ზოდიაქო: ბედის ნებიერები ოქტომბერში

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
ოქტომბერში პლანეტების ენერგია გაიზრდება, რათა ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენლებს მიზნების მიღწევის, შემოსავლების გაზრდისა და სიყვარულში ბედნიერებისკენ უბიძგონ.
ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებს შემოდგომის შუა თვეში ბედნიერება და სასიკეთო ცვლილებები ელოდებათ.
ლომი
პროფესიულ ასპარეზზე დიდი წარმატებები გელოდებათ. საქმიანობისას ელეგანტურად მოიქცევით. ამოცანებს მსუბუქად შეასრულებთ და მიზნებს მიაღწევთ. ვარსკვლავების მხარდაჭერას ელოდეთ ბიზნესში.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას>>
შესაძლებელია მომგებიანი კონტრაქტების გაფორმება, შემოსავლების გაზრდა, კარიერული წინსვლა. პირად ცხოვრებაში გელოდებათ დაძაბულობის მოხსნა და ჰარმონიის მოპოვება.
ქალწული
ოქტომბერში წინა პლანზე გამოვა პირადი ურთიერთობების სფერო, სადაც ბედნიერება გელოდებათ. წყვილებს აქვთ შანსი, ერთმანეთს მეტი დრო დაუთმონ და ურთიერთობებში და გარე სამყაროსთან ბალანსი მოიპოვონ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
ხანმოკლე შვებულებას სასიყვარულო ცეცხლის კვლავ აგიზგიზება შეუძლია. მარტოხელები უფრო მომხიბლავი და მიმზიდველი გახდებიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. პროფესიულ სფეროში ყველაფერი მშვიდად და იღბლიანად წარიმართება.
მშვილდოსანი
ოქტომბერში ყველა მიმართულებით იღბალი თქვენ გვერდით იქნება. სამუშაოზე გექნებათ მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენისა და ახალი სიმაღლეების დაპყრობის შესაძლებლობა. კოლეგებთან ურთიერთობებში ჰარმონია დაისადგურებს. არაა გამორიცხული ხელფასის გაზრდა.
ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები - ვის უმართლებს ყველაზე მეტად ლატარიის თამაშში>>
პირად ფრონტზე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის ოცნება აიხდინოთ. ამავე დროს ფინანსებთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.
ყველა ახალი ამბავი
0