დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის ორი ოქტომბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
წესრიგი და ორგანიზებულობა – დღის ლაიტმოტივია. საკმარისია ელემენტარული წესების დაცვა, რომ საქმეები ჩვეულებრივზე უკეთესად წავიდეს. მთლიანობაში ლოგიკისა და ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის, თვითორგანიზებისა და ღონისძიებების ორგანიზების დღეა. ასევე კარგი დროა შეხვედრებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ოქტომბერი>>
ვერძი: მთლიანად საქმეებში ჩაეფლობით. თუ რამე თქვენი კონტროლიდან გამოვიდა, ეს შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ემოციური და მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე ამ დღის „სავიზიტო ბარათი" შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენათ, რომ გარშემომყოფები გაურბიან თავიანთ მოვალეობებს.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
კურო: არის შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი" გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, კარგი ამბებით, საზრუნავით. ბევრის დახმარება შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ მათ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი ამას გთხოვენ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოვდება. არაა გამორიცხული, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.
ტყუპი: არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ არანაირ კონფლიქტში, განსაკუთრებით კი, თუ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას სულ ოდნავ მაინც გაგონებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფების გუნდში ითამაშოთ და არა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვაში თამაში, არ ღირს თავდამსხმელის როლის მორგება.
კირჩხიბი: დღეს სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ - როგორც პირადი, ისე გლობალური. აგაფორიაქებთ საკუთარი სიმართლის გრძნობა და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს იმაზე, თუ ვინაა მართალი და ვინ - დამნაშავე. ამას აზრი არ ექნება.
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
ზოდიაქო: ბედის ნებიერები ოქტომბერში
ლომი: გარშემომყოფები თავიანთი პრობლემების ლომის წილს თქვენ გადმოგაბარებენ. მზად ხართ მათ დასახმარებლად. მაგრამ ეს მათ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ - მათ პრობლემებს „უმოწყალოდ" გააანალიზებთდა არ დაინდოთ მათ გრძნობებს. ირგვლივ მყოფები, სჯობს, დაფიქრდნენ, ღირს თუ არა, რომ დახმარებისთვის მოგმართონ?
ქალწული: თქვენი ორგანიზატორული უნარები დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. გამოიკვეთება ლიდერის თვისებები. შესაძლოა, ადამიანების ჯგუფს უხელმძღვანელოთ, ან აიღოთ პასუხისმგებლობა რამე საზოგადოებრივ საქმეზე. ნებისმიერ ამგვარ ღონისძიებას უბადლოდ გაუმკლავდებით - ხართ ენერგიით სავსე, და არ ხართ წინააღმდეგი, ბრძანებები გასცეთ.
სასწორი: დღეს თქვენს ყურადღებას საოჯახო საზრუნავი მიიპყრობს. გარდა ამისა, ახლობლები თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვენ. რადგანაც რამდენიმე ნაწილად ვერ „გაიხლიჩებით", მოგიწევთ პრიორიტეტების განაწილება, გადაწყვეტა, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და გარშემომყოფებიდან ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
ვინ შეხვდება თავის სიყვარულს 2022 წლის ბოლომდე - ზოდიაქოს ხუთი ნიშანი
მორიელი: არავის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა იქნება. შეგწევთ ძალა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარწმუნოთ ნებისმიერი ნებისმიერ რამეში: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დონ-ჟუანი - ერთგულების სარგებლობაში და ხელმძღვანელობა - ხელფასის მომატებაში.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს ფინანსებს მიხედოთ. თქვენში, შესაძლოა, ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს და სკრუპულოზურად დაიანგარიშოთ შემოსავლები და ხარჯები. თუ რამე რიგზე ვერ არის, მის გამოსწორებასაც შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, არც კი იფიქრებთ ფულის დახარჯვაზე - დღეს ეკონომია ყველაფერზე მაღლა დგას.
თხის რქა: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, იდეა ან პროექტი საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან, თქვენი გადამდები ემოციები ან ორატორული ნიჭიც კი ვერაფერს გააწყობს მათთან. თქვენი წარმატების რეცეპტი ლოგიკაა. ასე რომ, მოემზადეთ თქვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
მერწყული: თქვენი დაკვირვებისუნარი და გამჭრიახობა არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. ლოგიკა და ინტუიცია ერთნაირად მკაფიოდ იმუშავებს, შეძლებთ ჩაწვდეთ მოვლენების არსს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. გარშემომყოფებს მოეჩვენებათ, რომ მათ აზრებს კითხულობთ. შეიძლება ერთი-ორი საიდუმლოც გაიგოთ მათ შესახებ.
თევზები: გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან ჩაიხლართოს. და ეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობთ და ლოგიკა - მეორეს. რომ არ დაიკარგოთ ამ ლაბირინთებში, პირველ რიგში გულის ხმას მოუსმინეთ. ის მიგითითებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ მხოლოდ გაჩვენებთ თავს მეგობრად.
ყველა ახალი ამბავი
0