მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები

© photo: Sputnik / Stringerწყვილი
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
გამოწერა
სანდო, მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა ადვილი არ არის. მაგრამ შეიძლება ასტროლოგების რჩევების გათვალისწინება და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან დაახლოებისთვის სპეციალური გასაღების მორგება.
სპეციალისტების რჩევები დაგვეხმარება, უფრო კარგად გავუგოთ ადამიანებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და ადვილად დავამყაროთ როგორც მეგობრული, ისე სასიყვარულო ურთიერთობები.
ვერძი: პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვერძის აგრესიის გამოწვევა. მასთან ყველა საკითხი მშვიდობიანად, მშვიდად უნდა მოაგვაროთ. მხოლოდ ასე გაგიგებთ ის და არ იჩხუბებს. ვერძებს აგრესია მხოლოდ საპასუხოდ სჩვევიათ, ამიტომ მათთან სიყვარულისა და მეგობრობის გარანტია უბრალო სიმშვიდეა.
გული, სიყვარულის ნიშანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
კურო: კუროსთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი სახლში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უჭირთ ისეთ ადამიანთან შეგუება, რომელიც თავისი „ფეთხუმობით" ამ კომფორტს არღვევს. მეგობრობაში კუროებს ყველაზე მეტად ტრაბახი არ უყვართ. არიან საკმაოდ შურიანი ადამიანები, ამიტომ მათთან არ ღირს იმაზე ლაპარაკი, რომ ადრინდელზე უკეთესი გახდით.
ტყუპი: უბრალოდ, იცინეთ მათ ხუმრობაზე – ამას ისინი დააფასებენ. და თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ, არ უნდა იეჭვიანოთ და არ უნდა შეზღუდოთ მათი თავისუფლება. თუ ტყუპთან მეგობრობა ან სასიყვარულო კავშირი გაქვთ გადაწყვეტილი და გინდათ მათგანაც იგივე მიიღოთ, მოგიწევთ დათანხმება, რომ მათ სხვა ადამიანებთანაც ჰქონდეთ ურთიერთობები. სხვაგვარად არ შეუძლიათ.
კირჩხიბი: კირჩხიბები სიყვარულშიცა და მეგობრობაშიც ძალზე ერთგული და ყურადღებიანი არიან. თქვენც ასეთივე უნდა იყოთ. და ეს არცთუ რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუ გიყვართ კირჩხიბი, უბრალოდ აჩვენეთ მათ თქვენი სიყვარული, პატივისცემა, სითბო. არ დაგავიწყდეთ მისთვის მადლობის თქმა ემოციური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ლომი: ნუ გააკრიტიკებთ ლომებს. არასდროს და არანაირ ვითარებაში არ უთხრათ მათ, რომ რამე არასწორად გააკეთეს. განსაკუთრებით არ უყვართ ლომებს სახალხო კრიტიკა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წონასწორობიდან გამოვიდნენ და ღია აგრესია გამოამჟღავნონ. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ ყურადღებისა და ზრუნვის ჩვენება.
ქალწული: ქალწულებს არ უყვართ მეგობრობა ან ურთიერთობების განვითარება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავს სხვანაირად წარმოაჩენენ, ვიდრე სინამდვილეში არიან, პირფერობენ, ჭორებს ავრცელებენ. ქალწულებთან მეგობრობა რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, უნდა დაივიწყოთ მიკერძოება, უხეშობა, ეგოიზმი.
სასწორი: სასწორებს უყვართ პირადი საქმეების მოგვარება, მათ ხომ ათასნაირი გატაცება აქვთ. მათი შეწუხება უმნიშვნელო რაღაცებით არ ღირს. ასევე სასწორებს უყვართ, როდესაც ეკითხებით მათ გეგმებზე, როგორ გრძნობენ თავს. სასწორებს უყვართ ზრუნვა, თუნდაც მხოლოდ სიტყვით და არა საქმით.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2018
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით
მორიელი: მორიელთან ჰარმონიული თანაარსებობის საიდუმლო მისი გრძნობების გაგებაშია. საჭიროა ემპათია, რომლის გარეშეც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. საჭიროა მათთვის რჩევის ხშირად კითხვა, რათა დაინახოთ, როგორ იქცევა უბრალო ნაცნობი შესანიშნავ მეგობრად.
მშვილდოსანი: მშვილდოსანთან ღია უნდა იყოთ ყოველგვარი სიახლისთვის. ამ ადამიანებს უყვართ განახლება, თანაც სპონტანური. მათთან მეგობრობა და ცხოვრება მხიარულებითაა სავსე, მაგრამ ხანდახან ძნელია. ისინი ინტელექტუალები არიან, ამიტომ მათ უნდა აჩვენოთ, რომ ახალი ცოდნის მიღება გინდათ.
თხის რქა: ნამდვილად არ ღირს თხის რქების პირადი საზღვრების დარღვევა. ეს შეიძლება არასდროს გაპატიონ. ასევე მათ რთული ხასიათის ადამიანების სტატუსი აქვთ მიკერებული, მაგრამ ეს ურთიერთობების დაწყების საწყის ეტაპზე ჩნდება მხოლოდ. თხის რქები საკმაოდ სასიამოვნო მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებსაც თქვენ ცხოვრებაში ბევრი უჩვეულო რამის შემოტანა შეუძლიათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მერწყული: მერწყულებს ზრუნვა და ყურადღება უყვართ. ასევე მათთვის აუცილებელია იცოდნენ, რომ ადამიანი, რომელიც მოსწონთ, მხოლოდ მათ ეკუთვნით. აჩვენეთ მერწყულს, რომ მასზე უკეთესი მეგობარი არ გყავთ; თუ ურთიერთობებზეა ლაპარაკი, რომ სხვა ადამიანები არ გაინტერესებთ. ის ამას აუცილებლად დააფასებს.
თევზები: თევზებს ყველაფერზე ადგილზე უნდა შეუთანხმდეთ. სანამ მათთან ურთიერთობებს დაიწყებთ, ჯერ შეუთანხმდით, ვინ რაზეა პასუხისმგებელი. მათ მაშინვე უნდა უთხრათ, რა მოთხოვნები გაქვთ, რადგან ვერ იტანენ უსიამოვნო სიურპრიზებს. მათ წინასწარ უნდა იცოდნენ, რა სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ. იგივე ეხება მეგობრობას.
ყველა ახალი ამბავი
0