https://sputnik-georgia.com/20220928/zodiaqo-vin-sexvdeba-siyvaruls-wlis-bolomde-270838137.html
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს რეალური შანსი აქვთ, რომ წლის ბოლომდე ცხოვრების სიყვარული იპოვონ. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T15:45+0400
2022-09-28T15:45+0400
2022-09-28T21:35+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251992008_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_f8f2252c58dfff1f495fcc77ee70aee5.jpg
წლის ბოლომდე სამი თვე დარჩა. ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით მეტი შანსი აქვთ, რომ იპოვონ ადამიანი, რომელთანაც ცხოვრებას გაატარებენ და რომლებიც მათი ნამდვილი მეორე ნახევრები გახდებიან.კუროგააცნობიერეთ, რა გჭირდებათ მომავალი ურთიერთობებიდან. იმუშავეთ საკუთარ თავზე, გათავისუფლდით შეზღუდვებისგან, რომლებიც ხელს გიშლით პრობლემური ურთიერთობებისგან თავის დაღწევაში, რეალობას იდეალურად ნუ აფასებთ. წარმატებული ურთიერთობების რეცეპტი არა იძულებით ურთიერთობებშია, არამედ სიყვარულის მიღების მზადყოფნაში. მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები>>თუ არ იცით, როგორი პარტნიორი გჭირდებათ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ მისთვის და ვერ ხედავთ სამომავლო კავშირს, სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება წლის ბოლო პერიოდს, როდესაც, შესაძლოა, სიყვარული იქვე ახლოს გელოდებათ. თქვენ მზად უნდა იყოთ ბედის საჩუქრის მიღებისთვის.ტყუპისაქმიანობაში, შესაძლოა, რაღაც საკითხები დამუხრუჭდეს, მაგრამ ეს პირად ცხოვრებას არ ეხება. შეჩერება გემუქრებათ სახლის საქმეებში, ურთიერთობებში და ინტიმურ სფეროშიც კი. თუ დროულად შეამჩნევთ პრობლემას, შეძლებთ ურთიერთობების წინ წაწევას. თუმცა, არის რისკი, რომ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მთლიანად პარტნიორს დააკისროთ. სჯობს, თქვენს საქციელს ობიექტურად შეხედოთ. რაც შეეხება მარტოხელებს, დიდი შანსი გაქვთ, რომ სიყვარული სწორედ ამ წლის ბოლოს იპოვოთ. ზოგიერთი თქვენგანი ძველი პარტნიორის დაბრუნების იმედად იქნება, შეეცდება ძველი ურთიერთობების აღდგენას. მაგრამ სჯობს, ახალ ნაცნობობაზე იფიქროთ - ბედი აუცილებლად შეგახვედრებთ სიყვარულს.ქალწულიდაძაბული და საკმაოდ რუტინული წლის ბოლო თვეებში პირადი ცხოვრების ტრანსფორმაცია გელოდებათ. წელს დიდხანს იყავით ლოდინის რეჟიმში და გარკვეულად ვითარებასთან შეგუებაც ისწავლეთ. მტკიცედ განწყობილი მარტოხელები დაჯილდოვდებიან ხანგრძლივი რომანით შემოდგომაზე და უფრო სერიოზული გრძნობით ზამთარში. ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>ვისაც ჰყავს პარტნიორი, გარკვეული პრობლემებია შესაძლებელი. ამიტომ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე. თუ ეს კავშირი დიდი ხანია, კრიზისულია, ეს პერიოდი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს.მშვილდოსანიმარტოხელა მშვილდოსნებს, რომლებიც ცვლილებებს ელოდებიან, წლის ბოლოს რომანტიკულ საკითხებში პროგრესი ელოდებათ. თუ თქვენი ურთიერთობები დიდი ხანია, ერთ ადგილზე დგას, გადაუჭრელი საკითხები ჩიხში მოექცა, ლაპარაკი პროგრესზე მალე დაიწყება. გარღვევები ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი. მარტოხელებს პერსპექტიული არაერთი ნაცნობობა გელოდებათ, უბრალოდ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ.მერწყულიმარტოხელებს მალე გექნებათ შესაძლებლობა, ახალი რომანი დაიწყოთ ან იარშიყოთ. უფრო სერიოზული გრძნობები ნოემბერშია მოსალოდნელი. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც შეხვდებით, არა მორიგი გატაცების, არამედ დიდი გრძნობის ობიექტი გახდეს. როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>ვისაც მუდმივი პარტნიორი ჰყავს, განსაკუთრებით მრავალწლიანი სტაჟის ქორწინებაში, გრძნობები ზამთრის დასაწყისში იფეთქებს. პარტნიორებს დაახლოებაში ერთობლივი საქმიანობა დაეხმარება. ბევრ ელოდება რომანტიკული მოგზაურობა, რაც ურთიერთობებს გააუმჯობესებს.
https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-da-rogor-kargaven-siyvaruls-zodiaqos-nisnebi-267282524.html
https://sputnik-georgia.com/20180417/ramdenad-gulwrfeli-xarT-siyvarulSi-amas-induri-horoskopidan-SeityobT-240086266.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251992008_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_09127f1e4081eddbfb20f6315e323557.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
15:45 28.09.2022 (განახლებულია: 21:35 28.09.2022) ზოდიაქოს ამ ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს რეალური შანსი აქვთ, რომ წლის ბოლომდე ცხოვრების სიყვარული იპოვონ.
წლის ბოლომდე სამი თვე დარჩა. ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენლებს სხვებთან შედარებით მეტი შანსი აქვთ, რომ იპოვონ ადამიანი, რომელთანაც ცხოვრებას გაატარებენ და რომლებიც მათი ნამდვილი მეორე ნახევრები გახდებიან.
გააცნობიერეთ, რა გჭირდებათ მომავალი ურთიერთობებიდან. იმუშავეთ საკუთარ თავზე, გათავისუფლდით შეზღუდვებისგან, რომლებიც ხელს გიშლით პრობლემური ურთიერთობებისგან თავის დაღწევაში, რეალობას იდეალურად ნუ აფასებთ. წარმატებული ურთიერთობების რეცეპტი არა იძულებით ურთიერთობებშია, არამედ სიყვარულის მიღების მზადყოფნაში.
თუ არ იცით, როგორი პარტნიორი გჭირდებათ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ მისთვის და ვერ ხედავთ სამომავლო კავშირს, სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება გაგიჭირდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება წლის ბოლო პერიოდს, როდესაც, შესაძლოა, სიყვარული იქვე ახლოს გელოდებათ. თქვენ მზად უნდა იყოთ ბედის საჩუქრის მიღებისთვის.
საქმიანობაში, შესაძლოა, რაღაც საკითხები დამუხრუჭდეს, მაგრამ ეს პირად ცხოვრებას არ ეხება. შეჩერება გემუქრებათ სახლის საქმეებში, ურთიერთობებში და ინტიმურ სფეროშიც კი. თუ დროულად შეამჩნევთ პრობლემას, შეძლებთ ურთიერთობების წინ წაწევას. თუმცა, არის რისკი, რომ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მთლიანად პარტნიორს დააკისროთ. სჯობს, თქვენს საქციელს ობიექტურად შეხედოთ.
რაც შეეხება მარტოხელებს, დიდი შანსი გაქვთ, რომ სიყვარული სწორედ ამ წლის ბოლოს იპოვოთ. ზოგიერთი თქვენგანი ძველი პარტნიორის დაბრუნების იმედად იქნება, შეეცდება ძველი ურთიერთობების აღდგენას. მაგრამ სჯობს, ახალ ნაცნობობაზე იფიქროთ - ბედი აუცილებლად შეგახვედრებთ სიყვარულს.
დაძაბული და საკმაოდ რუტინული წლის ბოლო თვეებში პირადი ცხოვრების ტრანსფორმაცია გელოდებათ. წელს დიდხანს იყავით ლოდინის რეჟიმში და გარკვეულად ვითარებასთან შეგუებაც ისწავლეთ. მტკიცედ განწყობილი მარტოხელები დაჯილდოვდებიან ხანგრძლივი რომანით შემოდგომაზე და უფრო სერიოზული გრძნობით ზამთარში.
ვისაც ჰყავს პარტნიორი, გარკვეული პრობლემებია შესაძლებელი. ამიტომ უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე. თუ ეს კავშირი დიდი ხანია, კრიზისულია, ეს პერიოდი გარდამტეხი შეიძლება აღმოჩნდეს.
მარტოხელა მშვილდოსნებს, რომლებიც ცვლილებებს ელოდებიან, წლის ბოლოს რომანტიკულ საკითხებში პროგრესი ელოდებათ. თუ თქვენი ურთიერთობები დიდი ხანია, ერთ ადგილზე დგას, გადაუჭრელი საკითხები ჩიხში მოექცა, ლაპარაკი პროგრესზე მალე დაიწყება. გარღვევები ოქტომბერ-ნოემბერშია მოსალოდნელი.
მარტოხელებს პერსპექტიული არაერთი ნაცნობობა გელოდებათ, უბრალოდ, სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ.
მარტოხელებს მალე გექნებათ შესაძლებლობა, ახალი რომანი დაიწყოთ ან იარშიყოთ. უფრო სერიოზული გრძნობები ნოემბერშია მოსალოდნელი. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც შეხვდებით, არა მორიგი გატაცების, არამედ დიდი გრძნობის ობიექტი გახდეს.
ვისაც მუდმივი პარტნიორი ჰყავს, განსაკუთრებით მრავალწლიანი სტაჟის ქორწინებაში, გრძნობები ზამთრის დასაწყისში იფეთქებს. პარტნიორებს დაახლოებაში ერთობლივი საქმიანობა დაეხმარება. ბევრ ელოდება რომანტიკული მოგზაურობა, რაც ურთიერთობებს გააუმჯობესებს.