https://sputnik-georgia.com/20221003/dris-astroprognozi-3-oqtomberi-270965000.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ოქტომბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ოქტომბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 03.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-03T00:15+0400
2022-10-03T00:15+0400
2022-10-03T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_0:36:2000:1161_1920x0_80_0_0_2d3baa4ebe17aefe32f13219c8b7de73.jpg
დღეს 2022 წლის 3 ოქტომბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.შესანიშნავი დღეა, რომელიც, შესაძლოა, თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე გარდამავალი საფეხური აღმოჩნდეს. არის შანსი, რომ რაც აქამდე დათესეთ, „მოსავალი“ დღეს აიღოთ. გარდა ამისა, ხელსაყრელი დღეა ფინანსების მხრივ. კარგად მოფიქრებული პროექტები ნაყოფს გამოიღებს, ხოლო საეჭვო და სარისკო ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ. დღეს ეფექტური უბრალო და ნაცადი ხერხები იქნება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ოქტომბერი>>ვერძი: დღეს ისე, როგორც არასდროს, ჯიუტად მხოლოდ გამარჯვებისთვის ხართ მომართული. თუნდაც რამე საქმეში არ გაგიმართლოთ, მიზნის მიღწევის მცდელობას არ შეწყვეტთ, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო წავიდა, ახლა მოქმედებაა აუცილებელი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ამ შემართებას ვერაფერი აღუდგება წინ.კურო: დღეს წაგადგებათ „გურუს“ როლში ყოფნა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე თქვენზე ასაკით პატარა, სტატუსით ან პროფესიონალიზმის დონით უფრო დაბლა მყოფი ადამიანების წრეში გაატაროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მოისმენენ თქვენს დამრიგებლურ ისტორიებს და იქიდან პრაქტიკულ სარგებელსაც მიიღებენ.ტყუპი: ნებისმიერ საქმეში დღეს საბრძოლო განწყობით ხართ. პატარ–პატარა პროექტები არ დაგაინტერესებთ, მზად ხართ გლობალურ, ამბიციურ ჩანაფიქრს შეეჭიდოთ. ბარიერები არაფერს შეცვლის – ხედავთ მიზანს, მზად ხართ სირთულეებისთვის და იცით, როგორე გადალახოთ დაბრკოლებები. თქვენთვის დღეს სინონიმებია სიტყვები „მინდა“ და „შემიძლია“.კირჩხიბი: დღეს გექნებათ შესაძლებლობა, დაფიქრდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ყველაფრის კარგად აწონ–დაწონა. გამძაფრებული ანალიტიკური უნარების წყალობით ყველაფრის მოფიქრებასა და გათვლას შეძლებთ. შედეგად თქვენი გადაწყვეტილება შეცდომებისგან იქნება დაზღვეული.ლომი: სიჯიუტეს ავლენთ ნებისმიერ საკითხში, როგორც კი ამის საბაბი მოგეცემათ. თუ ვინმე შეეცდება თქვენს გონზე მოყვანას, ამას თქვენ წინააღმდეგ „შეთქმულებად“ ჩათვლით. არაა გასაკვირი, რომ ასეთი კატეგორიული განწყობის გამო დღეს არაერთი წყენა შეგხვდეთ. სჯობს, ნებისმიერი უსიამოვნების სათავე თქვენს თავში ეძებოთ და არა სხვებში.ქალწული: ახლობლებისა და მეგობრების მფარველად იგრძნობთ თავს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მათზე იზრუნოთ, დაეხმაროთ და შეცდომებისგან დაიცვათ. მიუხედავად თქვენი გულწრფელი ზრახვებისა, ახლობლები ამას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან. აჯობებს, მენტორული ტონი შეცვალოთ და არ გასცდეთჩვეულებრივი მეგობრული რჩევების ფარგლებს.სასწორი: დღეს ყველაზე კარგი იქნება, თუ დროს თქვენს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან გაატარებთ. მოუწყვეთ მათ მცირე სიურპრიზი. თქვენ ერთნაირ ბიოტალღებზე იქნებით აწყობილი და გაქვთ შანსი, რომ ამ ურთიერთობებისგან ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. ამასთან, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.მორიელი: თქვენში დიდი ორატორი გაიღვიძებს. სათქმელს დამაჯერებლად ამბობთ. პრობლემა ისაა, რომ მჭევრმეტყველების „შემოტევა“ მთელი დღე გაგყვებათ, გარშემომყოფებს კი მუდამ თქვენი მოსმენის განწყობა არ ექნებათ. თქვენი ემოციები გამოსავალს საღამოს მოძებნის – ახლობლების გარემოცვაში– მოაწყვეთ რამე მცირე წვეულება და ილაპარაკეთ ის, რაც გულში გაქვთ.მშვილდოსანი: დღეს ვერაფერი გადაგახვევინებთ არჩეული გზიდან. რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული, თქვენი კალაპოტიდან ამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამის გამო გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ ძალზე თავდაჯერებული და ჯიუტი ხართ. და ასეცაა – ნამდვილად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ.თხის რქა: მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად. თუ დაგეგმილი გაქვთ ეს დღე, ამოცანებსა და მიზნებზე უარი არ თქვათ. შეიძლება გეგმები შეიცვალოს, მაგრამ სამაგიეროდ ვითარებები თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. თუ არ ჩაეჭიდებით ძველ გეგმას, სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას ახალ სიტუაციაში და ბედის საჩუქრების გამოყენებას.მერწყული: დღეს, შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან სიჯიუტესა და უხეშობას წააწყდეთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებს ეხება. თქვენ კი იქნებით საოცრად დიპლომატიური და შეძლებთ კონფლიქტის აღმოცენებისთანავე განეიტრალებას. ამით დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა, ასევე მეგობრებისა და ხელმძღვანელობის სიმპათიას.თევზები: დღეს არცთუ კარგად ნაცნობ ადამიანებთანაც კი თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – ხართ სოციალურად ძალზე აქტიური. ვარსკვლავები გირჩევენ, გააფართოვოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი საურთიერთობო წრე. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს გზაზე, მით მეტია შანსი, რომ მათ შორის ნამდვილად საინტერესო და საჭირო ადამიანები იპოვოთ.
https://sputnik-georgia.com/20210816/zodiaqos-niSnebis-seqsualoba-252596860.html
https://sputnik-georgia.com/20190109/fortunis-saaTebi-zodiaqos-TiToeuli-niSnisTvis-243796102.html
https://sputnik-georgia.com/20181128/zodiaqos-sami-niSani-romlebsac-iRbali-arasdros-tovebs-243140592.html
https://sputnik-georgia.com/20180622/zodiaqos-niSnebi-romlebsac-cxovrebiT-tkboba-SeuZliaT-240963193.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_203:0:1798:1196_1920x0_80_0_0_23b8cf8f6118c8be346446aa4c0b0d16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ოქტომბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 3 ოქტომბერია, ორშაბათი. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
შესანიშნავი დღეა, რომელიც, შესაძლოა, თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე გარდამავალი საფეხური აღმოჩნდეს. არის შანსი, რომ რაც აქამდე დათესეთ, „მოსავალი“ დღეს აიღოთ. გარდა ამისა, ხელსაყრელი დღეა ფინანსების მხრივ. კარგად მოფიქრებული პროექტები ნაყოფს გამოიღებს, ხოლო საეჭვო და სარისკო ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ. დღეს ეფექტური უბრალო და ნაცადი ხერხები იქნება.
ვერძი: დღეს ისე, როგორც არასდროს, ჯიუტად მხოლოდ გამარჯვებისთვის ხართ მომართული. თუნდაც რამე საქმეში არ გაგიმართლოთ, მიზნის მიღწევის მცდელობას არ შეწყვეტთ, სანამ წარმატებას არ მიაღწევთ. გადაწყვეტილებების მიღების დრო წავიდა, ახლა მოქმედებაა აუცილებელი. ვარსკვლავები ამბობენ, რომ თქვენს ამ შემართებას ვერაფერი აღუდგება წინ.
კურო: დღეს წაგადგებათ „გურუს“ როლში ყოფნა, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე თქვენზე ასაკით პატარა, სტატუსით ან პროფესიონალიზმის დონით უფრო დაბლა მყოფი ადამიანების წრეში გაატაროთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მოისმენენ თქვენს დამრიგებლურ ისტორიებს და იქიდან პრაქტიკულ სარგებელსაც მიიღებენ.
ტყუპი: ნებისმიერ საქმეში დღეს საბრძოლო განწყობით ხართ. პატარ–პატარა პროექტები არ დაგაინტერესებთ, მზად ხართ გლობალურ, ამბიციურ ჩანაფიქრს შეეჭიდოთ. ბარიერები არაფერს შეცვლის – ხედავთ მიზანს, მზად ხართ სირთულეებისთვის და იცით, როგორე გადალახოთ დაბრკოლებები. თქვენთვის დღეს სინონიმებია სიტყვები „მინდა“ და „შემიძლია“.
კირჩხიბი: დღეს გექნებათ შესაძლებლობა, დაფიქრდეთ ისეთ გადაწყვეტილებაზე, რომელზეც მომავალში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. საბედნიეროდ, შეგიძლიათ ყველაფრის კარგად აწონ–დაწონა. გამძაფრებული ანალიტიკური უნარების წყალობით ყველაფრის მოფიქრებასა და გათვლას შეძლებთ. შედეგად თქვენი გადაწყვეტილება შეცდომებისგან იქნება დაზღვეული.
ლომი: სიჯიუტეს ავლენთ ნებისმიერ საკითხში, როგორც კი ამის საბაბი მოგეცემათ. თუ ვინმე შეეცდება თქვენს გონზე მოყვანას, ამას თქვენ წინააღმდეგ „შეთქმულებად“ ჩათვლით. არაა გასაკვირი, რომ ასეთი კატეგორიული განწყობის გამო დღეს არაერთი წყენა შეგხვდეთ. სჯობს, ნებისმიერი უსიამოვნების სათავე თქვენს თავში ეძებოთ და არა სხვებში.
ქალწული: ახლობლებისა და მეგობრების მფარველად იგრძნობთ თავს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მათზე იზრუნოთ, დაეხმაროთ და შეცდომებისგან დაიცვათ. მიუხედავად თქვენი გულწრფელი ზრახვებისა, ახლობლები ამას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდებიან. აჯობებს, მენტორული ტონი შეცვალოთ და არ გასცდეთჩვეულებრივი მეგობრული რჩევების ფარგლებს.
სასწორი: დღეს ყველაზე კარგი იქნება, თუ დროს თქვენს ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან გაატარებთ. მოუწყვეთ მათ მცირე სიურპრიზი. თქვენ ერთნაირ ბიოტალღებზე იქნებით აწყობილი და გაქვთ შანსი, რომ ამ ურთიერთობებისგან ნამდვილი სიამოვნება მიიღოთ. ამასთან, შეგიძლიათ ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის მნიშვნელოვანია.
მორიელი: თქვენში დიდი ორატორი გაიღვიძებს. სათქმელს დამაჯერებლად ამბობთ. პრობლემა ისაა, რომ მჭევრმეტყველების „შემოტევა“ მთელი დღე გაგყვებათ, გარშემომყოფებს კი მუდამ თქვენი მოსმენის განწყობა არ ექნებათ. თქვენი ემოციები გამოსავალს საღამოს მოძებნის – ახლობლების გარემოცვაში– მოაწყვეთ რამე მცირე წვეულება და ილაპარაკეთ ის, რაც გულში გაქვთ.
მშვილდოსანი: დღეს ვერაფერი გადაგახვევინებთ არჩეული გზიდან. რაც არ უნდა გქონდეთ ჩაფიქრებული, თქვენი კალაპოტიდან ამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ამის გამო გარშემომყოფები იფიქრებენ, რომ ძალზე თავდაჯერებული და ჯიუტი ხართ. და ასეცაა – ნამდვილად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ რასაც აკეთებთ, სწორად აკეთებთ.
თხის რქა: მოულოდნელობებისთვის უნდა იყოთ მზად. თუ დაგეგმილი გაქვთ ეს დღე, ამოცანებსა და მიზნებზე უარი არ თქვათ. შეიძლება გეგმები შეიცვალოს, მაგრამ სამაგიეროდ ვითარებები თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. თუ არ ჩაეჭიდებით ძველ გეგმას, სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას ახალ სიტუაციაში და ბედის საჩუქრების გამოყენებას.
მერწყული: დღეს, შესაძლოა, გარშემომყოფების მხრიდან სიჯიუტესა და უხეშობას წააწყდეთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებს ეხება. თქვენ კი იქნებით საოცრად დიპლომატიური და შეძლებთ კონფლიქტის აღმოცენებისთანავე განეიტრალებას. ამით დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა, ასევე მეგობრებისა და ხელმძღვანელობის სიმპათიას.
თევზები: დღეს არცთუ კარგად ნაცნობ ადამიანებთანაც კი თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში – ხართ სოციალურად ძალზე აქტიური. ვარსკვლავები გირჩევენ, გააფართოვოთ და გაამრავალფეროვნოთ თქვენი საურთიერთობო წრე. რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს გზაზე, მით მეტია შანსი, რომ მათ შორის ნამდვილად საინტერესო და საჭირო ადამიანები იპოვოთ.