთ, თითქოს ამაზე იყოს თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. ეს ცუდი არაა, როდესაც საქმე სამუშაოს ან ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებში ასე ჯიქურ მოქმედება არ ივარგებს. ყველა ფრონტზე ამგვარი დამოკიდებულება თქვენს ძალებს გამოფიტავს. აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე გაანაწილებთ და გადაწყვეტთ, რა საქმეში ღირს „რქებით მიწოლა" და რაში – არა.სასწორი: მზად ხართ, გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობანი აჩვენოთ. ზოგჯერ ეს თავისდაუნებურად გამოგივათ, რადგან ბევრ საქმეს არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებაგამჭრიახი და ამის წყალობით ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტაც შეგიძლიათ. ამასთან, არ იქნებით ქედმაღალი და გარშემომყოფებს ზემოდან არ დაუწყებთ ყურებას. თუ ვინმეს თქვენი შეშურდება – ეს მისი პრობლემაა.მორიელი: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერად მონათესავე ადამიანის დანახვა შეგიძლიათ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. ამასთან, ახლობლებისა და მეგობრების წრე ვიწრო მოგეჩვენებათ და ახალი კონტაქტების, ან ვინმეს უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. გულითადი საუბარი შეიძლება ვინმე ბავშვთან, კოლეგასთან, ან, სულაც, შემთხვევით გამვლელთანაც კი გააბათ, და ეს საუბარი ბევრ რამეზე დაფიქრებას გაიძულებთ.მშვილდოსანი: აჩქარება არ ივარგებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებით ან საქმის სწრაფად გაკეთების სურვილით შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში, მაინც ღირს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ხოლო უკეთესი იქნება, თუ ამ საქმეს საერთოდ გადადებთ. თქვენ წინაშე, შესაძლოა, საბედისწერო საკითხები დადგეს, ხოლო არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ დიდი იქნება.თხის რქა: დღეს რამე საკითხში თქვენი ძალის ჩვენება ნამდვილად არ გაწყენთ – ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, მტკიცე და მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში – სამსახურშიცა და სახლშიც შეგიძლიათ სიმტკიცე აჩვენოთ. პრინციპული პოზიციებითა და საკუთარი აზრის დაცვით ბევრ რამეს მიაღწევთ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრებების გათვალისწინება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.მერწყული: დღეს უზარმაზარი ენერგია გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მიზნისკენ ნაბიჯის გადადგმა, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება ან ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი თქვენთვის დღეს ძალიან ადვილია. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გზაზე არანაირი ისეთი დაბრკოლება არ არის, რომელსაც ვერ გადალახავთ. და ეს ბევრ რამეში სიმართლეცაა.თევზები: დღეს მთელი ძალით მოგიწევთ დამალვა სხვა ადამიანების მცდელობებისგან, რომ თქვენს ცხოვრებაში უცერემონიოდ შემოიჭრან და თავი მოგაბეზრონ. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად არ გაცდიან: რაღაცას გთხოვენ, რაღაცას ითხოვენ თქვენგან, პრეტენზიებს გიყენებენ... დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა შეიძლება დაგიგროვდეთ და საკმარისი იქნება ერთი ნაპერწკალი, რომ მძლავრი აფეთქება მოხდეს.
https://sputnik-georgia.com/20220929/zodiaqo-bednieri-cvlilebebi-oqtombersi-270838770.html
https://sputnik-georgia.com/20220928/zodiaqo-vin-sexvdeba-siyvaruls-wlis-bolomde-270838137.html
https://sputnik-georgia.com/20220919/zodiaqos-yvelaze-vnebiani-nisnebi-270554968.html
https://sputnik-georgia.com/20220914/zodiaqo-siyvarulidan-sizulvilamde-270415477.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b70259657d8d9b1e3b62b4fb33654e56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 ოქტომბერი
00:15 04.10.2022 (განახლებულია: 08:26 04.10.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 4 ოქტომბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
იყავით მტკიცე, კატეგორიული და ხანდახან დიპლომატიურობაც დაივიწყეთ. მოსალოდნელია სპონტანური კონფლიქტები, ინტერესთა შეჯახება. მთელი დღე რომ უაზრო კამათში არ გაატაროთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობებში ბუნდოვანებასა და არაერთმნიშვნელოვნებას მოერიდეთ. დღეს კონკრეტიკა გაიმარჯვებს.
ეს წესი იმოქმედებს სიყვარულშიც. აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში: დღეს სიყვარული ბრძოლის ველია, სადაც სიმტკიცე გაიმარჯვებს.
ვერძი: დღეს ძვირფას იდეებსა და აზრებს აფრქვევთ. გასაკვირი არაა, რომ მათი სწრაფად გაზიარება გინდათ სხვებისთვის. მაგრამ თუ ვერ მოახრეხებთ თქვენი აზრების „სამსჯავროზე" გატანას, დიდად არ შეწუხდეთ. საკმარისი იქნება, თუ ერთ დაინტერესებულ და კარგ მსმენელს იპოვით და ასევე მყუდრო ადგილს, სადაც არავინ შეგიშლით ხელს. ეს დაგეხმარებათ, რომ თქვენი იდეა სრულყოთ და დაუმუშავებელი ალმასი ბრწყინვალე ბრილიანტად აქციოთ.
29 სექტემბერი 2022, 12:07
კურო: დღეს გარშემომყოფები გაგაღიზიანებენ. თუნდაც გზაზე არ გეღობებოდნენ და თქვენს მუშაობას არანაირად არ უშლიდნენ ხელს, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ირგვლივ მყოფები მხოლოდ თავიანთი არაორგანიზებული იერით გწყვეტენ მნიშვნელოვან საქმეებს. დიდ დროსა და ძალას დახარჯავთ იმაზე, რომ გარშემომყოფები „გონზე მოიყვანოთ". ადამიანები კი იფიქრებენ, რომ არაფრის გამო ედავებით და მართალიც იქნებიან.
ტყუპი: დღეს გაქვთ შანსი, რომ რამე ახალსა და საინტერესოს წააწყდეთ, რაც მომავალში თქვენს ბედზე აისახება. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, ან ახალი ცოდნა, შთაბეჭდილება, გრძნობა... თქვენი განწყობაც იმგვარია, რომ ერთ ადგილზე გაჩერება არ გინდათ, მზად ხართ მოძრაობისა და სირბილისთვისაც კი, რომ თქვენს ბედს შეეგებოთ. თქვენი გულიცა და გონებაც გახსნილია იქნება, ხოლო ცნობისწადილი თამამი, რომელიც მოულოდნელი საქციელის ბიძგს მოგცემთ.
კირჩხიბი: დღეს თქვენ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს შეეჯახებით. ვიღაცას შეუძლია, პირში მოგახალოთ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები. მაგრამ ეს არ შეგაშფოთებთ – საბრძოლველად ხართ განწყობილი და არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, რომ კონკურენტი მიწასთან გაასწოროთ... ან დაუმეგობრდეთ მას – არც ესაა გამორიცხული, რადგან დღეს პარადოქსული მოქმედებები თქვენგან გამორიცხული არაა. სინამდვილეში, შეგიძლიათ, ვითარება რამდენიმე ნაბიჯით წინ გათვალოთ და შორს მიმავალი გეგმები შეადგინოთ.
28 სექტემბერი 2022, 15:45
ლომი: დღეს დისკუსიის განწყობაზე ხართ და თან ნებისმიერთან, ნებისმიერ თემაზე. მზად ხართ, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი თვალსაზრისი და სიმართლე. თუნდაც გარშემომყოფები გეთანხმებოდნენ, მაინც იპოვით საბაბს, რომ იკამათოთ. მოხერხებულად შეგიძლიათ ირგვლივ მყოფების პროვოცირება მხოლოდ იმისთვის, რომ სათქმელი გქონდეთ – ისინი მართლები არ არიან. ვერაფერს გავაწყობთ – ასეთ განწყობაზე ხართ დღეს.
ქალწული: დღეს რასაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერს ისე გააკეთებთ, თითქოს ამაზე იყოს თქვენი ცხოვრება დამოკიდებული. ეს ცუდი არაა, როდესაც საქმე სამუშაოს ან ნამდვილად მნიშვნელოვან პროექტებს ეხება. თუმცა ყოფით საკითხებში ასე ჯიქურ მოქმედება არ ივარგებს. ყველა ფრონტზე ამგვარი დამოკიდებულება თქვენს ძალებს გამოფიტავს. აჯობებს, თუ პრიორიტეტებს დილითვე გაანაწილებთ და გადაწყვეტთ, რა საქმეში ღირს „რქებით მიწოლა" და რაში – არა.
სასწორი: მზად ხართ, გარშემომყოფებს თქვენი უპირატესობანი აჩვენოთ. ზოგჯერ ეს თავისდაუნებურად გამოგივათ, რადგან ბევრ საქმეს არაჩვეულებრივად გაართმევთ თავს. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, გონებაგამჭრიახი და ამის წყალობით ყველაზე ჩახლართული საქმეების გადაწყვეტაც შეგიძლიათ. ამასთან, არ იქნებით ქედმაღალი და გარშემომყოფებს ზემოდან არ დაუწყებთ ყურებას. თუ ვინმეს თქვენი შეშურდება – ეს მისი პრობლემაა.
19 სექტემბერი 2022, 17:00
მორიელი: დღეს უცნობ თანამოსაუბრეშიც კი სულიერად მონათესავე ადამიანის დანახვა შეგიძლიათ. ხართ გულწრფელი, პირდაპირი, გაქვთ ურთიერთობების სურვილი. ამასთან, ახლობლებისა და მეგობრების წრე ვიწრო მოგეჩვენებათ და ახალი კონტაქტების, ან ვინმეს უფრო ახლოს გაცნობის სურვილი გაგიჩნდებათ. გულითადი საუბარი შეიძლება ვინმე ბავშვთან, კოლეგასთან, ან, სულაც, შემთხვევით გამვლელთანაც კი გააბათ, და ეს საუბარი ბევრ რამეზე დაფიქრებას გაიძულებთ.
მშვილდოსანი: აჩქარება არ ივარგებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებით ან საქმის სწრაფად გაკეთების სურვილით შეცდომები შეიძლება დაუშვათ. თუნდაც დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებებში, მაინც ღირს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ხოლო უკეთესი იქნება, თუ ამ საქმეს საერთოდ გადადებთ. თქვენ წინაშე, შესაძლოა, საბედისწერო საკითხები დადგეს, ხოლო არასწორი პასუხის ფასი საკმაოდ დიდი იქნება.
თხის რქა: დღეს რამე საკითხში თქვენი ძალის ჩვენება ნამდვილად არ გაწყენთ – ეს საჭირო შედეგს უზრუნველყოფს. ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, მტკიცე და მშვიდი. ამის წყალობით ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეში – სამსახურშიცა და სახლშიც შეგიძლიათ სიმტკიცე აჩვენოთ. პრინციპული პოზიციებითა და საკუთარი აზრის დაცვით ბევრ რამეს მიაღწევთ, ხოლო გარშემომყოფებს თქვენი მოსაზრებების გათვალისწინება და ნებსით თუ უნებლიეთ კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ.
14 სექტემბერი 2022, 14:33
მერწყული: დღეს უზარმაზარი ენერგია გაქვთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ. მიზნისკენ ნაბიჯის გადადგმა, რთული ამოცანის ამოხსნასთან მიახლოება ან ჩიხიდან გამოსავლის მოძებნა – ეს ყველაფერი თქვენთვის დღეს ძალიან ადვილია. შეიძლება მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გზაზე არანაირი ისეთი დაბრკოლება არ არის, რომელსაც ვერ გადალახავთ. და ეს ბევრ რამეში სიმართლეცაა.
თევზები: დღეს მთელი ძალით მოგიწევთ დამალვა სხვა ადამიანების მცდელობებისგან, რომ თქვენს ცხოვრებაში უცერემონიოდ შემოიჭრან და თავი მოგაბეზრონ. განწყობა გაქვთ, რომ მშვიდად გააკეთოთ თქვენი საქმეები, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად არ გაცდიან: რაღაცას გთხოვენ, რაღაცას ითხოვენ თქვენგან, პრეტენზიებს გიყენებენ... დღის ბოლოს უზარმაზარი დაძაბულობა შეიძლება დაგიგროვდეთ და საკმარისი იქნება ერთი ნაპერწკალი, რომ მძლავრი აფეთქება მოხდეს.